Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"19 წლის გოგოს ავუგე წესი, მთელი ღამე არ მეძინა... მშობლებმა შვილი გაჭირვებით გაზარდეს, ჰგონიათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს, ამაზე არავინ საუბრობს" - მამა შალვა კეკელია
"19 წლის გოგოს ავუგე წესი, მთელი ღამე არ მეძინა... მშობლებმა შვილი გაჭირვებით გაზარდეს, ჰგონიათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს, ამაზე არავინ საუბრობს" - მამა შალვა კეკელია

მამა შალ­ვა კე­კე­ლია რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდარ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა, რა დრო­საც 19 წლის გო­გო­ნა კლუბ­ში შე­უძ­ლოდ გახ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირი ამ­ბობს, მიც­ვა­ლე­ბულს წესი თა­ვად აუგო და იქ ნა­ნა­ხის გამო "მთე­ლი ღამე არ ეძი­ნა".

მისი თქმით, კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კით მო­წამ­ვლის უამ­რა­ვი ფაქ­ტია მის­თვის ცნო­ბი­ლი და ფიქ­რობს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფოც და მშობ­ლე­ბიც თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე უნდა დად­გნენ.

"19 წლის გო­გოს ავუ­გე წესი, ეს გოგო გარ­და­იც­ვა­ლა "ბა­სი­ან­ზე", კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კით. ეს "ბა­სი­ა­ნი" ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯო­ჯო­ხე­თია. ეს გოგო მოკ­ლეს, კი არ გარ­და­იც­ვა­ლა. ასე კვდე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს. ეს ხომ მკვლე­ლო­ბაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. ამა­ზე საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა, ამა­ზე არა­ვის არა­ფე­რი გა­მო­უ­ძია. რა­ტომ არა­ვინ იძი­ებს, ვი­სია ეს "ბა­სი­ა­ნი"? ვი­სია ეს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბიზ­ნე­სი? რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ნად­გურ­დე­ბა, ის­პო­ბა. ამა­ზე ვინ­მე აკე­თებს გა­და­ცე­მებს? მშობ­ლებს უნდა ვუ­თხრა, თქვენს შვი­ლებს რო­გორ უშ­ვებთ იქ. კვი­რა არ გავა, რომ ტა­ძარ­ში ჩემ­თან 2 ადა­მი­ა­ნი მა­ინც არ მო­მიყ­ვა­ნონ კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბით ფსი­ქი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი.

ამა­ზე სა­უ­ბა­რი არა­ვის არ უნდა. ამა­ზე არ კეთ­დე­ბა გა­და­ცე­მე­ბი. მინ­და მივ­მარ­თო ჟურ­ნა­ლის­ტებს, მოდი გა­ა­კე­თეთ ამა­ზე გა­და­ცე­მე­ბი. ახალ­გაზ­რდე­ბი გვე­ღუ­პე­ბა. მოდი ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რომ ამ ახალ­გაზ­რდებს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ. გვახ­სოვს "ბა­სი­ა­ნი" რომ და­არ­ბი­ეს, მთე­ლი აქ­ცი­ე­ბი მო­ე­წყო. ამ დროს იქ ხალ­ხი იხო­ცე­ბა.

ჩემი მე­გო­ბა­რი სას­წრა­ფო­ში მუ­შა­ობს და პა­რას­კე­ვი, შა­ბა­თი, კვი­რა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კით მო­წამ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით. სა­ხელ­მწი­ფო უნდა დად­გეს თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე, მშო­ბელ­მაც უნდა აკოტ­რი­ა­ლოს შვი­ლი. შვი­ლებს სა­საკ­ლა­ო­ზე უშ­ვე­ბენ? ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი მა­გა­რი ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბაა, მაგ­რამ თუ მი­მარ­თუ­ლე­ბებს არ მივ­ცემთ, ისი­ნი და­ი­ღუ­პე­ბი­ან. გუ­შინ მთე­ლი ღამე არ მე­ძი­ნა. რომ ნა­ხოთ ის ბავ­შვი, რო­გო­რი და­ხა­ტუ­ლია. მშობ­ლე­ბი ლტოლ­ვი­ლე­ბი არი­ან. ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბა გა­ი­ა­რეს, შვი­ლი გა­ზარ­დეს გა­ჭირ­ვე­ბით, ჰგო­ნი­ათ გა­სარ­თო­ბად გა­უშ­ვეს და მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მი­უს­ვე­ნეს" - ამ­ბობს სა­სუ­ლი­ე­რო პირი "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის" ეთერ­ში.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. 19 წლის გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და. რო­გორც სან­დო წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ის უგო­ნოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
333
1

ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს. ეს გოგო და ბევრი ახალგაზრდა არის მსხვერპლი საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის. სანამ საზოგადოებაში ნარკომანებს უყურებენ როგორც დამნაშავეებს, მანამდე ასეთი ტრაგიკული და უბედური შემთხვევები სამწუხაროდ კიდევ იქნება. ორ ახალგაზრდას ვიცნობდი, რომლებიც წამლით დაიღუპნენ, იმიტომ რომ მის „მეგობრებს“ შეეშინდათ სასწრაფოში დარეკვა (მართალია შევარდნაძის პერიოდი იყო, მაგრამ ალხაც ..) რამდენი ათასობით ახალგაზრდაა ასე დაღუპული((((( 

!
2

დააპირებ რაიმე ცვლილების შეტანას კანონში და ეგრევე ირანიზაციას დაგაბრალებენ,ეგრევე ყიჟინს ატეხავენ არასამთავროები და ზემოთ დაგასმენენ,დიდი დემიკრატიაში! მაინც ვეჭვობ რომ ასე მიდის ჩვენი ფიზიკური და ზნეობრივი განადგურება!

ავტორი:

"19 წლის გოგოს ავუგე წესი, მთელი ღამე არ მეძინა... მშობლებმა შვილი გაჭირვებით გაზარდეს, ჰგონიათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს, ამაზე არავინ საუბრობს" - მამა შალვა კეკელია

"19 წლის გოგოს ავუგე წესი, მთელი ღამე არ მეძინა... მშობლებმა შვილი გაჭირვებით გაზარდეს, ჰგონიათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს, ამაზე არავინ საუბრობს" - მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც 19 წლის გოგონა კლუბში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. როგორც სასულიერო პირი ამბობს, მიცვალებულს წესი თავად აუგო და იქ ნანახის გამო "მთელი ღამე არ ეძინა".

მისი თქმით, კლუბური ნარკოტიკით მოწამვლის უამრავი ფაქტია მისთვის ცნობილი და ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოც და მშობლებიც თავის სიმაღლეზე უნდა დადგნენ.

"19 წლის გოგოს ავუგე წესი, ეს გოგო გარდაიცვალა "ბასიანზე", კლუბური ნარკოტიკით. ეს "ბასიანი" ჩვეულებრივი ჯოჯოხეთია. ეს გოგო მოკლეს, კი არ გარდაიცვალა. ასე კვდება ძალიან ბევრი ადამიანი და ამაზე არავინ საუბრობს. ეს ხომ მკვლელობაა ჩვეულებრივი. ამაზე საქმე არ აღძრულა, ამაზე არავის არაფერი გამოუძია. რატომ არავინ იძიებს, ვისია ეს "ბასიანი"? ვისია ეს აზარტული თამაშების ბიზნესი? რამდენი ადამიანი ნადგურდება, ისპობა. ამაზე ვინმე აკეთებს გადაცემებს? მშობლებს უნდა ვუთხრა, თქვენს შვილებს როგორ უშვებთ იქ. კვირა არ გავა, რომ ტაძარში ჩემთან 2 ადამიანი მაინც არ მომიყვანონ კლუბური ნარკოტიკებით ფსიქიკურად განადგურებული.

ამაზე საუბარი არავის არ უნდა. ამაზე არ კეთდება გადაცემები. მინდა მივმართო ჟურნალისტებს, მოდი გააკეთეთ ამაზე გადაცემები. ახალგაზრდები გვეღუპება. მოდი ვიმუშაოთ იმაზე, რომ ამ ახალგაზრდებს სხვა მიმართულება მივცეთ. გვახსოვს "ბასიანი" რომ დაარბიეს, მთელი აქციები მოეწყო. ამ დროს იქ ხალხი იხოცება.

ჩემი მეგობარი სასწრაფოში მუშაობს და პარასკევი, შაბათი, კვირა საავადმყოფოები გადავსებულია ნარკოტიკით მოწამლული ადამიანებით. სახელმწიფო უნდა დადგეს თავის სიმაღლეზე, მშობელმაც უნდა აკოტრიალოს შვილი. შვილებს სასაკლაოზე უშვებენ? ჩვენი ახალგაზრდები მაგარი ნიჭიერი თაობაა, მაგრამ თუ მიმართულებებს არ მივცემთ, ისინი დაიღუპებიან. გუშინ მთელი ღამე არ მეძინა. რომ ნახოთ ის ბავშვი, როგორი დახატულია. მშობლები ლტოლვილები არიან. ამდენი გაჭირვება გაიარეს, შვილი გაზარდეს გაჭირვებით, ჰგონიათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს" - ამბობს სასულიერო პირი "ერთსულოვნების" ეთერში.

ცნობისთვის, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე მოხდა. 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. როგორც სანდო წყარო გვიყვება, ის უგონოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნახეთ ასევე: