მუსიკოს აჩიკო გულედანი, შვილის, მარიამ გულედანის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ქალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
გულედანი შვილს სოციალური ქსელით მიმართავს და ამბობს, რომ მას კითხვების დასმის არ უნდა მოერიდოს:
"ერთი ამბავი აგიტეხავს, შვილო.. სანამ ჰაგიოგრაფიაზე, სწავლების მეთოდებზე, ან ისტორიის ცოდნის აუცილებლობაზე მეასედ დავილაპარაკებთ მე და შენ, ბარემ საჯაროდ გეტყვი, კითხვების დასმის არ მოგერიდოს, არც "სხვა რას იფიქრებს" მაგის. რაც უფრო მეტს გდევნიან, ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ იცოდე.
მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის რასაც ფიქრობ, არ არის მარტივი ეგ, მაგრამ "ჩვენ" რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ. მოკლედ, შენ გზაზე იარე მამუს, ისეც და ასეც სულ შენთან ვარ, ან ასტამით, ან ასტამზე" - წერს აჩიკო გულედანში.
ცნობისთვის გუშინ მარიამ გულედანის ვიდეო გავრცელდა, სადაც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სკოლაში სწავლის თემაზე საუბრობს და ამბობს, რომ "მაგალითად გრიგოლ ხანძთელის წაკითხვაში დრო დაკარგა".
"გრიგოლ ხანძთელის წაკითხვაში რაც დრო დავკარგე, მაგას ვერავინ დამიბრუნებს. მგონია, რომ მაგის წაკითხვა არავის არ სჭირდება" - თქვა მარიამმა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.
იხილეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო:
ეს ის გოგოა, ავარიაში რომ მოხვდა? მაშინაც ამაზრზენი საუბრით მიიქცია ყურადღება....უნდა გაზრდილიყო აქამდე
ვხედავ ბავშვი არაა არაფერში "დამნაშავე" ვინაიდან თავად მშობლებს თავის დროზე ვერ გაუგია ჰაგიოგრაფიის მნიშვნელობა.....მათ არ ყოლიათ კარგი პედაგოგი ამ კუთხით....არც მშობლებია "დამნაშავე" .ვინაიდან როცა პედაგოგი ვერ არის სათანადოდ მოწოდების სიმაღლეზე და ვერ გამმარტავს შესასწავლ მასალას სწორად ასეთი პედაგოგი სკოლის კარს არ უნდა გააკარო.....ამიტომაც ვიღებთ უვიც თაობას....
ჰიმნოფრაფიას და ჰაგიოგრაფიის მნიშვნელობის განმარტების გარეშე ე.წ.სწავლა წყლის ნაყვაა .უბრალოდ და გასაგებ ენაზე რომ შეესწავლა ეს თემა შესასწავლ (მოსწავლეებს) თავის დროზე ამდენი ალიაქოთი არ ატყდებოდა....
სკოლა კი დღეს სათანადო განათლებას რომ ვერ აძლევს ისტორიისა და ლიტერატურის უკეთ შესწავლაში უკვე ჩანს....
ისეთი მდიდარი ისტორიისა და ლიტერატულის შემქმნელ ერს დაბალი დონის პედაგოგები არ ეკადრება....