დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიევზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა. უკრაინული მედიის თანახმად, რაკეტის ნამსხვრევები დედაქალაქის შემდეგ ოლქებში ჩამოვარდა: პეჩერსკი, ობოლონსკი, ჰოლოსიევსკი და სვიატოშინსკი.
სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 41-ზე მეტი დაიჭრა უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქ ხარკოვზე თავდასხმების შედეგად - ინფორმაციას ქალაქის სამხედრო ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ უკრაინის სამხედრო ძალებიც. "კიევი - დარჩით თავშესაფრებში. ბევრი რაკეტა მიემართება თქვენი მიმართულებით“, - ნათქვამია Telegram-ზე.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კი, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. დედაქალაქის 5 რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი" გაუშვეს.
ამ დროისთვის კიევის მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება.
უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო, პოლონეთმა F-16-ები ააფრინა, - ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
"პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ორი F-16-ის ტიპის გამანადგურებელი ცაში აფრინდა“, - ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
მჯერა, ქართველთა დიდი ნაწილის სათქმელი თქვა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რობერტ კენედიმ: "მძულს. რუსეთის სასტიკი და სისხლიანი აგრესია, რომელშიც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენმა /ამერიკის/ მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაციებით, რომლებიც მიმდინარეობს 1990-იანი წლებიდან. ჩვენ რუსეთი რაკეტებითა და სამხედრო ბაზებით შემოვსაზღვრეთ. ანალოგიური რამ რუსებს რომ ჩაედინათ, ჩვენ /ამერიკელები/ ხომ ამას ვერასდროს შევეგუებოდით. უკრაინა კი მხოლოდ პაიკია პოლიტიკურ დაფაზე."
ერთი ეკვიანი არ არსებობს ამ დედამიწაზე, რომ როგორმე დააზავოს ეს ორი ქვეყანა? ამისიცსურვილი არავის აქვს? რა უქნეს უკრაინას? დახოცეს უდანაშაულო ხალხი და სეირს უყურებენ. სანამ სისხლი არ დაიღვარა , მანამ ვერ გაჩერდნენ ჩვენი მბრძანებლები. სულ უჩიჩხინებდნენ ორივე მხატეს და ფაქტიც სახეზეა. საშინელება ხდება და დასრულებას პირი არცუჩანს