პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოვედი გაცეცხლებული და მთელი საქართველო აქ დამხვდა…" - რა არის ცნობილი "დისნეის" ახალ ანიმაციაზე, რომელმაც ქართველები გაანაწყენა: "This Wish"-მა შემოსავლის სახით უკვე 100 მილიონი მიიღო
"შემოვედი გაცეცხლებული და მთელი საქართველო აქ დამხვდა…" - რა არის ცნობილი "დისნეის" ახალ ანიმაციაზე, რომელმაც ქართველები გაანაწყენა: "This Wish"-მა შემოსავლის სახით უკვე 100 მილიონი მიიღო

"This Wish" - ასე ჰქვია დის­ნე­ის ახალ ანი­მა­ცი­ა­ში გაჟ­ღე­რე­ბულ სიმ­ღე­რას, რომ­ლის ტექტსმაც ქარ­თვე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ნა­წყე­ნა.

Walt Disney Animation Studios წელს 100 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. სპე­ცი­ა­ლუ­რად მა­ყუ­რებ­ლი­სათ­ვის შექ­მნილ ანი­მა­ცი­ა­ში მთა­ვა­რი გმი­რი სიმ­ღე­რას 29 სხვა­დას­ხვა ენა­ზე ას­რუ­ლებს. მათ შო­რის კი, ქარ­თუ­ლად. ჩვენს მშობ­ლი­ურ ენა­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბი ასე ჟღერს "ჰეი, ჰო, ჰო, ჰო, ჰეი, ჰო, ჰო, ჰო, აჰ-აჰ". მას შემ­დეგ რაც, ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლო კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

"Ayayayay და ჯან­და­ბა“

"რა შარ­შია დის­ნეი ნეტა თუ იცის“

"რაც ჩვენ ინ­გლი­სუ­რი სიმ­ღე­რე­ბი გვაქვს ასე ნამ­ღე­რი, დაგ­ვიბ­რუნ­და უკან.“

"რომ და­წე­რონ ეხლა, ბო­დი­ში კომ­პი­უ­ტერ­თან ბავ­შვი იჯ­დაო. ხომ ვართ ღირ­სე­ბი“

"ეს ფილ­მი ამ შეც­დო­მით გავა კი­ნო­ში და მე სახ­ლში ცო­ცხა­ლი არ წა­ვალ!“„აქ ვერ ვის­ხდე­ბით მთე­ლი დღე. ან შეც­ვა­ლეთ ან რა­ღა­ცა ქე­ნით Disney“

"შე­იძ­ლე­ბა ში­ნა­მა­ნა­კე­ნა ჰქონ­დათ მხო­ლოდ მოს­მე­ნი­ლი და ეგ ეგო­ნათ ქარ­თუ­ლი. სხვა ახ­სნას ვერ ვპო­უ­ლობ“

"შე­მო­ვე­დი გა­ცე­ცხლე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რის და­სა­წე­რად და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აქ დამ­ხვდა… თქვეს ყვე­ლა­ფე­რი, ვე­ღარ და­ვა­მა­ტებ ვე­რა­ფერს...“

დის­ნე­ის მიერ გა­და­ღე­ბულ­მა ანი­მა­ცი­ამ, სა­დაც "ქარ­თუ­ლად" ნამ­ღერ­მა „ჰეი ჰეიმ“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­აბ­რა­ზა, სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­სავ­ლის სა­ხით 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ი­ღო. სპე­ცი­ა­ლუ­რად 100 წლის იუ­ბი­ლეს­თვის შექ­მნი­ლი ანი­მა­ცია მოგ­ვი­თხრობს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას აშას ის­ტო­რი­ას, რო­მელ­სა სურ­ვი­ლი აქვს გა­და­არ­ჩი­ნოს თა­ვი­სი სა­მე­ფო ბო­რო­ტი მეფე მაგ­ნი­ფი­კოს­გან.

ანი­მა­ცი­ის კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან The Hunger Games: The Ballad of Songbirds & Snakes და Napoleon. ამ ორმა ფილმმა უკვე აჯო­ბა Wish-ს გა­ყიდ­ვე­ბით, თუმ­ცა, ანი­მა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლია საფ­რან­გეთ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ავ­სტრი­ა­ში, სა­დაც ის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მებს შო­რის მოხ­ვდა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ბი­უ­ჯე­ტი 175 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი­დან 200 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დეა, Wish მა­ინც საკ­მა­ოდ შორს არის სა­ნამ მო­გე­ბა­ზე გავა. თუმ­ცა, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა დის­ნე­ის­თვის, რად­გან ეს ფილ­მი პირ­ვე­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მია 2017 წელს გა­მო­სუ­ლი Coco-ს შემ­დეგ, რო­მე­ლის შე­მო­სა­ვალ­მაც 100 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაალი
0

რაც ვართ ის გვიმღერეს 

გიორგი
0

საქმე გამოგლევიათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შემოვედი გაცეცხლებული და მთელი საქართველო აქ დამხვდა…" - რა არის ცნობილი "დისნეის" ახალ ანიმაციაზე, რომელმაც ქართველები გაანაწყენა: "This Wish"-მა შემოსავლის სახით უკვე 100 მილიონი მიიღო

"შემოვედი გაცეცხლებული და მთელი საქართველო აქ დამხვდა…" - რა არის ცნობილი "დისნეის" ახალ ანიმაციაზე, რომელმაც ქართველები გაანაწყენა: "This Wish"-მა შემოსავლის სახით უკვე 100 მილიონი მიიღო

"This Wish" - ასე ჰქვია დისნეის ახალ ანიმაციაში გაჟღერებულ სიმღერას, რომლის ტექტსმაც ქართველების დიდი ნაწილი გაანაწყენა.

Walt Disney Animation Studios წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სპეციალურად მაყურებლისათვის შექმნილ ანიმაციაში მთავარი გმირი სიმღერას 29 სხვადასხვა ენაზე ასრულებს. მათ შორის კი, ქართულად. ჩვენს მშობლიურ ენაზე წარმოთქმული სიტყვები ასე ჟღერს "ჰეი, ჰო, ჰო, ჰო, ჰეი, ჰო, ჰო, ჰო, აჰ-აჰ". მას შემდეგ რაც, ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ქართველი მომხმარებლების უკმაყოფილო კომენტარები მოჰყვა.

"Ayayayay და ჯანდაბა“

"რა შარშია დისნეი ნეტა თუ იცის“

"რაც ჩვენ ინგლისური სიმღერები გვაქვს ასე ნამღერი, დაგვიბრუნდა უკან.“

"რომ დაწერონ ეხლა, ბოდიში კომპიუტერთან ბავშვი იჯდაო. ხომ ვართ ღირსები“

"ეს ფილმი ამ შეცდომით გავა კინოში და მე სახლში ცოცხალი არ წავალ!“„აქ ვერ ვისხდებით მთელი დღე. ან შეცვალეთ ან რაღაცა ქენით Disney“

"შეიძლება შინამანაკენა ჰქონდათ მხოლოდ მოსმენილი და ეგ ეგონათ ქართული. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ“

"შემოვედი გაცეცხლებული კომენტარის დასაწერად და მთელი საქართველო აქ დამხვდა… თქვეს ყველაფერი, ვეღარ დავამატებ ვერაფერს...“

დისნეის მიერ გადაღებულმა ანიმაციამ, სადაც "ქართულად" ნამღერმა „ჰეი ჰეიმ“ მომხმარებლები გააბრაზა, სამი კვირის განმავლობაში შემოსავლის სახით 100 მილიონი დოლარი მიიღო. სპეციალურად 100 წლის იუბილესთვის შექმნილი ანიმაცია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას აშას ისტორიას, რომელსა სურვილი აქვს გადაარჩინოს თავისი სამეფო ბოროტი მეფე მაგნიფიკოსგან.

ანიმაციის კონკურენტები არიან The Hunger Games: The Ballad of Songbirds & Snakes და Napoleon. ამ ორმა ფილმმა უკვე აჯობა Wish-ს გაყიდვებით, თუმცა, ანიმაცია წარმატებულია საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიასა და ავსტრიაში, სადაც ის საუკეთესო ფილმებს შორის მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიუჯეტი 175 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდეა, Wish მაინც საკმაოდ შორს არის სანამ მოგებაზე გავა. თუმცა, ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა დისნეისთვის, რადგან ეს ფილმი პირველი ორიგინალური ანიმაციური ფილმია 2017 წელს გამოსული Coco-ს შემდეგ, რომელის შემოსავალმაც 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.