საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თან ხალხი გადამყავს, თან განწყობას ვუქმნი... კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, ასევე ვარ გიდი" - გაიცანით ინტერნეტში პოპულარული ტაქსის მძღოლი, მრავალმხრივი ნიჭით
"თან ხალხი გადამყავს, თან განწყობას ვუქმნი... კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, ასევე ვარ გიდი" - გაიცანით ინტერნეტში პოპულარული ტაქსის მძღოლი, მრავალმხრივი ნიჭით

მისი ნამ­ღე­რი ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში წა­მი­ე­რად ვრცელ­დე­ბა. ასე იყო გუ­ში­ნაც, რო­დე­საც ნინო ზამ­ბა­ხი­ძის (ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე) მიერ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ ინ­ტერ­ნე­ტი სრუ­ლი­ად მო­იც­ვა. კადრში ჩანს ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნოს დედა, ლიკა დგე­ბუ­ა­ძე, რო­მე­ლიც ალექ­სან­დრე ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლის ტაქ­სი­ში აღ­მოჩ­ნდა (ვი­დე­ოს ავ­ტო­რი - ანი ფო­ჩხუა)...

ვი­ღა­ცე­ბის­თვის ალექ­სან­დრე მხო­ლოდ ტაქ­სის (ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის) მძღო­ლია, თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ის გი­დია. ტუ­რის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს აც­ნობს, მან­ქა­ნი­თაც თა­ვად ემ­სა­ხუ­რე­ბა და ფო­ტო­ებს უღებს. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის მას­ზე. ალექ­სან­დრე AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტია და ამ­ბავს სა­კუ­თარ თავ­ზე თვი­თონ გვიყ­ვე­ბა.

- გიდი, ტურ-ოპე­რა­ტო­რი, ფო­ტოგ­რა­ფი, მძღო­ლი და ლი­რი­კუ­ლი ტე­ნო­რი - ამ­დე­ნი რამე ერთ ადა­მი­ან­ში?

- ასე გა­მო­ვი­და. უკვე 10 წე­ლია, მარ­ტო ვმუ­შა­ობ, ჩემი, ანუ ერთი კა­ცის ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია მაქვს.

- ტაქ­სის კომ­პა­ნი­ა­შიც მსა­ხუ­რობთ?

- როცა არ მაქვს ტუ­რე­ბი, ტაქ­სით ვმუ­შა­ობ. სა­ღა­მოს, 8 სა­ა­თის მერე გა­მოვ­დი­ვარ. და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის­თვის ური­გო არ არის, თან მე სა­კუ­თა­რი ახა­ლი და კარ­გი მან­ქა­ნე­ბი მყავს, ამი­ტომ დის­კომ­ფორ­ტი სა­ერ­თოდ არ მექ­მნე­ბა, თუნ­დაც სა­ცობ­ში მუ­შა­ო­ბით არ ვიღ­ლე­ბი. ამას­თან, მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბა მიყ­ვარს. ასე რომ, ამ ყვე­ლაფ­რის­გან დის­კომ­ფორ­ტი არ მაქვს. უსაქ­მოდ სახ­ლში ჯდო­მა არ მიყ­ვარს და ვცდი­ლობ, ვი­მუ­შაო. ზო­გა­დად ტაქ­სის­ტო­ბა ჩემ­თან იმ გა­გე­ბით არ ჯდე­ბა, რომ მან­ქა­ნა­ზე ტრა­ფა­რე­ტიც არას­დროს და­მიდ­გამს, განა მე­თა­კი­ლე­ბა, არა. ამ კონ­კრე­ტულ კომ­პა­ნი­ას კორ­პო­რა­ტი­უ­ლი გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი აქვს, თან ჩარ­თუ­ლია პრე­მი­უ­მი და ბიზ­ნესკლა­სი, ამის გამო იქ ვი­ღაც შემ­თხვე­ვი­თი მგზავ­რი არ ჩა­გიჯ­დე­ბა.

- მოკ­ლედ, დი­დად არ იგ­რძნო­ბა, რომ ტაქ­სა­ობთ და თან მგზავ­რებს უმ­ღე­რით კი­დეც...

- კი, ხალ­ხი გა­დამ­ყავს და და­დე­ბით გან­წყო­ბას ვუქ­მნი. როცა ვმღე­რი, ზო­გა­დად, თვი­თო­ნაც მსი­ა­მოვ­ნებს. უცხო­ე­ლებს ჩემი სიმ­ღე­რა უფრო აინ­ტე­რე­სებთ. ეს ვი­დეო, რაც გუ­შინ გავ­რცელ­და, ხალ­ხმა კი ნახა, მაგ­რამ მა­ნამ­დე კი­დევ ერთ უცხო­ელს ვუმ­ღე­რე და გა­გიჟ­და... გუ­შინ სულ 6-მა ადა­მი­ან­მა მო­ის­მი­ნა ჩემი ნამ­ღე­რი.

- სა­ერ­თოდ პრო­ფე­სი­ით ვინ ხართ?

- ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში - სა­ო­პე­რო ვო­კა­ლი. "ილი­ა­ში" მე­ო­რად­ზე ტუ­რიზ­მის კუ­თხით ვის­წავ­ლე. სა­მი­ვე პრო­ფე­სი­ას ვი­ყე­ნებ...

- სა­ო­პე­რო ვო­კალს და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას არ ვე­ლო­დი...

- კი, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ლას ჯერ ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­ყა­ვი, შუ­ა­დღეს - მე­ო­რე­ში... მა­ნამ­დე ათწლე­დი და­ვამ­თავ­რე - 5 წლი­დან ვმღე­რი. მოკ­ლედ, 30 წე­ლია ამ სფე­რო­ში ვარ. მაქვს სიმ­ღე­რის ნიჭი და რა­ტო­მაც არ გა­მო­ვი­ყე­ნო?!. რაც კარ­გად გა­მოგ­დის, ის უნდა გა­ა­კე­თო.

- მერე სა­ო­პე­რო ვო­კა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ტომ არ წახ­ვე­დით?

- ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი არ არის... ახლა ძა­ლი­ან ბევრ საქ­მეს ვა­კე­თებ, ჩემს უკან ბევ­რი ხალ­ხია, ვი­საც გვერ­დში ფი­ნან­სუ­რად ვუდ­გა­ვარ. სიმ­ღე­რა­ზე რომ გა­და­ვერ­თო, ეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უკან დამ­ხევს. ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი რომ იყოს, კი­დევ გავ­რის­კავ­დი... თან და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სი­აა... ახლა ასე, ჩე­მით, ვცდი­ლობ ხოლ­მე, ხალ­ხს გული გა­ვუ­ხა­რო...

- ტაქ­სი­ში მგზავ­რი რომ ჯდე­ბა, სიმ­ღე­რას მა­შინ­ვე იწყებთ?

- ვე­კი­თხე­ბი, ვუ­თან­ხმებ, თუ მე­ტყვი­ან, რომ კი მოს­წონთ, მერე ვუმ­ღე­რებ.

- ტურ­ზეც უმ­ღე­რით ადა­მი­ა­ნებს?

- მათ ჩემი ინ­სტაგ­რამ-გვერ­დი­დან იცი­ან რომ ვმღე­რი, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც მა­ინც არ სჯე­რა, რომ და­ვი­წყებ ხოლ­მე, გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ყუ­რე­ბენ... ტუ­რის­ტებ­თან მუ­შა­ო­ბას კი­დევ სხვა ენერ­გია მო­აქვს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, მთა­ში სა­ფეხ­მავ­ლო ტუ­რე­ბიც მაქვს, სვა­ნეთ­ში დამ­ყავს ხალ­ხი. ამ დატ­ვირ­თვას ვუძ­ლებ, რად­გან სპორ­ტსმე­ნიც ვარ. ადრე „მა­მულ­შიც“ ვცეკ­ვავ­დი, კა­ლათ­ბურთს კო­ლია დე­რი­უ­გინ­თან ვთა­მა­შობ­დი... სა­ერ­თოდ, როცა მხო­ლოდ ფი­ნან­სე­ბის გამო არ მუ­შა­ობ და როცა შენი საქ­მე გიყ­ვარს, ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში ასეა - ყვე­ლა­ფე­რი და­დე­ბი­თად გა­მოგ­დის. ეს ხა­რისხზეც აი­სა­ხე­ბა. ამას­თან, როცა კმა­ყო­ფილ ტუ­რის­ტებს ვხე­დავ, ესეც სა­სი­ა­მოვ­ნოა. ისი­ნი არას­დროს ამ­ბო­ბენ, რომ მათი გიდი ვარ, ამ­ბო­ბენ, რომ მე­გო­ბა­რი ვარ. ჩვენ შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და ატ­მოს­ფე­რო ყა­ლიბ­დე­ბა.

- ცხა­დია, ენე­ბიც იცით...

- სამი ენა ვიცი - ინ­გლი­სუ­რი, არა­ბუ­ლი და რუ­სუ­ლი. კო­მენ­ტა­რე­ბი წა­ვი­კი­თხე, სა­წყა­ლი, რო­გორ ტაქ­სა­ობს. რა­ტომ უნდა ტაქ­სა­ობ­დე­სო?.. ნუ, ამას ისი­ნი წე­რენ, ვი­საც ჩემს შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ... ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნი თუ მუ­შა­ობს და საქ­მე აქვს, არ ვთვლი, რომ სა­წყა­ლია. პი­რი­ქით, უნდა უხა­რო­დეს, რომ საქ­მე აქვს. ჩვენ­ში რა­ტომ­ღაც ტაქ­სი­ზე მუ­შა­ო­ბა ეთა­კი­ლე­ბათ. სა­ერ­თო­დაც არა, ახა­ლი მან­ქა­ნაა, კომ­ფორ­ტუ­ლად ვარ და შე­მო­სა­ვა­ლიც საკ­მა­ოდ კარ­გია. თუ არ და­გე­ზა­რე­ბა, იმუ­შა­ვე და უკ­მა­ყო­ფი­ლო არ დარ­ჩე­ბი.

- გი­დო­ბამ რა მო­გი­ტა­ნათ?

- სა­ხე­ლი იმ გა­გე­ბით, რო­გორც ბევ­რმა კომ­პა­ნი­ამ მი­თხრა, თურ­მე ცნო­ბი­ლი ვყო­ფილ­ვარ. ამით დი­დად არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი, სად ვარ ცნო­ბი­ლი. ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ გუ­ლი­ა­ნად და მორ­ჩა. გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ი­და­ნაც და­მი­რე­კეს და იგი­ვე მი­თხრეს, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რო­ბა დი­დად არ მხიბ­ლავს... ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვარ მიწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ ამის ინ­ტე­რე­სიც არ მაქვს. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლი გა­ვა­კე­თო... თუმ­ცა, სა­სი­ა­მოვ­ნოა ხალ­ხის და­დე­ბი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი.

- გი­დის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რა თვი­სე­ბე­ბია?

- თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა, მან­ქა­ნის სუფ­თად და წეს­რიგ­ში ყოფ­ნა, არამ­წე­ვე­ლი ვარ, არც ვსვამ, გა­სა­გე­ბია, რომ მან­ქა­ნა­ში არც ვა­წე­ვი­ნებ და არც ვაჭ­მევ. ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რი სერ­ვი­სი შე­ვუქ­მნა. გუ­ლით ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ვე­ლო­დე­ბი და ყველ­გან დავ­ყვე­ბი მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით. გი­დის­თვის კი­დევ ბევ­რი ეთი­კუ­რი სა­კი­თხია და­სა­ცა­ვი და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც.

- სა­კუ­თარ ოჯახ­ზე რას გვე­ტყვით?

- ყო­ფილ მე­უღ­ლეს 4 წე­ლია და­შო­რე­ბუ­ლი ვარ, მარ­ტო ვცხოვ­რობ. მყავს 7 წლის გო­გო­ნა, რო­მელ­საც ვეხ­მა­რე­ბი... ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო, არ მყო­ლო­და უფ­რო­სი და ჩემი კომ­პა­ნია მქო­ნო­და. რაც მინ­დო­და, ის მე­კე­თე­ბი­ნა და ასეც არის. ჩემი ოც­ნე­ბაც იყო ცხა­დია, შვი­ლი და მქო­ნო­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ყვე­ლას, გარ­შე­მომ­ყო­ფებს დავ­ხმა­რე­ბო­დი. დღეს ყვე­ლა­ფე­რი ასეც არის. ბევ­რი რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დე­დას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ყველ­გან დამ­ყვე­ბო­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ქუჩა არ გინ­და, საქ­მე ჯო­ბი­აო. მეც 15 წლი­დან ვმუ­შა­ობ. ად­რე­ვე შე­ვეჩ­ვიე ამ ყვე­ლა­ფერს, სა­კუთ­რის ქო­ნას და სხვე­ბის დახ­მა­რე­ბას. ასე­თი ამ­ბე­ბია ჩემ­თან...

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

საოპერო მომღერლობა ანაზღაურებადი არააო??თუ კარგი მომღერალი ხარ ერთ სპეკტაკლში გამოიმუშავებ იმდენს რასაც შეიძლება 2 თვეში შოულობ..გაქვს მაგის მონაცემები,მაგრამ ეტყობა დღევანდელი კვერცხი ამჯობინე ხვალინდელ ქათამს...სამწუხაროა

ლამაზუნა
0

მარტო მე რაც ვიცი 4 ცოლი ყავდა და ერთი მაგდენს კიდე მოასწრებს 🙄😂😂

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თან ხალხი გადამყავს, თან განწყობას ვუქმნი... კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, ასევე ვარ გიდი" - გაიცანით ინტერნეტში პოპულარული ტაქსის მძღოლი, მრავალმხრივი ნიჭით

"თან ხალხი გადამყავს, თან განწყობას ვუქმნი... კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, ასევე ვარ გიდი" - გაიცანით ინტერნეტში პოპულარული ტაქსის მძღოლი, მრავალმხრივი ნიჭით

მისი ნამღერი ვიდეო ინტერნეტში წამიერად ვრცელდება. ასე იყო გუშინაც, როდესაც ნინო ზამბახიძის (ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე) მიერ გავრცელებულმა ვიდეომ ინტერნეტი სრულიად მოიცვა. კადრში ჩანს ქალბატონი ნინოს დედა, ლიკა დგებუაძე, რომელიც ალექსანდრე ალიმბარაშვილის ტაქსიში აღმოჩნდა (ვიდეოს ავტორი - ანი ფოჩხუა)...

ვიღაცებისთვის ალექსანდრე მხოლოდ ტაქსის (ერთ-ერთი კომპანიის) მძღოლია, თუმცა ამის პარალელურად ის გიდია. ტურისტებს საქართველოს აცნობს, მანქანითაც თავად ემსახურება და ფოტოებს უღებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის მასზე. ალექსანდრე AMBEBI.GE-ს რესპონდენტია და ამბავს საკუთარ თავზე თვითონ გვიყვება.

- გიდი, ტურ-ოპერატორი, ფოტოგრაფი, მძღოლი და ლირიკული ტენორი - ამდენი რამე ერთ ადამიანში?

- ასე გამოვიდა. უკვე 10 წელია, მარტო ვმუშაობ, ჩემი, ანუ ერთი კაცის ტურისტული კომპანია მაქვს.

- ტაქსის კომპანიაშიც მსახურობთ?

- როცა არ მაქვს ტურები, ტაქსით ვმუშაობ. საღამოს, 8 საათის მერე გამოვდივარ. დამატებითი შემოსავლისთვის ურიგო არ არის, თან მე საკუთარი ახალი და კარგი მანქანები მყავს, ამიტომ დისკომფორტი საერთოდ არ მექმნება, თუნდაც საცობში მუშაობით არ ვიღლები. ამასთან, მანქანით მგზავრობა მიყვარს. ასე რომ, ამ ყველაფრისგან დისკომფორტი არ მაქვს. უსაქმოდ სახლში ჯდომა არ მიყვარს და ვცდილობ, ვიმუშაო. ზოგადად ტაქსისტობა ჩემთან იმ გაგებით არ ჯდება, რომ მანქანაზე ტრაფარეტიც არასდროს დამიდგამს, განა მეთაკილება, არა. ამ კონკრეტულ კომპანიას კორპორატიული გამოძახებები აქვს, თან ჩართულია პრემიუმი და ბიზნესკლასი, ამის გამო იქ ვიღაც შემთხვევითი მგზავრი არ ჩაგიჯდება.

- მოკლედ, დიდად არ იგრძნობა, რომ ტაქსაობთ და თან მგზავრებს უმღერით კიდეც...

- კი, ხალხი გადამყავს და დადებით განწყობას ვუქმნი. როცა ვმღერი, ზოგადად, თვითონაც მსიამოვნებს. უცხოელებს ჩემი სიმღერა უფრო აინტერესებთ. ეს ვიდეო, რაც გუშინ გავრცელდა, ხალხმა კი ნახა, მაგრამ მანამდე კიდევ ერთ უცხოელს ვუმღერე და გაგიჟდა... გუშინ სულ 6-მა ადამიანმა მოისმინა ჩემი ნამღერი.

- საერთოდ პროფესიით ვინ ხართ?

- ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და კონსერვატორიაში - საოპერო ვოკალი. "ილიაში" მეორადზე ტურიზმის კუთხით ვისწავლე. სამივე პროფესიას ვიყენებ...

- საოპერო ვოკალს და კონსერვატორიას არ ველოდი...

- კი, 4 წლის განმავლობაში დილას ჯერ ერთ უნივერსიტეტში ვიყავი, შუადღეს - მეორეში... მანამდე ათწლედი დავამთავრე - 5 წლიდან ვმღერი. მოკლედ, 30 წელია ამ სფეროში ვარ. მაქვს სიმღერის ნიჭი და რატომაც არ გამოვიყენო?!. რაც კარგად გამოგდის, ის უნდა გააკეთო.

- მერე საოპერო ვოკალის მიმართულებით რატომ არ წახვედით?

- ანაზღაურებადი არ არის... ახლა ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ, ჩემს უკან ბევრი ხალხია, ვისაც გვერდში ფინანსურად ვუდგავარ. სიმღერაზე რომ გადავერთო, ეს მატერიალურად უკან დამხევს. ანაზღაურებადი რომ იყოს, კიდევ გავრისკავდი... თან დაუფასებელი პროფესიაა... ახლა ასე, ჩემით, ვცდილობ ხოლმე, ხალხს გული გავუხარო...

- ტაქსიში მგზავრი რომ ჯდება, სიმღერას მაშინვე იწყებთ?

- ვეკითხები, ვუთანხმებ, თუ მეტყვიან, რომ კი მოსწონთ, მერე ვუმღერებ.

- ტურზეც უმღერით ადამიანებს?

- მათ ჩემი ინსტაგრამ-გვერდიდან იციან რომ ვმღერი, თუმცა არიან ისეთები, რომლებსაც მაინც არ სჯერა, რომ დავიწყებ ხოლმე, გაოცებული მიყურებენ... ტურისტებთან მუშაობას კიდევ სხვა ენერგია მოაქვს. ძალიან მიყვარს საქართველო, მთაში საფეხმავლო ტურებიც მაქვს, სვანეთში დამყავს ხალხი. ამ დატვირთვას ვუძლებ, რადგან სპორტსმენიც ვარ. ადრე „მამულშიც“ ვცეკვავდი, კალათბურთს კოლია დერიუგინთან ვთამაშობდი... საერთოდ, როცა მხოლოდ ფინანსების გამო არ მუშაობ და როცა შენი საქმე გიყვარს, ნებისმიერ სფეროში ასეა - ყველაფერი დადებითად გამოგდის. ეს ხარისხზეც აისახება. ამასთან, როცა კმაყოფილ ტურისტებს ვხედავ, ესეც სასიამოვნოა. ისინი არასდროს ამბობენ, რომ მათი გიდი ვარ, ამბობენ, რომ მეგობარი ვარ. ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა და ატმოსფერო ყალიბდება.

- ცხადია, ენებიც იცით...

- სამი ენა ვიცი - ინგლისური, არაბული და რუსული. კომენტარები წავიკითხე, საწყალი, როგორ ტაქსაობს. რატომ უნდა ტაქსაობდესო?.. ნუ, ამას ისინი წერენ, ვისაც ჩემს შესახებ მეტი ინფორმაცია არ აქვთ... ზოგადად, ადამიანი თუ მუშაობს და საქმე აქვს, არ ვთვლი, რომ საწყალია. პირიქით, უნდა უხაროდეს, რომ საქმე აქვს. ჩვენში რატომღაც ტაქსიზე მუშაობა ეთაკილებათ. საერთოდაც არა, ახალი მანქანაა, კომფორტულად ვარ და შემოსავალიც საკმაოდ კარგია. თუ არ დაგეზარება, იმუშავე და უკმაყოფილო არ დარჩები.

- გიდობამ რა მოგიტანათ?

- სახელი იმ გაგებით, როგორც ბევრმა კომპანიამ მითხრა, თურმე ცნობილი ვყოფილვარ. ამით დიდად არ ვინტერესდები, სად ვარ ცნობილი. ჩემს საქმეს ვაკეთებ გულიანად და მორჩა. გიდების ასოციაციიდანაც დამირეკეს და იგივე მითხრეს, მაგრამ პოპულარობა დიდად არ მხიბლავს... ტელევიზიებშიც არაერთხელ ვყოფილვარ მიწვეული, მაგრამ ამის ინტერესიც არ მაქვს. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რაღაც ღირებული გავაკეთო... თუმცა, სასიამოვნოა ხალხის დადებითი რეაქციები.

- გიდისთვის აუცილებელი რა თვისებებია?

- თავაზიანობა, მანქანის სუფთად და წესრიგში ყოფნა, არამწეველი ვარ, არც ვსვამ, გასაგებია, რომ მანქანაში არც ვაწევინებ და არც ვაჭმევ. ვცდილობ, მაქსიმალური სერვისი შევუქმნა. გულით ვემსახურები, ველოდები და ყველგან დავყვები მთელი პასუხისმგებლობით. გიდისთვის კიდევ ბევრი ეთიკური საკითხია დასაცავი და აუცილებელიც.

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით?

- ყოფილ მეუღლეს 4 წელია დაშორებული ვარ, მარტო ვცხოვრობ. მყავს 7 წლის გოგონა, რომელსაც ვეხმარები... ბავშვობის ოცნება იყო, არ მყოლოდა უფროსი და ჩემი კომპანია მქონოდა. რაც მინდოდა, ის მეკეთებინა და ასეც არის. ჩემი ოცნებაც იყო ცხადია, შვილი და მქონოდა იმის საშუალება, რომ ყველას, გარშემომყოფებს დავხმარებოდი. დღეს ყველაფერი ასეც არის. ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში დედას დამსახურებაა, ყველგან დამყვებოდა და მეუბნებოდა, რომ ქუჩა არ გინდა, საქმე ჯობიაო. მეც 15 წლიდან ვმუშაობ. ადრევე შევეჩვიე ამ ყველაფერს, საკუთრის ქონას და სხვების დახმარებას. ასეთი ამბებია ჩემთან...