მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 რჩევა, როგორ გავიყვანოთ დრო ფრენისას
5 რჩევა, როგორ გავიყვანოთ დრო ფრენისას

მოგ­ზა­უ­რო­ბა ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის გან­ტვირ­თვის, დას­ვე­ნე­ბი­სა და ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, თუმ­ცა ფრე­ნის პრო­ცე­სი ცოტა დამ­ღლე­ლი და მო­სა­წყე­ნია ხოლ­მე, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ 4 სა­ათს და მეტ ხანს გრძელ­დე­ბა.

რო­გორ გა­ვიყ­ვა­ნოთ დრო ფრე­ნი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ თვითმფრი­ნავ­ში და­ძი­ნე­ბა გვი­ჭირს?

გთა­ვა­ზობთ 5 პრაქ­ტი­კულ რე­კო­მენ­და­ცი­ას:

1. ფრე­ნის წინ გა­ნა­ახ­ლეთ თქვე­ნი Play list-ი

როცა ფრე­ნა დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა, ერთი და იგი­ვე მუ­სი­კის მოს­მე­ნა შე­იძ­ლე­ბა, მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი იყოს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ თან სხვა თავ­შე­საქ­ცე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ გაქვთ, იქ­ნე­ბა ეს წიგ­ნი, თა­მა­ში და სხვა არ არ იცით, დრო რო­გორ გა­იყ­ვა­ნოთ. სწო­რედ ამი­ტომ გირ­ჩევთ, წი­ნას­წარ და­ი­ჭი­როთ თა­და­რი­გი და გა­და­ხე­დოთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ებს, ჩა­მოტვირ­თოთ თქვენ­თვის აქამ­დე უც­ნო­ბი მუ­სი­კო­სე­ბის ალ­ბო­მე­ბი და გზა­ში ასე შე­იქ­ცი­ოთ თავი.

მა­გა­ლი­თის­თვის, გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე შემ­სრუ­ლე­ბელს:

მისი ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა დროს სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­გა­ტა­რე­ბი­ნებთ, იქ­ნებ შემ­დეგ ენის შეს­წავ­ლაც გა­და­წყვი­ტოთ?

Iron and Wine ამე­რი­კე­ლი ფოლკ-რო­კის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, რომ­ლის რო­მე­ლი­მე სიმ­ღე­რა აუ­ცი­ლებ­ლად გექ­ნე­ბათ მოს­მე­ნი­ლი ან ყურ­მოკ­რუ­ლი მა­ინც. ახლა კი გირ­ჩევთ, ფრე­ნამ­დე მისი 6 ალ­ბო­მი­დან რო­მე­ლი­მე მა­ინც ჩა­მოტვირ­თოთ.

თუ კლუ­ბუ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ, Folamour-ი თქვე­ნი აღ­მო­ჩე­ნა გახ­დე­ბა.

ფრან­გი DJ-ისა პრო­დი­უ­სე­რის სა­უ­ცხოო მუ­სი­კა და­გეხ­მა­რე­ბათ, მოგ­ზა­უ­რო­ბის წინ სა­სი­ა­მოვ­ნო გან­წყო­ბა შე­იქ­მნათ და ემო­ცი­ე­ბით შე­ივ­სოთ.

თუ მა­ინც თვითმფრი­ნავ­ში გა­მო­ძი­ნე­ბას, რა­ი­მე სა­სი­ა­მოვ­ნო­ზე ფიქ­რს ან უბ­რა­ლოდ მშვი­დი გან­წყო­ბის შექ­მნას აპი­რებთ, გირ­ჩევთ, ამ შემ­სრუ­ლებ­ლებს მო­უს­მი­ნოთ.

2. თან წა­ი­ღეთ რო­მა­ნი/მო­თხრო­ბა, რომ­ლის წა­კი­თხვაც დიდი ხა­ნია გსურთ, მაგ­რამ ვერ ახერ­ხებთ

თუ ყვე­ლა სა­სურ­ვე­ლი რო­მა­ნი უკვე წა­კი­თხუ­ლი გაქვთ, მა­შინ ჩვენ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ რამ­დე­ნი­მე წიგნს, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რად სა­მოგ­ზა­უ­რო, თხელყდი­ან ფორ­მატ­ში­ცაა გა­მო­ცე­მუ­ლი და ჯი­ბი­თაც კომ­ფორ­ტუ­ლად წა­ი­ღებთ თან:

სე­რია აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა დროს მოღ­ვა­წე კლა­სი­კო­სე­ბის მო­თხრო­ბებს, რო­მელ­თა წა­კი­თხვაც არას­დრო­საა გვი­ან. ავ­ტო­რებს შო­რი­საა რი­უ­ნოს­კე აკუ­ტა­გა­ვა, ლავ­კრაფ­ტი, ლევ ტოლსტოი, ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­სკი, გი დე მო­პა­სა­ნი, ო. ჰენ­რი, ოს­კარ უა­ილ­დი, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და სხვა.

გირ­ჩევთ, ამ ფორ­მა­ტის წიგ­ნე­ბი­დან ორი მა­ინც შე­არ­ჩი­ოთ და ერთი გაფ­რე­ნის, მე­ო­რე კი - ჩა­მოფ­რე­ნის­თვის ძა­ლი­ან გა­მო­გად­გე­ბათ. დროს სა­ინ­ტე­რე­სოდ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რა­დაც გა­იყ­ვანთ.

გრძელ გზა­ზე მგზავ­რო­ბი­სას თან გა­ი­ყო­ლეთ კო­ლინ ჰუ­ვე­რის რო­მა­ნი „ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა ჩვე­ნით“ ან მეთ ჰა­ი­გის „შუ­ა­ღა­მის ბიბ­ლი­ო­თე­კა“.

„ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა ჩვე­ნით“ მოგ­ვი­თხრობს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც თა­ვი­დან უნდა და­ი­წყოს ცხოვ­რე­ბა. წიგნ­ში ბევრ პა­რა­ლელს იპო­ვით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და აქ დას­მუ­ლი სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბი თქვენს ინ­ტე­რესს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს.

მეთ ჰა­ი­გის „შუ­ა­ღა­მის ბიბ­ლი­ო­თე­კა“ კი და­გა­ფიქ­რებთ იმა­ზე, რომ მცი­რე სი­კე­თე­საც კი შე­იძ­ლე­ბა, დიდი შე­დე­გი მოჰ­ყვეს. რო­მან­ში აღ­წე­რი­ლია 35 წლის ხელ­მო­ცა­რუ­ლი ბე­დფორ­დე­ლი მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლის ნო­რას ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ემო­ცი­ე­ბი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე.

ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რის ეს წიგ­ნი ეხე­ბა ცვლი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა ხოლ­მე გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა ზო­გი­ერ­თი ჩვენ­გა­ნის­თვის დას­ვე­ნე­ბას­თან ნაკ­ლე­ბად ასო­ცირ­დე­ბა, ამ წიგნს ორ სა­ათ­ში მარ­ტი­ვად წა­ი­კი­თხავთ და სა­ინ­ტე­რე­სო დას­კვნებ­საც გა­მო­ი­ტანთ.

დე­ტექ­ტი­ვე­ბის კი­თხვა ხომ გარ­თო­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, ამი­ტომ ფრე­ნამ­დე თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რეთ და სპე­ცი­ა­ლუ­რად სამ­გზავ­როდ გა­მო­ცე­მუ­ლი ჯი­ბის წიგ­ნე­ბი შე­ი­ძი­ნეთ.

ჯი­ბის დე­ტექ­ტი­ვის სე­რია აერ­თი­ა­ნებს შემ­დეგ წიგ­ნებს: გილ­ბერტ კით ჩეს­ტერ­ტო­ნი - „მამა ბრა­უ­ნის სკან­და­ლუ­რი ამ­ბა­ვი“; რე­ი­მონ ჩენდლე­რი - „მშვი­დო­ბით ჩემო საყ­ვა­რე­ლო“; დო­რო­თი ლ. სე­ი­ერ­სი - „არა­ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი“; ნაიო მარ­ში - „მკვლე­ლო, სცე­ნა­ზე!“ და სხვა.

თუ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებთ თვალს, მა­შინ ამ სა­ინ­ტე­რე­სო რო­მან­საც უნდა გა­ეც­ნოთ. წიგ­ნი მოგ­ვი­თხრობს ძვე­ლი კა­რა­დის უჯრებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი 12 ნივ­თის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი გმი­რის ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებს აღ­ნიშ­ნავს.

სა­ლო­მე ბე­ნი­ძე კი­დევ ერთი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რია, რომ­ლის სა­დე­ბი­უ­ტო წიგ­ნი „ქა­ლა­ქი წყალ­ზე“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. წიგნ­ში აღ­წე­რი­ლი ის­ტო­რია ეხე­ბა შვიდ ქალს, რო­მელ­საც ერ­თმა­ნეთ­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო, თუმ­ცა მა­ინც უამ­რა­ვი რამ აკავ­ში­რებთ. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ე­ბი კი შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია.

3. მო­უს­მი­ნე აუ­დიო წიგ­ნებს

ქარ­თულ ენა­ზე არა­ერ­თი აუ­დიო წიგ­ნია გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა მოს­მე­ნაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბი­სას შე­გიძ­ლი­ათ.

მა­გა­ლი­თის­თვის, მიჰ­ყე­ვით ბმულს და გა­ე­ცა­ნით მათ ჩა­მო­ნათ­ვალს.

4. ჩა­მოტვირ­თეთ საყ­ვა­რე­ლი გა­და­ცე­მის უც­ნო­ბი ეპი­ზო­დე­ბი

რო­გორც წესი, თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თუ­ლი გა­და­ცე­მა Youtube პლატ­ფორ­მა­ზე თავ­სდე­ბა და შემ­დეგ მისი ჩა­მოტვირ­თვი­სა და უინ­ტერ­ნე­ტოდ ყუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, ამი­ტომ შე­გიძ­ლია, წი­ნას­წარ და­ი­ჭი­როთ თა­და­რი­გი და დრო მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ტა­როთ. მა­გა­ლი­თის­თვის შე­გიძ­ლი­ათ, კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­და­ცე­მებს უყუ­როთ.

5. უყუ­რეთ ქარ­თულ სე­რი­ა­ლებს

ასე­ვე Youtube პლატ­ფორ­მა­ზე შე­გიძ­ლი­ათ, ჩა­მოტვირ­თოთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი და ფრე­ნი­სას დრო მათ ყუ­რე­ბა­ში გა­ა­ტა­როთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პლატ­ფორ­მა­ზე ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის ნა­წი­ლიც არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

R

ავტორი:

5 რჩევა, როგორ გავიყვანოთ დრო ფრენისას

5 რჩევა, როგორ გავიყვანოთ დრო ფრენისას

მოგზაურობა ბევრი ჩვენგანისთვის განტვირთვის, დასვენებისა და ახალი აღმოჩენების გაკეთების საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ფრენის პროცესი ცოტა დამღლელი და მოსაწყენია ხოლმე, განსაკუთრებით თუ 4 საათს და მეტ ხანს გრძელდება.

როგორ გავიყვანოთ დრო ფრენისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვითმფრინავში დაძინება გვიჭირს?

გთავაზობთ 5 პრაქტიკულ რეკომენდაციას:

1. ფრენის წინ განაახლეთ თქვენი Play list-ი

როცა ფრენა დიდხანს გრძელდება, ერთი და იგივე მუსიკის მოსმენა შეიძლება, მოსაბეზრებელი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თან სხვა თავშესაქცევი საშუალებები არ გაქვთ, იქნება ეს წიგნი, თამაში და სხვა არ არ იცით, დრო როგორ გაიყვანოთ. სწორედ ამიტომ გირჩევთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი და გადახედოთ თქვენი საყვარელი შემსრულებლების კომპოზიციებს, ჩამოტვირთოთ თქვენთვის აქამდე უცნობი მუსიკოსების ალბომები და გზაში ასე შეიქციოთ თავი.

მაგალითისთვის, გთავაზობთ რამდენიმე შემსრულებელს:

მისი ფრანგულენოვანი შემოქმედება დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ, იქნებ შემდეგ ენის შესწავლაც გადაწყვიტოთ?

Iron and Wine ამერიკელი ფოლკ-როკის შემსრულებელია, რომლის რომელიმე სიმღერა აუცილებლად გექნებათ მოსმენილი ან ყურმოკრული მაინც. ახლა კი გირჩევთ, ფრენამდე მისი 6 ალბომიდან რომელიმე მაინც ჩამოტვირთოთ.

თუ კლუბური მუსიკის მოყვარული ხართ, Folamour-ი თქვენი აღმოჩენა გახდება.

ფრანგი DJ-ისა პროდიუსერის საუცხოო მუსიკა დაგეხმარებათ, მოგზაურობის წინ სასიამოვნო განწყობა შეიქმნათ და ემოციებით შეივსოთ.

თუ მაინც თვითმფრინავში გამოძინებას, რაიმე სასიამოვნოზე ფიქრს ან უბრალოდ მშვიდი განწყობის შექმნას აპირებთ, გირჩევთ, ამ შემსრულებლებს მოუსმინოთ.

2. თან წაიღეთ რომანი/მოთხრობა, რომლის წაკითხვაც დიდი ხანია გსურთ, მაგრამ ვერ ახერხებთ

თუ ყველა სასურველი რომანი უკვე წაკითხული გაქვთ, მაშინ ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე წიგნს, რომელიც ერთგვარად სამოგზაურო, თხელყდიან ფორმატშიცაა გამოცემული და ჯიბითაც კომფორტულად წაიღებთ თან:

სერია აერთიანებს სხვადასხვა დროს მოღვაწე კლასიკოსების მოთხრობებს, რომელთა წაკითხვაც არასდროსაა გვიან. ავტორებს შორისაა რიუნოსკე აკუტაგავა, ლავკრაფტი, ლევ ტოლსტოი, ფიოდორ დოსტოევსკი, გი დე მოპასანი, ო. ჰენრი, ოსკარ უაილდი, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე და სხვა.

გირჩევთ, ამ ფორმატის წიგნებიდან ორი მაინც შეარჩიოთ და ერთი გაფრენის, მეორე კი - ჩამოფრენისთვის ძალიან გამოგადგებათ. დროს საინტერესოდ და ინტელექტუალურადაც გაიყვანთ.

გრძელ გზაზე მგზავრობისას თან გაიყოლეთ კოლინ ჰუვერის რომანი „ყველაფერი იწყება ჩვენით“ ან მეთ ჰაიგის „შუაღამის ბიბლიოთეკა“.

„ყველაფერი იწყება ჩვენით“ მოგვითხრობს ძალადობის მსხვერპლი ქალის შესახებ, რომელმაც თავიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება. წიგნში ბევრ პარალელს იპოვით ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებითაც და აქ დასმული სწორი აქცენტები თქვენს ინტერესს აუცილებლად გამოიწვევს.

მეთ ჰაიგის „შუაღამის ბიბლიოთეკა“ კი დაგაფიქრებთ იმაზე, რომ მცირე სიკეთესაც კი შეიძლება, დიდი შედეგი მოჰყვეს. რომანში აღწერილია 35 წლის ხელმოცარული ბედფორდელი მუსიკის მასწავლებლის ნორას ამბავი, რომელიც ემოციებითა და მოულოდნელობებით არის სავსე.

ცნობილი ავტორის ეს წიგნი ეხება ცვლილებებს, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება ხოლმე განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული ლიტერატურის კითხვა ზოგიერთი ჩვენგანისთვის დასვენებასთან ნაკლებად ასოცირდება, ამ წიგნს ორ საათში მარტივად წაიკითხავთ და საინტერესო დასკვნებსაც გამოიტანთ.

დეტექტივების კითხვა ხომ გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ ფრენამდე თადარიგი დაიჭირეთ და სპეციალურად სამგზავროდ გამოცემული ჯიბის წიგნები შეიძინეთ.

ჯიბის დეტექტივის სერია აერთიანებს შემდეგ წიგნებს: გილბერტ კით ჩესტერტონი - „მამა ბრაუნის სკანდალური ამბავი“; რეიმონ ჩენდლერი - „მშვიდობით ჩემო საყვარელო“; დოროთი ლ. სეიერსი - „არაბუნებრივი სიკვდილი“; ნაიო მარში - „მკვლელო, სცენაზე!“ და სხვა.

თუ თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედებას აქტიურად ადევნებთ თვალს, მაშინ ამ საინტერესო რომანსაც უნდა გაეცნოთ. წიგნი მოგვითხრობს ძველი კარადის უჯრებში აღმოჩენილი 12 ნივთის შესახებ, რომელიც მთავარი გმირის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს აღნიშნავს.

სალომე ბენიძე კიდევ ერთი თანამედროვე ავტორია, რომლის სადებიუტო წიგნი „ქალაქი წყალზე“ წარმატებული აღმოჩნდა. წიგნში აღწერილი ისტორია ეხება შვიდ ქალს, რომელსაც ერთმანეთთან არაფერი აქვს საერთო, თუმცა მაინც უამრავი რამ აკავშირებთ. მათი სიყვარულის ისტორიები კი შთამაგონებელია.

3. მოუსმინე აუდიო წიგნებს

ქართულ ენაზე არაერთი აუდიო წიგნია გახმოვანებული, რომელთა მოსმენაც რამდენიმე საათიანი მგზავრობისას შეგიძლიათ.

მაგალითისთვის, მიჰყევით ბმულს და გაეცანით მათ ჩამონათვალს.

4. ჩამოტვირთეთ საყვარელი გადაცემის უცნობი ეპიზოდები

როგორც წესი, თითქმის ყველა ქართული გადაცემა Youtube პლატფორმაზე თავსდება და შემდეგ მისი ჩამოტვირთვისა და უინტერნეტოდ ყურების შესაძლებლობა გვაქვს, ამიტომ შეგიძლია, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი და დრო მხიარულად გაატაროთ. მაგალითისთვის შეგიძლიათ, კულინარიულ გადაცემებს უყუროთ.

5. უყურეთ ქართულ სერიალებს

ასევე Youtube პლატფორმაზე შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ თქვენთვის საინტერესო ქართული სერიალები და ფრენისას დრო მათ ყურებაში გაატაროთ. აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე ძველი ქართული ფილმების ნაწილიც არის განთავსებული.

R