ვლადიმერ პუტინმა რუსეთში კვერცხის გაიაფების პირობა დადო, - ამის შესახებ ხაბაროვსკში ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა. პუტინმა აღიარა, რომ მთავრობამ დროულად არ გახსნა ქათმის კვერცხის იმპორტი, რის გამოც "ფასები გაიზარდა“. მანამდე პრეზიდენტმა რუსებს ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდება მთავრობის ზომების ამოქმედებასთან ერთად.
დეკემბრის ბოლოს ვიცე-პრემიერმა ვიქტორია აბრამჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთში კვერცხის დეფიციტია და ფასი ახალი წლის შემდეგ დასტაბილურდებოდა. მისივე თქმით, მსგავსი სიტუაცია იყო პანდემიის დროს წიწიბურასა და შაქარზე.
მანამდე ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დაავალა ვიტებსკის ბროილერების მეფრინველეობის ფერმას ქათმის კვერცხები რუსეთს გაუზიარონ. სახელმწიფოს მეთაურმა ქარხნის გენერალურ დირექტორთან პროდუქციის ხელმისაწვდომობა შეამოწმა და მეზობელ სახელმწიფოში მათი "გატანა“ ბრძანა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერის შუა რიცხვებში რუსეთში ქათმის კვერცხის ფასი საგრძნობლად გაიზარდა - ბოლო ორ თვეში პროდუქტი 30%-ით გაძვირდა. Rosstat-ის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქათმის კვერცხის საშუალო საცალო ფასი 36,5%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის დეკემბრიდან - 42%-ით.
წაიკითხეთ ასევე:
მალე თვითონ დაიწყებს კვერცხის დადებას და ასე დაეხმარება უძლეველ იმპერიას.
რუსეთში ათი ცალი ქათმის კვერცხის საშუალო ფასი 42-დან 58 რუბლამდეა (1,26-დან 1,74 ლარი).
ანუ ერთი ცალი კვერცხი დაახლოებით 12.6-17,4 თეთრი ღირს...
ზოგადი ინფორმაციისათვის, რუსეთში:
- საშუალო ხელფასია 56 280 რუბლი, ანუ 2 742 ლარი;
- საშუალო პენსიაა 18 984 რუბლი, ანუ 925 ლარი.
დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ.
პ.ს. იმედი მაქვს, რომ რუსეთუმობას არ დამაბრალებთ, მაგრამ მოგვწონს თუ არა, გვინდა თუ არა სიმართლე ეს არის.