"ტაბულას" დამფუძნებელი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქში" ისევ მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიანი ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს:
"ორი დღეა “საპატრიარქოს ვიცავ” სტალინისტებისგან ფეიჯზე. დაახლოებით 500 ცალი დავბლოკე.
ვინც ამტკიცებდა, რომ სტალინი გენიოსია, მათ შორის უამრავი პროფესორი აღმოვაჩინე, რომელიც რომელიმე უმაღლესში ასწავლის, უამრავი მასწავლებელი, რომელიც საჯარო სკოლებში ასწავლის…წაშლილი ისტორია, მეხსიერების პოლიტიკა, ორუელი … ფილმივით ვუყურებ.
ისეთებიც კი არიან, ვინც სტალინს თავს ესხმის და საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ამართლებს, ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ ის “საქართველოთი არ ამაყობდა” - რა დაგვიშავა, არ იციან.
არ იციან, რომ სტალინმა მოკლა სულ მცირე 20 ათასი ყველაზე ჭკვიანი ყველაზე ნიჭიერი ქართველი.
გადაასახლა სულ მცირე 100 ათასი ყველაზე ჭკვიანი ქართველის ნათესავი, თანამოაზრე, მეგობარი…
შემდეგ მეორე სამამულო ომში მოკლა 300 ათასი ქართველი.
ომში, რომელიც ქართველების მამულს არ შეხებია.
ენერგია გამიზარდა ამ ფსიქოპატიამ.
“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” - წარმოუდგენელია ამ საზოგადოებამ კეთილდღეობაში იცხოვროს, თუ წაშლილი ისტორია არ აღვადგინეთ და ხალხს არ გავაგებინეთ მკაფიოდ, საიდან მოვდივართ.
ამიტომაა "ევროპული საქართველოს" კამპანია ისტორიულ მემკვიდრეობა ზესასიცოცხლოდ აუცილებელი".
იხილეთ ასევე:
ქალო, გადადი მედიკამენტურ მკურნალობაზე, გიშველის....
მსოფლიოს ერთ ერთი ძლევამოსილი და კაციჭამია დამპყრობელი თემურ ლენგი,შარაგზის ყაჩაღი იყო ბარლასების მონღოლური ტომიდან,რომელიც თემურის დაბადებისას თანამედროვე უზბეკეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.თვითონ თემურმა მამიმისიც არ იცოდა მგონი ზუსტად ვინ იყო,შემდგომში კი შექმნა ლეგენდა რომ "მითომ" ჩინგიზ ხანის ჩამომავალი იყო.შექმნა უძლირესი სახელმწიფო,გააუბედურა,მოკლა და აწამა უამრავი ადამიანი. სტალინი,რომელიც დედამისს მჯვდლად კნდოდა.სემინარიაში მიაბარა მაგრამ სემინარიის წლებიდანთე გასაგები იყო,რომ მისგან ღვთისმოსავი მღვდელი არ დადგებოდა.დღეს ვისაც მასებზე,სტალინის სასარგებლოდ გავლენის მოხდენა უნდა,მას როგორც ქრისტიანს ისე წარმოაჩენს.ამავე დროს მის მიერ ბანკების ძარცვასა და სხვა კრიმინალურ ქმედებებს,როგორც დიდ სიქველეს ისე განიხილავს სხვა გარემოებაში....პატრიოტმა,ზნეობრივმა და ადეკვატურიმა პიროვნებამ 100 წელზე მეტი ხნის წინ მოგვიწოდა წარსულში ზედმეტად ნუ ჩაეფლობითო.რა თქმა თნდა მსტალინის პიროვნებით მანიპულირება ხელს აძლევს ჩვენი ქვეყნის მტრებს...