პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ: რჩევები თამარ გაგოშიძისგან - "ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოდიან ამ პრობლემით"
რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ: რჩევები თამარ გაგოშიძისგან - "ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოდიან ამ პრობლემით"

"რა­ტომ უჭირთ ბავ­შვებს წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბა და რო­გორ უნდა და­ვეხ­მა­როთ ბავ­შვს სწავ­ლის პრო­ცეს­ში" - პრობ­ლე­მა­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რავ მშო­ბელს აწუ­ხებს, ნეიროფ­სი­ქო­ლო­გი თა­მარ გა­გო­ში­ძე სა­უბ­რობს.

  • მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კვლავ გა­ჯე­ტე­ბი­დან მო­დის, რო­მელ­საც კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ უწე­ვენ სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი და წიგ­ნე­ბი.

"ბოლო დროს ყვე­ლა­ზე ხში­რად მო­დი­ან ბავ­შვე­ბი, ვი­საც უჭირთ სწავ­ლა. უც­ნა­უ­რია, ხომ? ძა­ლი­ან ბევ­რი რამ კეთ­დე­ბა სკო­ლა­ში, მაგ­რამ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რია, როცა ბავ­შვე­ბი მო­დი­ან, ვი­საც უჭირთ წერა, კი­თხვა, მა­თე­მა­ტი­კა. არის ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, როცა ბავ­შვს ქარ­თუ­ლად კი­თხვა უჭირს და ინ­გლი­სუ­რად - არა. ეს კი­დევ უცხო ფე­ნო­მე­ნია. სკო­ლა შენ გჭირ­დე­ბა იმი­ტომ, რომ მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დო და მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა წერა-კი­თხვის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს.

როცა ბავ­შვი ხე­დავს, რომ მისი ყვე­ლა თა­ნა­ტო­ლი ამ რა­ღა­ცას (კი­თხვას) მარ­ტი­ვად აკე­თებს და თა­ვად ვერ აკე­თებს, ხდე­ბა პი­როვ­ნე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა. როცა ბავ­შვს უჭირს წერა-კი­თხვა, ამას ვე­ძა­ხით დას­წავ­ლის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბას. ყვე­ლას შე­უძ­ლია სწავ­ლა, მაგ­რამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დას­წავ­ლის პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერთს ჰქონ­დეს. ასეთ ბავ­შვებს ინ­ტე­ლექ­ტი მა­ღა­ლი აქვს და როცა ხე­და­ვენ, რომ რა­ღაც ელე­მენ­ტა­რულს ვერ აკე­თე­ბენ, ეს არის მათი გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მაქ­სი­მუ­მი.

ამე­რი­კა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის 20% -ს უჭირს დას­წავ­ლა. ეს არის კი­თხვა, წერა, მა­თე­მა­ტი­კა ოღონდ კი­თხვა არის ყვე­ლა­ზე მეტ პრო­ცენ­ტში პრობ­ლე­მა. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო წლებ­ში წა­მო­ი­წია პრობ­ლე­მამ, როცა ბავ­შვი უკეთ სა­უბ­რობს და კი­თხუ­ლობს ინ­გლი­სუ­რად, ვიდ­რე - ქარ­თუ­ლად. რა­ტომ? ინ­გლი­სურ ენის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბაა. ბავ­შვს 6 წლი­დან გა­ჯე­ტი უჭი­რავს, ყვე­ლა­ფე­რი შე­მო­დის ინ­გლი­სურ ენა­ზე. გან­წყო­ბა მოზ­რდი­ლე­ბი­საც არის ისე­თი, რომ ეს ჩვე­ნი ენა რე­ა­ლუ­რად არა­ფერ­ში გჭირ­დე­ბა და 3 წლი­დან ბავ­შვებს ას­წავ­ლი­ან ინ­გლი­სურ ენას.

რა­ტომ არის ეს ცუდი? - ჩვე­ნი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა არის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი. ის ისე სწრა­ფად არ იც­ვლე­ბა, რო­გორც ჩვე­ნი გა­რე­მო. ჩვე­ნი ტვი­ნი ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ მარ­ცხე­ნა ჰე­მის­ფე­რო არის ენის ჰე­მის­ფე­რო, ანუ ბავ­შვის მარ­ცხე­ნა ჰე­მის­ფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას მიჰ­ყვე­ბა ენის გან­ვი­თა­რე­ბა. ეს ხდე­ბა სამ წლამ­დე. მარ­ჯვე­ნა ჰე­მის­ფე­რო არ არის ენის ჰე­მის­ფე­რო. ის არის არა­ვერ­ბა­ლუ­რი და არა­სი­ტყვი­ე­რი ჰე­მის­ფე­რო. მაგ­რამ ჩვე­ნი ნერ­ვი­უ­ლი სის­ტე­მა ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ ორი­ვე ჰე­მის­ფე­რო მო­ნა­წი­ლე­ობს ენის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მა­გა­ლი­თად, ჩვენ უცხო ენა­ზე სა­უ­ბარს მარ­ჯვე­ნა ჰე­მის­ფე­რო­თი ვე­უფ­ლე­ბით და სა­კუ­თარ­ზე - მარ­ცხე­ნა­თი. კი­თხვა­საც ასე ვე­უფ­ლე­ბით. ახლა რა­შია პრობ­ლე­მა - მე რომ 6 თვი­დან ვუ­ყუ­რებ გა­ჯე­ტებს, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო ბრჭყვი­ა­ლაა, ამ დროს ჩემი მარ­ჯვე­ნა ჰე­მის­ფე­რო ვი­თარ­დე­ბა... იმის­თვის, რომ მარ­ცხე­ნა ჰე­მის­ფე­რო (ენის გან­ვი­თა­რე­ბა) გან­ვი­თარ­დეს, სა­ჭი­როა ცო­ცხა­ლი ენა, ოჯახ­ში და სკო­ლა­ში მოს­მე­ნი­ლი და გა­გო­ნი­ლის ათ­ვი­სე­ბა. შე­დე­გად რა გვაქვს? - მარ­ცხე­ნა ჰე­მის­ფე­რო კარ­გად ვერ ვი­თარ­დე­ბა. ჩვენ ვე­ძა­ხით ენის იმი­ტა­ცი­ას, როცა მარ­ჯვე­ნა ჰე­მის­ფე­რო­თი იწყებს ბავ­შვი ენის გან­ვი­თა­რე­ბას. რა ხდე­ბა ამ დროს? იმის გამო, რომ მარ­ცხე­ნა ჰე­მის­ფე­რო კარ­გად ვერ ვი­თარ­დე­ბა, დგე­ბა ეს პრობ­ლე­მა - არ ეს­მით წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბა.

ერთ მხა­რეს გვაქვს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სამ­ყა­რო, გა­ჯე­ტე­ბის სა­ხით და მე­ო­რე მხა­რეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­მელ­საც სკო­ლებ­ში ვას­წავ­ლით. ისი­ნი კონ­კუ­რენ­ტად ვერ გა­მოდ­გე­ბა, რად­გან გა­ჯე­ტე­ბი არის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის აღ­მძვრე­ლი. აღარ აინ­ტე­რე­სებთ შავ-თეთ­რი ტექ­სტე­ბი. შე­დე­გი არის ის, რაც არის.

სკო­ლა­სა და ბაღ­ში აღ­ზრდის ეფექ­ტუ­რო­ბა ორი პა­რა­მეტ­რით იზო­მე­ბა. პირ­ვე­ლი, არის თუ არა ბავ­შვი ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ამი­ტომ არ მიყ­ვარს წყნა­რი ბავ­შვე­ბი - ჩუ­მად არი­ან და ეს კომ­ფორ­ტუ­ლია მშობ­ლის­თვი­საც და მას­წავ­ლებ­ლის­თვი­საც. თუმ­ცა არ იცი, შიგ­ნით რა აქვს ბავ­შვს. ხმა­უ­რი­ა­ნი ბავ­შვი ითხოვს შვე­ლას და უფრო ჩანს პრობ­ლე­მა, რისი მოგ­ვა­რე­ბაც დრო­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა. ამი­ტომ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩვე­ნი სკო­ლე­ბი სა­მო­სან მოს­წავ­ლე­ებ­ზე კი არ არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­ებ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე ბედ­ნი­ე­რე­ბის პა­რა­მეტ­რია აუ­ცი­ლე­ბე­ლი - უხა­რია თუ არა ბავ­შვს შე­მეც­ნე­ბა. პა­ტა­რა ბავ­შვს უხა­რია, სკო­ლის მერე აღარ უხა­რია, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სკო­ლის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ" - ამ­ბობს გა­გო­ში­ძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
D
0

სკოლის სახელმძღვანელოში შეტანილ ტექსტებს თუ წაიკითხავთ შეიძლება წიგნის წაკითხვის სურვილი აღარც გაგიჩნდეს. 

დო მაჟორი
3

გააჩნია რას წაიკითხავს. თუ ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებს წაიკითხავს, შესაძლოა შინაარსი ვერ გამოიტანოს, რადგან საშინლად ცუდი ენით არის დაწერილი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ: რჩევები თამარ გაგოშიძისგან - "ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოდიან ამ პრობლემით"

რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ: რჩევები თამარ გაგოშიძისგან - "ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოდიან ამ პრობლემით"

"რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს სწავლის პროცესში" - პრობლემაზე, რომელიც საქართველოში უამრავ მშობელს აწუხებს, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს.

  • მთავარი პრობლემა კვლავ გაჯეტებიდან მოდის, რომელსაც კონკურენციას ვერ უწევენ სასკოლო სახელმძღვანელოები და წიგნები.

"ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოდიან ბავშვები, ვისაც უჭირთ სწავლა. უცნაურია, ხომ? ძალიან ბევრი რამ კეთდება სკოლაში, მაგრამ ასეთი შემთხვევები ხშირია, როცა ბავშვები მოდიან, ვისაც უჭირთ წერა, კითხვა, მათემატიკა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ბავშვს ქართულად კითხვა უჭირს და ინგლისურად - არა. ეს კიდევ უცხო ფენომენია. სკოლა შენ გჭირდება იმიტომ, რომ მომავალი ცხოვრებისთვის მოემზადო და მომავალი ცხოვრება წერა-კითხვის გარეშე არ არსებობს.

როცა ბავშვი ხედავს, რომ მისი ყველა თანატოლი ამ რაღაცას (კითხვას) მარტივად აკეთებს და თავად ვერ აკეთებს, ხდება პიროვნების გაუფასურება. როცა ბავშვს უჭირს წერა-კითხვა, ამას ვეძახით დასწავლის უნარის დაქვეითებას. ყველას შეუძლია სწავლა, მაგრამ მიზანმიმართული დასწავლის პრობლემა შეიძლება ზოგიერთს ჰქონდეს. ასეთ ბავშვებს ინტელექტი მაღალი აქვს და როცა ხედავენ, რომ რაღაც ელემენტარულს ვერ აკეთებენ, ეს არის მათი გაუფასურების მაქსიმუმი.

ამერიკაში მოსწავლეების 20% -ს უჭირს დასწავლა. ეს არის კითხვა, წერა, მათემატიკა ოღონდ კითხვა არის ყველაზე მეტ პროცენტში პრობლემა. სხვათა შორის, საქართველოში ბოლო წლებში წამოიწია პრობლემამ, როცა ბავშვი უკეთ საუბრობს და კითხულობს ინგლისურად, ვიდრე - ქართულად. რატომ? ინგლისურ ენის მიმართ პოზიტიური განწყობაა. ბავშვს 6 წლიდან გაჯეტი უჭირავს, ყველაფერი შემოდის ინგლისურ ენაზე. განწყობა მოზრდილებისაც არის ისეთი, რომ ეს ჩვენი ენა რეალურად არაფერში გჭირდება და 3 წლიდან ბავშვებს ასწავლიან ინგლისურ ენას.

რატომ არის ეს ცუდი? - ჩვენი ნერვული სისტემა არის კონსერვატიული. ის ისე სწრაფად არ იცვლება, როგორც ჩვენი გარემო. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მარცხენა ჰემისფერო არის ენის ჰემისფერო, ანუ ბავშვის მარცხენა ჰემისფეროს განვითარებას მიჰყვება ენის განვითარება. ეს ხდება სამ წლამდე. მარჯვენა ჰემისფერო არ არის ენის ჰემისფერო. ის არის არავერბალური და არასიტყვიერი ჰემისფერო. მაგრამ ჩვენი ნერვიული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ორივე ჰემისფერო მონაწილეობს ენის განვითარებაში.

მაგალითად, ჩვენ უცხო ენაზე საუბარს მარჯვენა ჰემისფეროთი ვეუფლებით და საკუთარზე - მარცხენათი. კითხვასაც ასე ვეუფლებით. ახლა რაშია პრობლემა - მე რომ 6 თვიდან ვუყურებ გაჯეტებს, რომელიც ბევრად უფრო ბრჭყვიალაა, ამ დროს ჩემი მარჯვენა ჰემისფერო ვითარდება... იმისთვის, რომ მარცხენა ჰემისფერო (ენის განვითარება) განვითარდეს, საჭიროა ცოცხალი ენა, ოჯახში და სკოლაში მოსმენილი და გაგონილის ათვისება. შედეგად რა გვაქვს? - მარცხენა ჰემისფერო კარგად ვერ ვითარდება. ჩვენ ვეძახით ენის იმიტაციას, როცა მარჯვენა ჰემისფეროთი იწყებს ბავშვი ენის განვითარებას. რა ხდება ამ დროს? იმის გამო, რომ მარცხენა ჰემისფერო კარგად ვერ ვითარდება, დგება ეს პრობლემა - არ ესმით წაკითხულის გააზრება.

ერთ მხარეს გვაქვს მრავალფეროვანი სამყარო, გაჯეტების სახით და მეორე მხარეს სახელმძღვანელოები, რომელსაც სკოლებში ვასწავლით. ისინი კონკურენტად ვერ გამოდგება, რადგან გაჯეტები არის მრავალფეროვანი და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი. აღარ აინტერესებთ შავ-თეთრი ტექსტები. შედეგი არის ის, რაც არის.

სკოლასა და ბაღში აღზრდის ეფექტურობა ორი პარამეტრით იზომება. პირველი, არის თუ არა ბავშვი ჩართული სასწავლო პროცესში. ამიტომ არ მიყვარს წყნარი ბავშვები - ჩუმად არიან და ეს კომფორტულია მშობლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც. თუმცა არ იცი, შიგნით რა აქვს ბავშვს. ხმაურიანი ბავშვი ითხოვს შველას და უფრო ჩანს პრობლემა, რისი მოგვარებაც დროულად შეიძლება. ამიტომ თანამონაწილეობა და ჩართულობა პროცესში აუცილებელია. ჩვენი სკოლები სამოსან მოსწავლეებზე კი არ არიან ორიენტირებული, საუკეთესო მოსწავლეებზე არიან ორიენტირებული. ასევე ბედნიერების პარამეტრია აუცილებელი - უხარია თუ არა ბავშვს შემეცნება. პატარა ბავშვს უხარია, სკოლის მერე აღარ უხარია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლის წინააღმდეგი ვარ" - ამბობს გაგოშიძე.