ავტორი:

"რაც დამემართა, ეს იყო საოცრება, ყოველდღე ვიმატებდი წონაში. მქონდა სტრესული ფონი" - თამრიკო ჭოხონელიძე დაავადებაზე საუბრობს

"რაც დამემართა, ეს იყო საოცრება, ყოველდღე ვიმატებდი წონაში. მქონდა სტრესული ფონი" - თამრიკო ჭოხონელიძე დაავადებაზე საუბრობს

თამრიკო ჭოხონელიძე საკუთარი დაავადების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაემართა, "მთავარ არხთან“ ინტერვიუში ყვება. მომღერალი ამბობს, რომ წლებია ჰიპოთერიოზს (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ყველაზე ხშირი დარღვევა - ავტ.) ებრძვის, რამაც პირველ რიგში წონის პრობლემა შეუქმნა. იმოქმედა ასევე მეხსიერებაზე და ემოციური გახადა...

"ამ დაავადების შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. წლების წინ, მამას დაემართა ჰიპერთერიოზი და გახდა, ძლიან ვინერვიულეთ მაშინ. რაც დამემართა, ეს იყო საოცრება, ყოველდღე ვიმატებდი წონაში. მქონდა სტრესული ფონი. ხომ ამბობს ზოგი, რომ მეკეტება და ვერ ვჭამ, მე კვებისთვის არ მომიმატია, მაგრამ ხანდახან "ვისუსნებოდი“, მაგრამ არა იმდენს, რომ ორ თვეში 22 კილო მომემატა.

რამდენიმეჯერ მივმართე თერაპევტს... მითხრა, 12 საათზე მიირთვით ერთი სალათის ფურცელი, 2-ზე ხუთი. მე ვუთხარი, პირის ამოსაკერად არ მოვსულვარ, რაღაც მჭირს, ვიმატებ ისე, როგორც არასდროს, არაბუნებრივად - მეთქი. მქონდა ნევროზი, ისე, რომ ყველაფერზე მეტირებოდა. საერთოდ ვცდილობ ხოლმე, რომ ამაღელვებელ მოვლენებს სხვა კუთხით შევხედო, მაგრამ საკუთარ თავს დავცინოდი, მულტფილმებზე, ფილმებზე, მოყოლილ ამბებზე, ყველაფერზე ვტიროდი.

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ჩემს შვილებს ვაყურებინებდი ქართულ ფილმებს. მახსოვს ერთხელ, "მამლუქი“ ვაჩვენე და ფინალზე ისე ვტიროდი, რომ ცრემლები თავისით მომდიოდა. ასევე დამეწყო გულმავიწყობა.

იმ წლებში "ნოკიას“ გასახსნელი აპარატი მაჩუქეს და მახსოვს, რომ ვხსნიდი, იმაზეც კი ვტიროდი ხოლმე. დღეს ვცხოვრობ ამ დაავადებასთან ერთად. სტრესულ ფონს ისიც ემატება, რომ წერეთელზე ვცხოვრობ და ეს არის საშინელება, ორმაგი სტრესი. ძალიან დავიღალე წონაზე ნერვიულობით, შეიძლება ვიღაცამ გითხრას, მოდი, რა, ცოტა დაიკელი, ბოდიში, რა, შენზე მეტად მინდა, რომ დავიკლო. როდესაც სიტუაცია მშვიდდება ხოლმე, ანალიზებიც მწყობრში დგება და მშვენივრად მომყვება წონა".

იხილეთ ასევე: