პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყალში ჩაძირული სოფელი ჩინეთში, რომლის მაცხოვრებლებსაც ხმელეთზე გადასვლა არ სურთ - როგორ ცხოვრობენ სანდუოელები?
წყალში ჩაძირული სოფელი ჩინეთში, რომლის მაცხოვრებლებსაც ხმელეთზე გადასვლა არ სურთ - როგორ ცხოვრობენ სანდუოელები?

თევ­ზის, მო­ლუს­კის, კრე­ვე­ტე­ბის და სხვა ზღვის ცხო­ვე­ლე­ბის მო­შე­ნე­ბა ჩი­ნეთ­ში ტრა­დი­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბად ით­ვლე­ბა - ამის­თვის ყვე­ლა­ზე პრაქ­ტი­კუ­ლი ად­გი­ლი სან­დუ­ოს და­სახ­ლე­ბაა. მისი მო­სახ­ლე­ო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად წყალ­ზე ცხოვ­რობს. სახ­ლე­ბიც კი წყალ­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი. ხალ­ხი ხმე­ლეთ­ზე მხო­ლოდ გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს. წყლის „ბოსტნე­უ­ლის ბაღი“ მათი ერთ-ერთი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვია, რომ­ლის მო­სა­ვალ­საც სა­ბი­თუ­მო მო­ვაჭ­რე­ებ­ზე ყი­დი­ან.

პირ­ვე­ლი ჩი­ნუ­რი და­სახ­ლე­ბე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ნა­პი­რო­ებ­ზე გა­მოჩ­ნდა. მო­სახ­ლე­ო­ბა თევ­ზის მო­შე­ნე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­წყეს გა­და­ად­გი­ლე­ბა წყლით და­ფა­რულ სხვა ად­გი­ლებ­ში - ასე და­ი­წყო წყლის და­სახ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

წყალ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი სო­ფე­ლი სან­დუო

სო­ფე­ლი სან­დუო ფუ­ჯი­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. იმის გამო, რომ სა­ნა­პი­რო ზოლი ძა­ლი­ან დახ­რი­ლია, მის კი­დე­ზე ბევ­რი ყუ­რეა. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოჰ­ყავთ ჩაის ცნო­ბი­ლი ჯი­შე­ბი, ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­ლუს­კის მო­შე­ნე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 10 ათას ადა­მი­ანს შე­ად­გენს.

წყალ­ზე ცხოვ­რე­ბას ერთი პრობ­ლე­მა აქვს - მო­სახ­ლე­ო­ბა ნაგ­ვის ნარ­ჩე­ნებს უმე­ტე­სად წყალ­ში ყრის, რაც ტე­რი­ტო­რი­ის და­ბინ­ძუ­რე­ბას იწ­ვევს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერთ სო­ფელს აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­ვე­ბი ნაგ­ვის შე­საგ­რო­ვებ­ლად, ძნე­ლია წეს­რი­გის აღ­დგე­ნა იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც სი­სუფ­თა­ვე არ არის და­ცუ­ლი. სწო­რედ ამ მიზ­ნით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წყალ­ზე და­სახ­ლე­ბე­ბის აკ­რძალ­ვა სურ­და, მაგ­რამ ამის სა­კა­ნონ­მდებ­ლო სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. გარ­და ამი­სა, ასე­თი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­გე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

წყალ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი სხვა და­სახ­ლე­ბე­ბი ჩი­ნეთ­ში:

ჟუ­ჟი­ა­ჯი­აო

ქა­ლა­ქი 1700 წლის წინ აშენ­და. იგი შან­ხა­ი­დან 30 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი, ამი­ტომ ტუ­რის­ტებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

სუ­ჯოუ

მინ­გი­სა და კინ­გის დი­ნას­ტი­ე­ბის დიდ­გვა­როვ­ნე­ბი სწო­რედ ამ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ქა­ლა­ქის ცენ­ტრი ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია.

ჩი­ბაო

შან­ხა­ი­ში გა­მა­ვალ­მა მდი­ნა­რემ ხელი შე­უ­წყო წყალ­ზე და­სახ­ლე­ბე­ბის წარ­მოქ­მნას. ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლია ჩი­ბაო. იგი I ათას­წლე­უ­ლის ბო­ლოს აშენ­და. ად­გი­ლის მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა 907-960 წლებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი ტა­ძა­რია, რო­მე­ლიც ინა­ხავს ლე­გენ­დას და­მა­ლუ­ლი შვი­დი გან­ძის შე­სა­ხებ.

ჟუ­ჟუ­ან­გი

900 წლის წინ აშე­ნე­ბულ ამ ქა­ლაქს "აღ­მო­სავ­ლე­თის ვე­ნე­ცი­ას" უწო­დე­ბენ. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდი­ნა­რე გა­დის, რომ­ლის გას­წვრი­ვაც სახ­ლე­ბია აშე­ნე­ბუ­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბა კი ნავთ გა­და­ად­გილ­დე­ბა.

თამაზი
3

ჩვენ კიდევ ვენეცია გვიკვირს :)

აგერ, ჩინელებს 10-ზე მეტი ვენეცია ქონიათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

წყალში ჩაძირული სოფელი ჩინეთში, რომლის მაცხოვრებლებსაც ხმელეთზე გადასვლა არ სურთ - როგორ ცხოვრობენ სანდუოელები?

წყალში ჩაძირული სოფელი ჩინეთში, რომლის მაცხოვრებლებსაც ხმელეთზე გადასვლა არ სურთ - როგორ ცხოვრობენ სანდუოელები?

თევზის, მოლუსკის, კრევეტების და სხვა ზღვის ცხოველების მოშენება ჩინეთში ტრადიციულ საქმიანობად ითვლება - ამისთვის ყველაზე პრაქტიკული ადგილი სანდუოს დასახლებაა. მისი მოსახლეობა ფაქტობრივად წყალზე ცხოვრობს. სახლებიც კი წყალზეა აშენებული. ხალხი ხმელეთზე მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს. წყლის „ბოსტნეულის ბაღი“ მათი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, რომლის მოსავალსაც საბითუმო მოვაჭრეებზე ყიდიან.

პირველი ჩინური დასახლებები თავდაპირველად სანაპიროებზე გამოჩნდა. მოსახლეობა თევზის მოშენებით იყო დაკავებული. მოგვიანებით ადამიანებმა დაიწყეს გადაადგილება წყლით დაფარულ სხვა ადგილებში - ასე დაიწყო წყლის დასახლებების ჩამოყალიბება.

წყალზე გაშენებული სოფელი სანდუო

სოფელი სანდუო ფუჯიანის პროვინციაში მდებარეობს. იმის გამო, რომ სანაპირო ზოლი ძალიან დახრილია, მის კიდეზე ბევრი ყურეა. ტერიტორიაზე მოჰყავთ ჩაის ცნობილი ჯიშები, ასევე გავრცელებულია მოლუსკის მოშენება. მოსახლეობის რაოდენობა 10 ათას ადამიანს შეადგენს.

წყალზე ცხოვრებას ერთი პრობლემა აქვს - მოსახლეობა ნაგვის ნარჩენებს უმეტესად წყალში ყრის, რაც ტერიტორიის დაბინძურებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სოფელს აქვს სპეციალური ნავები ნაგვის შესაგროვებლად, ძნელია წესრიგის აღდგენა იმ ადგილებში, სადაც სისუფთავე არ არის დაცული. სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლებას წყალზე დასახლებების აკრძალვა სურდა, მაგრამ ამის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, ასეთი მეურნეობებიდან მიღებული მოგება მნიშვნელოვანია.

წყალზე გაშენებული სხვა დასახლებები ჩინეთში:

ჟუჟიაჯიაო

ქალაქი 1700 წლის წინ აშენდა. იგი შანხაიდან 30 კმ-ში მდებარეობს. ტერიტორიაზე არაერთი ისტორიული შენობა განთავსებული, ამიტომ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სუჯოუ

მინგისა და კინგის დინასტიების დიდგვაროვნები სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდნენ. ქალაქის ცენტრი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია.

ჩიბაო

შანხაიში გამავალმა მდინარემ ხელი შეუწყო წყალზე დასახლებების წარმოქმნას. ერთ-ერთი უძველესი სოფელია ჩიბაო. იგი I ათასწლეულის ბოლოს აშენდა. ადგილის მთავარი ღირსშესანიშნაობა 907-960 წლებში აშენებული ტაძარია, რომელიც ინახავს ლეგენდას დამალული შვიდი განძის შესახებ.

ჟუჟუანგი

900 წლის წინ აშენებულ ამ ქალაქს "აღმოსავლეთის ვენეციას" უწოდებენ. ქალაქის ცენტრში მდინარე გადის, რომლის გასწვრივაც სახლებია აშენებული. მოსახლეობა კი ნავთ გადაადგილდება.