ავტორი:

კახა კალაძემ ბაღდათში მეწყრის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

კახა კალაძემ ბაღდათში მეწყრის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ სამძიმარი გამოუცხადა ასევე, გუშინ, ქედაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ოჯახს.

"პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რამაც მთელი საქართველო შეძრა. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ასევე, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თემურ ბარამიძე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სოფელ ნერგეეთში მობილიზებულია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.