პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამლაგებელი თაგვი უელსიდან - შეიძლება თვალებს არ დაუჯეროთ: ვიდეო, რომელშიც ჩანს მღრღნელი, რომელიც 75 წლის მამაკაცის ფარდულს ალაგებს
დამლაგებელი თაგვი უელსიდან - შეიძლება თვალებს არ დაუჯეროთ: ვიდეო, რომელშიც ჩანს მღრღნელი, რომელიც 75 წლის მამაკაცის ფარდულს ალაგებს

თაგ­ვი 75 წლის უელ­სე­ლი მა­მა­კა­ცის ფარ­დულს 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ყო­ველ ღამე სტუმ­რობ­და და­სა­ლა­გებ­ლად. მისი ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა კი ღა­მის ხედ­ვის კა­მე­რამ გა­და­ი­ღო.

ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ფო­ტოგ­რაფ­მა როდ­ნი ჰოლბ­რუკ­მა შე­ნიშ­ნა, რომ მა­გი­და­ზე უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი მე­ო­რე დი­ლით ამო­უც­ნო­ბი ძა­ლით ისევ კუთ­ვნილ ად­გილ­ზე ბრუნ­დე­ბო­და. ჰოლბ­რუკ­მა გა­და­წყვი­ტა, ფარ­დულ­ში ღა­მის ხედ­ვის კა­მე­რა ჩარ­თუ­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რათა გა­ერ­კვია, რაში იყო საქ­მე.

75 წლის მა­მა­კა­ცი ამ გა­სა­ო­ცა­რი ამ­ბის შე­სა­ხებ BBC-ის ესა­უბ­რა:

"ეს თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. მე მას უელ­სე­ლი დამ­ლა­გე­ბე­ლი თაგ­ვიც კი შე­ვარ­ქვი. თავ­და­პირ­ვე­ლად შევ­ნიშ­ნე, რომ საკ­ვე­ბი, რა­საც ჩი­ტე­ბის­თვის ვტო­ვებ­დი, დი­ლით ძველ ფეხ­საც­მე­ლებ­ში მხვდე­ბო­და, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ კა­მე­რის და­ყე­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტე".

ღა­მის ხედ­ვის კად­რებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია მღრღნე­ლი, რო­მე­ლიც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აგ­რო­ვებს ბოთ­ლე­ბის სა­ცო­ბებს, თხილს და ჭან­ჭი­კებს და ჰოლბ­რუ­კის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე მო­თავ­სე­ბულ ყუთ­ში აწყობს. ჰოლბ­რუკ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტიც ჩა­ა­ტა­რა და სხვა­დას­ხვა სა­ხის ნივ­თე­ბი მი­მო­ფან­ტა მა­გი­და­ზე, რათა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა, მა­თაც შე­ი­ნა­ხავ­და თუ არა თაგ­ვი სა­თავ­სო­ში. პა­ტა­რა მღრღნე­ლი მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და და ნივ­თებს თავ­და­უ­ზო­გა­ვად ალა­გებ­და.

"როცა და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ალა­გებ­და თაგ­ვი ჩემს ფარ­დულს, თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი",- აცხა­დებს გა­ოგ­ნე­ბუ­ლი როდ­ნი ჰოლბ­რუ­კი.

"უამ­რა­ვი სა­ხის ნივ­თე­ბი მიჰ­ქონ­და სა­თავ­სო­ში. პლასტმა­სის ნა­წი­ლე­ბი, თხი­ლე­ბი, ჭან­ჭი­კე­ბი. ახლა ფარ­დუ­ლის და­სა­ლა­გებ­ლად თავს აღარც კი ვი­წუ­ხებ, რად­გან მისი იმე­დი მაქვს. ნივ­თებს გა­რეთ ვტო­ვებ, რად­გან ვიცი, რომ დი­ლით ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლი დამ­ხვდე­ბა",- მხი­ა­რუ­ლად დას­ძი­ნა ფო­ტოგ­რაფ­მა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
1

ალაგებს არა იხვის ტოლმა. გაბერილი რომაა ვერ ხედავთ? მშობიარობისთვის ემზადება და ბუნაგს იკეთებს

სვანსკი
0

ყოჩაღ წრუწუნ,მაგრამ ფისომ არ დაგითრიოს, თორემ ,,ნიახური ხომ არა ხარ მეორეჯერ მოხვიდე,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

დამლაგებელი თაგვი უელსიდან - შეიძლება თვალებს არ დაუჯეროთ: ვიდეო, რომელშიც ჩანს მღრღნელი, რომელიც 75 წლის მამაკაცის ფარდულს ალაგებს

დამლაგებელი თაგვი უელსიდან - შეიძლება თვალებს არ დაუჯეროთ: ვიდეო, რომელშიც ჩანს მღრღნელი, რომელიც 75 წლის მამაკაცის ფარდულს ალაგებს

თაგვი 75 წლის უელსელი მამაკაცის ფარდულს 2 თვის განმავლობაში თითქმის ყოველ ღამე სტუმრობდა დასალაგებლად. მისი ყოველდღიური რუტინა კი ღამის ხედვის კამერამ გადაიღო.

ველური ბუნების ფოტოგრაფმა როდნი ჰოლბრუკმა შენიშნა, რომ მაგიდაზე უყურადღებოდ დატოვებული ნივთები მეორე დილით ამოუცნობი ძალით ისევ კუთვნილ ადგილზე ბრუნდებოდა. ჰოლბრუკმა გადაწყვიტა, ფარდულში ღამის ხედვის კამერა ჩართული დაეტოვებინა, რათა გაერკვია, რაში იყო საქმე.

<iframe width="620" height="349" src="https://www.youtube.com/embed/jLDPzQ42kws" title="Mouse filmed tidying up man&#39;s shed every night" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

75 წლის მამაკაცი ამ გასაოცარი ამბის შესახებ BBC-ის ესაუბრა:

"ეს თვეების განმავლობაში გაგრძელდა. მე მას უელსელი დამლაგებელი თაგვიც კი შევარქვი. თავდაპირველად შევნიშნე, რომ საკვები, რასაც ჩიტებისთვის ვტოვებდი, დილით ძველ ფეხსაცმელებში მხვდებოდა, ამ ყველაფრის შემდეგ კამერის დაყენება გადავწყვიტე".

ღამის ხედვის კადრებში ნაჩვენებია მღრღნელი, რომელიც კეთილსინდისიერად აგროვებს ბოთლების საცობებს, თხილს და ჭანჭიკებს და ჰოლბრუკის სამუშაო მაგიდაზე მოთავსებულ ყუთში აწყობს. ჰოლბრუკმა ექსპერიმენტიც ჩაატარა და სხვადასხვა სახის ნივთები მიმოფანტა მაგიდაზე, რათა შეემოწმებინა, მათაც შეინახავდა თუ არა თაგვი სათავსოში. პატარა მღრღნელი მისიის შესასრულებლად ყველაფერს აკეთებდა და ნივთებს თავდაუზოგავად ალაგებდა.

"როცა დავინახე, როგორ ალაგებდა თაგვი ჩემს ფარდულს, თვალებს არ ვუჯერებდი",- აცხადებს გაოგნებული როდნი ჰოლბრუკი.

"უამრავი სახის ნივთები მიჰქონდა სათავსოში. პლასტმასის ნაწილები, თხილები, ჭანჭიკები. ახლა ფარდულის დასალაგებლად თავს აღარც კი ვიწუხებ, რადგან მისი იმედი მაქვს. ნივთებს გარეთ ვტოვებ, რადგან ვიცი, რომ დილით ყველაფერი დალაგებული დამხვდება",- მხიარულად დასძინა ფოტოგრაფმა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა