Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
“საქართველო, ლამაზო...” - ევროკავშირის ელჩის მილოცვა ქართულ ენაზე, პრემიერის და "ოცნების" სხვა ლიდერების გამოსვლა და სიტყვის გარეშე დატოვებული პრეზიდენტი - რა ხდებოდა თავისუფლების მოედანზე?
“საქართველო, ლამაზო...” - ევროკავშირის ელჩის მილოცვა ქართულ ენაზე,  პრემიერის და "ოცნების" სხვა ლიდერების გამოსვლა და სიტყვის გარეშე დატოვებული პრეზიდენტი - რა ხდებოდა თავისუფლების მოედანზე?

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას თბი­ლის­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე აღ­ნიშ­ნა­ვენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა, მთავ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა.

შეკ­რე­ბა­ზე პირ­ვე­ლი სი­ტყვით გა­მომ­სვლე­ლი იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

"ეს ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა გე­კუთ­ვნით თქვენ, ჩვენს და­უ­მარ­ცხე­ბელ, ამაყ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ქარ­თველ ხალ­ხს. დიახ, მე­გობ­რე­ბო, ჩვენ ვიბ­რძო­ლეთ, ბევ­რი ვიბ­რძო­ლეთ და ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვეთ. ჩვენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ხალ­ხმა ერ­თად მო­ვი­პო­ვეთ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი... ჩვენ ვიბ­რძო­ლეთ და ვიშ­რო­მეთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით. ჩვენ ერ­თად მო­ვი­პო­ვეთ ეს გა­მარ­ჯვე­ბა. დიახ, მე­გობ­რე­ბო, ჩვენ არ დავ­დე­ქით ცალ ფეხ­ზე, მუხ­ლის­ჩო­ქებ­ზე, დავ­დე­ქით მტკი­ცედ და ღირ­სე­უ­ლად მო­ვი­პო­ვეთ ეს გა­მარ­ჯვე­ბა... მე მინ­და, გი­თხრათ, რომ ეს გზა, რა თქმა უნდა, არ იყო იოლი. ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი გან­საც­დე­ლი გა­ვი­ა­რეთ, ბევ­რი სირ­თუ­ლე შეგ­ვხვდა, მაგ­რამ მტკი­ცეთ გა­ვი­ა­რეთ ეს გზა და მო­ვე­დით დღე­ვან­დე­ლო­ბამ­დე", - მი­მარ­თა შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა კი­დევ ერთხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შეძ­ლო. "ჩვენ ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვეთ, ერ­თად და­ვა­მარ­ცხეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიდა თუ გარე მტრე­ბი. ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ებ­რძოდ­ნენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას... ჩვენ ასე­ვე თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ მთა­ვა­რი გან­საც­დე­ლი, ომი და უბე­დუ­რე­ბა. ჩვენ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ მშვი­დო­ბა, და­ვი­ცა­ვით ჩვე­ნი ხალ­ხი და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, - თქვა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და გა­ნაგ­რძო, - 14 დე­კემ­ბე­რი და დღე­ვან­დე­ლი დღე შევა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც ამა­ყი და ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ერის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის დღე. დღე­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა გახ­და".

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ევ­რო­პელ, ამე­რი­კელ მე­გობ­რებს და მხარ­დამ­ჭე­რებს, ასე­ვე, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს. "გუ­შინ მე პი­რა­დად გა­და­ვე­ცი მად­ლო­ბა ჩვენს ევ­რო­პელ ლი­დე­რებს, რომ­ლებ­მაც მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რეს", - გა­ნა­ცხა­და მან.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა არის ერ­თი­ან ძლი­ერ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბა. სი­ტყვით ასე­ვე გა­მო­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე.

შეკ­რე­ბას შე­უ­ერ­თდა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ბრძა­ნა, რომ თუკი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­და, მზად იყო სცე­ნი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მი­ე­მარ­თა, თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეს არ გა­ა­კე­თა.

"ჯერ არ ვიცი მბლო­კა­ვენ თუ არა, მე ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტი და იმე­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ, ამი­ტომ არ ვკარ­გავ იმედს.

რო­გორ გგო­ნი­ათ, ყვე­ლა­ფერს არ ვკი­თხუ­ლობ და არ ვის­მენ? არა მაქვს რე­აქ­ცია, რე­აქ­ცია არის, რომ დღეს უნდა ვი­ზე­ი­მოთ, ყვე­ლა ერ­თად ვი­ყოთ, ამის ჩემი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა არის ის, რომ აქ ვდგა­ვარ წყნა­რად, სი­ტყვას მომ­ცე­მენ - ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, არ მომ­ცე­მენ სი­ტყვას - გა­ვივ­ლი ხალ­ხთან, ეს არის და ეს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სა­წყის­ში.

სცე­ნი­დან არა­ვის უხ­სე­ნე­ბია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში. ერ­თა­დერ­თი, ვინც თა­ვი­სი გა­მოს­ვლა პრე­ზი­დენ­ტის მი­სალ­მე­ბით და­ი­წყო ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი იყო.

მან ქარ­თველ ხალ­ხს ქარ­თულ ენა­ზე მი­მარ­თა.

"მო­გე­სალ­მე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, ბა­ტო­ნო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რევ, პო­ლი­ტი­კუ­რო ლი­დე­რე­ბო, ბა­ტო­ნო მერო, ბა­ტო­ნო ელ­ჩე­ბო, ძვირ­ფა­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბავ, გი­ლო­ცავთ, დღეს ის­ტო­რი­უ­ლი დღეა!

ევ­რო­კავ­ში­რის ოც­დაშ­ვიდ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ერ­თხმად გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა.

გი­ლო­ცავთ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს, გი­ლო­ცავთ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, გი­ლო­ცავთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გი­ლო­ცავთ მე­დი­ას. მაგ­რამ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც ერ­თგუ­ლად უჭერს მხარს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ევ­რო­კავ­შირ­ში მკა­ფი­ოდ ის­მის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ხმა. ისე­ვე რო­გორც, აქ და ახლა, მე მეს­მის თქვე­ნი.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის მიერ გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის და­ფა­სე­ბაა. ეს ნამ­დვი­ლად წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბაა. ამი­ტომ, ახლა დროა პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა აღას­რუ­ლონ ხალ­ხის ნება და სწრა­ფად გა­ა­ტა­რონ რე­ფორ­მე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს გერბზე წე­რია - ძალა ერ­თო­ბა­შია. დღეს, ჩემი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლიც სწო­რედ ეს არის - ახლა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დროა! თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ას ქმნის.

ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა მო­ი­ტანს მშვი­დო­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ეკო­ნო­მი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბას თქვენ­თვის, თქვე­ნი ოჯა­ხე­ბი­სა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის. თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი ევ­რო­კავ­შირს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას შე­მა­ტებს.

ეს დღე ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია ჩემ­თვის და ჩემი გუნ­დის­თვის. მი­ხა­რია, რომ ამ დღეს ერ­თად ვზე­ი­მობთ.

კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავ, “სა­ქარ­თვე­ლოო, ლა­მა­ზო, სხვა სა­ქარ­თვე­ლო სად არის?”

წინ, სა­ქარ­თვე­ლო, წინ!" - თქვა მან.

სცე­ნა­ზე მას­თან ერ­თად ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბიც იდ­გნენ. ბა­ტო­ნი ჰერ­ჩინ­სკის გა­მოს­ვლის შემ­დეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე კონ­ცერ­ტი და­ი­წყო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
7

იხარე ერო - მოკვდი მტერო!!!

რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ალბათ გულზე სკდებიან!

რამდენი ბოღმაა ჩაბუდებული მათ სულებში!!!

ქართული ოცნების ამ გამარჯვებას ალბათ ვერ გადაიტანენ...

კიდევ ერთხელ და მრავალჯერ:

იხარე ერო - მოკვდი მტერო!!!

კოტე შავშიშვილი
37

თანაც რო დაიბრალა და მიიწერა ხალხის გამარჯვება :)))))))))

ავტორი:

“საქართველო, ლამაზო...” - ევროკავშირის ელჩის მილოცვა ქართულ ენაზე, პრემიერის და "ოცნების" სხვა ლიდერების გამოსვლა და სიტყვის გარეშე დატოვებული პრეზიდენტი - რა ხდებოდა თავისუფლების მოედანზე?

“საქართველო, ლამაზო...” - ევროკავშირის ელჩის მილოცვა ქართულ ენაზე,  პრემიერის და "ოცნების" სხვა ლიდერების გამოსვლა და სიტყვის გარეშე დატოვებული პრეზიდენტი - რა ხდებოდა თავისუფლების მოედანზე?

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღნიშნავენ. ღონისძიება, მთავრობის ორგანიზებით იმართება.

შეკრებაზე პირველი სიტყვით გამომსვლელი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

"ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, ამაყ, თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს. დიახ, მეგობრებო, ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიბრძოლეთ და ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი... ჩვენ ვიბრძოლეთ და ვიშრომეთ ქართველი ხალხის სახელით. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. დიახ, მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე, მუხლისჩოქებზე, დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება... მე მინდა, გითხრათ, რომ ეს გზა, რა თქმა უნდა, არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ბევრი სირთულე შეგვხვდა, მაგრამ მტკიცეთ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე", - მიმართა შეკრებილ მოქალაქეებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ომის თავიდან აცილება შეძლო. "ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები. ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას... ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი, ომი და უბედურება. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, - თქვა ღარიბაშვილმა და განაგრძო, - 14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა".

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპელ, ამერიკელ მეგობრებს და მხარდამჭერებს, ასევე, ევროკავშირის ელჩს. "გუშინ მე პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ ლიდერებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს", - განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი ოცნება არის ერთიან ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება. სიტყვით ასევე გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

შეკრებას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში ბრძანა, რომ თუკი საშუალება მიეცემოდა, მზად იყო სცენიდან მოქალაქეებისთვის მიემართა, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლება ეს არ გააკეთა.

"ჯერ არ ვიცი მბლოკავენ თუ არა, მე ძალიან ოპტიმისტი და იმედიანი ადამიანი ვარ, ამიტომ არ ვკარგავ იმედს.

როგორ გგონიათ, ყველაფერს არ ვკითხულობ და არ ვისმენ? არა მაქვს რეაქცია, რეაქცია არის, რომ დღეს უნდა ვიზეიმოთ, ყველა ერთად ვიყოთ, ამის ჩემი გამოხატულება არის ის, რომ აქ ვდგავარ წყნარად, სიტყვას მომცემენ - ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ სიტყვას - გავივლი ხალხთან, ეს არის და ეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ღონისძიების დასაწყისში.

სცენიდან არავის უხსენებია სალომე ზურაბიშვილის დამსახურება სტატუსის მიღებაში. ერთადერთი, ვინც თავისი გამოსვლა პრეზიდენტის მისალმებით დაიწყო ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იყო.

მან ქართველ ხალხს ქართულ ენაზე მიმართა.

"მოგესალმებით, ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პოლიტიკურო ლიდერებო, ბატონო მერო, ბატონო ელჩებო, ძვირფასო საზოგადოებავ, გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა!

ევროკავშირის ოცდაშვიდმა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც, აქ და ახლა, მე მესმის თქვენი.

დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.

საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია - ძალა ერთობაშია. დღეს, ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის - ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის.

ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს.

ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ.

კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?”

წინ, საქართველო, წინ!" - თქვა მან.

სცენაზე მასთან ერთად ევროკავშირის ქვეყნების ელჩებიც იდგნენ. ბატონი ჰერჩინსკის გამოსვლის შემდეგ თავისუფლების მოედანზე კონცერტი დაიწყო.

იხილეთ ასევე: