Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
იოანე ბაგრატიონი - "საქართველოს ევროპული მომავალი ქართველი მეფეების არსებითი არჩევანი იყო მრავალი საუკუნის მანძილზე"
იოანე ბაგრატიონი - "საქართველოს ევროპული მომავალი ქართველი მეფეების არსებითი არჩევანი იყო მრავალი საუკუნის მანძილზე"

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი და­ვით IV აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­რილს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გი­ლო­ცავთ ჩვე­ნი დიდი წმინ­და­ნის სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფეთ-მე­ფის და­ვით IV აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სოდ, რო­გორც ერთ-ერთი უდი­დე­სი ლი­დე­რი და სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში.

ქარ­თველ მე­ფე­თა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება ყო­ველ­თვის იყო ევ­რო­პას­თან და მათ სა­ერ­თო ქრის­ტი­ა­ნულ წარ­მო­მავ­ლო­ბას­თან ალი­ან­სი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა. ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტია, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ევ­რო­პის უძ­ვე­ლე­სი სა­მე­ფო ოჯა­ხი, მუდ­მი­ვად იღ­ვწო­და ამ ხედ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ. ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მყა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი და არა დრო­ე­ბი­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი.

და­ვა­სა­ხე­ლებ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფაქტს ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­დან, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ქარ­თვე­ლი მო­ნარ­ქე­ბის აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დი­ნა­მი­კას ევ­რო­პას­თან. 5-ე სა­უ­კუ­ნე­ში მეფე ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა მის ცნო­ბილ ბოლო სი­ტყვებ­ში "სი­ყუ­ა­რულ­სა ბერ­ძენ­თა­სა ნუ და­უ­ტე­ვებთ“, ნათ­ლად გა­მო­ხა­ტა მისი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ ის­წრაფ­ვო­და და ხაზს უს­ვამ­და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ას­თან. ასე­ვე, მე-14 სა­უ­კუ­ნე­ში, მეფე გი­ორ­გი V ბრწყინ­ვა­ლეს წე­რი­ლი საფ­რან­გე­თის მეფე ფი­ლი­პე VI ვა­ლუ­ა­სად­მი, ადას­ტუ­რებს ქარ­თველ მე­ფე­თა ნე­ბას, რომ გახ­დნენ ევ­რო­პე­ლი მო­ნარ­ქე­ბის მო­კავ­ში­რე­ე­ბი და და­იც­ვან ქრის­ტი­ა­ნო­ბა. მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში მეფე ვახ­ტანგ VI-მ გა­და­წყვი­ტა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა საფ­რან­გეთ­თან და ევ­რო­პის სხვა სა­მე­ფო­ებ­თან. სწო­რედ ამ მიზ­ნით მან სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ით გაგ­ზავ­ნა საფ­რან­გეთ­ში სა­ვაჭ­რო, ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად.

ახ­ლა­ხან, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ნი­ჭა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, რაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­თან და­ახ­ლო­ე­ბა ჩვე­ნი მის­წრა­ფე­ბა იყო. ჩვენს თა­ო­ბას წი­ლად ხვდა ეს პრი­ვი­ლე­გია, რომ ვართ ამ მიღ­წე­ვის მომსწრე და მხო­ლოდ ერთი ნა­ბი­ჯი გვა­შო­რებს გავ­ხდეთ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო და მისი ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი", - ნათ­ქვა­მია იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნის წე­რილ­ში.

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის:

იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნის ბა­ბუ­ამ, ემიგ­რა­ცი­ა­ში იძუ­ლე­ბით გა­და­სახ­ლე­ბულ­მა მ.ს.უ. ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა მე­ო­რედ, 1946 წელს, ეს­პა­ნე­თის და ბა­ვა­რი­ის პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ბა­ვა­რია ი დე ბორ­ბონ­ზე იქორ­წი­ნა. მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ბა­ვა­რია ი დე ბორ­ბო­ნი იყო ეს­პა­ნე­თის და საფ­რა­ნე­თის სა­მე­ფო გვა­რის ბორ­ბო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, ასე­ვე ბა­ვა­რი­ის 10 სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ვი­ტელსბა­ხე­ბის სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის და ავ­სტრი­ის სა­იმ­პე­რა­ტო­რო დი­ნას­ტი­ის ჰაბსბურ­გე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი.

პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დე­სი ასე­ვე ატა­რებ­და ეს­პა­ნე­თის ინ­ფან­ტას ტი­ტულს. ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლის პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დეს­თან ქორ­წი­ნე­ბამ სის­ხლით და­ა­ნა­თე­სა­ვა ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტია ევ­რო­პულ სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ებ­თან, მათი ერ­თა­დერ­თი მამ­რო­ბი­თი ხა­ზით შთა­მო­მა­ვა­ლი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ორი იბე­რი­ის სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

 ორი მეფე, უკვე გვყავს. ნაცებს- მიშა, ქოცებს- ბიძინა. შენ, შუაშისტების მეფე თუ იქნები, არ ვიცი.

giorgi
3

დიდება მეფეს... საქართველო ვალშია თქვენთან...

ავტორი:

იოანე ბაგრატიონი - "საქართველოს ევროპული მომავალი ქართველი მეფეების არსებითი არჩევანი იყო მრავალი საუკუნის მანძილზე"

იოანე ბაგრატიონი - "საქართველოს ევროპული მომავალი ქართველი მეფეების არსებითი არჩევანი იყო მრავალი საუკუნის მანძილზე"

საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენელი, იოანე ბაგრატიონი დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გილოცავთ ჩვენი დიდი წმინდანის სრულიად საქართველოს მეფეთ-მეფის დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს, რომელიც აღიარებულია საერთაშორისოდ, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი და სამხედრო სტრატეგი მსოფლიო ისტორიაში.

ქართველ მეფეთა და ქართველი ხალხის ნება ყოველთვის იყო ევროპასთან და მათ საერთო ქრისტიანულ წარმომავლობასთან ალიანსი და ურთიერთობების გაღრმავება. ბაგრატიონთა დინასტია, რომელიც აღიარებულია, როგორც ევროპის უძველესი სამეფო ოჯახი, მუდმივად იღვწოდა ამ ხედვის განხორციელებისკენ. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს მყარი პოლიტიკური კურსი და არა დროებითი პოლიტიკური ნაბიჯები.

დავასახელებ მხოლოდ რამდენიმე ფაქტს ჩვენი ისტორიიდან, რომელიც ადასტურებს ქართველი მონარქების აქტიური ურთიერთობების დინამიკას ევროპასთან. 5-ე საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალმა მის ცნობილ ბოლო სიტყვებში "სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთ“, ნათლად გამოხატა მისი საგარეო პოლიტიკა, რომელიც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვოდა და ხაზს უსვამდა საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობას ბიზანტიის იმპერიასთან. ასევე, მე-14 საუკუნეში, მეფე გიორგი V ბრწყინვალეს წერილი საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასადმი, ადასტურებს ქართველ მეფეთა ნებას, რომ გახდნენ ევროპელი მონარქების მოკავშირეები და დაიცვან ქრისტიანობა. მე-18 საუკუნეში მეფე ვახტანგ VI-მ გადაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საფრანგეთთან და ევროპის სხვა სამეფოებთან. სწორედ ამ მიზნით მან სულხან-საბა ორბელიანი დიპლომატიური მისიით გაგზავნა საფრანგეთში სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დასამყარებლად.

ახლახან, საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც საუკუნეების მანძილზე, ევროპულ ქვეყნებთან დაახლოება ჩვენი მისწრაფება იყო. ჩვენს თაობას წილად ხვდა ეს პრივილეგია, რომ ვართ ამ მიღწევის მომსწრე და მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი ნათელი მომავალი", - ნათქვამია იოანე ბაგრატიონის წერილში.

  • ინფორმაციისთვის:

იოანე ბაგრატიონის ბაბუამ, ემიგრაციაში იძულებით გადასახლებულმა მ.ს.უ. ბატონიშვილმა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა მეორედ, 1946 წელს, ესპანეთის და ბავარიის პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ბავარია ი დე ბორბონზე იქორწინა. მარია დე ლას მერსედეს ბავარია ი დე ბორბონი იყო ესპანეთის და საფრანეთის სამეფო გვარის ბორბონების შთამომავალი, ასევე ბავარიის 10 საუკუნოვანი ვიტელსბახების სამეფო დინასტიის და ავსტრიის საიმპერატორო დინასტიის ჰაბსბურგების შთამომავალი.

პრინცესა მარია დე ლას მერსედესი ასევე ატარებდა ესპანეთის ინფანტას ტიტულს. ბატონიშვილი ირაკლის პრინცესა მარია დე ლას მერსედესთან ქორწინებამ სისხლით დაანათესავა ბაგრატიონთა დინასტია ევროპულ სამეფო დინასტიებთან, მათი ერთადერთი მამრობითი ხაზით შთამომავალი ბატონიშვილი იოანე ბაგრატიონ-მუხრანია, რომელიც აერთიანებს ორი იბერიის სამეფო დინასტიებს.