Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელებაა, რაც აქ ხდება... ინფრასტრუქტურა - ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული პროდუქტით დამზადებული საკვები" - რას წერს ციხიდან ლაზარე გრიგორიადისი
"საშინელებაა, რაც აქ ხდება... ინფრასტრუქტურა - ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული პროდუქტით დამზადებული საკვები" - რას წერს ციხიდან ლაზარე გრიგორიადისი

მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 21 წლის ლა­ზა­რე გირ­გო­რი­ა­დი­სი გლ­და­ნის მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

წე­რილ­ში გრი­გო­რი­ა­დი­სი აცხა­დებს, რომ ის "არა­ფერს ნა­ნობს“. ასე­ვე, ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ და­დე­ბით გან­წყო­ბას აფიქ­სი­რებს და რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, მისი ოჯა­ხი პრე­ზი­დენტს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

"ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი აპი­რე­ბენ, რომ მი­მარ­თონ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს ჩემს შე­წყა­ლე­ბა­ზე. ჩემი თხოვ­ნა აღარ სჭირ­დე­ბა. მე და­ახ­ლო­ე­ბით ვხვდე­ბი, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბა­ცაა ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი. ასე რომ, ვფიქ­რობ, შეხ­სე­ნე­ბე­ბი, შე­წუ­ხე­ბა არ სჭირ­დე­ბა. თუ შე­მი­წყა­ლებს, პი­რის­პირ გა­ვე­სა­უბ­რე­ბო­დი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით, სა­ერ­თო მიზ­ნე­ბი გვა­მოძ­რა­ვებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. მე ეჭვი არ მე­პა­რე­ბა მის ქმე­დე­ბებ­ში და მის­წრა­ფე­ბებ­ში. ვხე­დავ და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ხე­დავს ყვე­ლა­ფერს, რა­საც ის აკე­თებს ჩვე­ნი ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის. მისი გა­და­სა­წყვე­ტია შე­მი­წყა­ლებს თუ არა, ჩემ შე­ხე­დუ­ლე­ბებს შე­წყა­ლე­ბის ფაქ­ტო­რი არა­ნა­ი­რად არ ცვლის“, - აცხა­დებს გრი­გო­რი­ა­დი­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ტის აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მისი თქმით, აქ­ცი­ა­ზე ევ­რო­პულ კურსს იცავ­და.

"რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის დროს, ჩვენ არა­მარ­ტო კა­ნონს ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით, არა­მედ, ვი­ცავ­დით ჩვენ ევ­რო­პულ კურსს. ასე­ვე, მოგ­ვი­წია შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა იმის შემ­დე­გაც, რაც მათ სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ და­ი­წყეს აქ­ცი­ის დაშ­ლა. აქაც გან­ვმე­ორ­დე­ბი, არა­ფერს ვნა­ნობ“, - აცხა­დებს ბრალ­დე­ბუ­ლი.

ბრალ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვა­ზე, რაც პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის სრო­ლას ეხე­ბა, გრი­გო­რი­ა­დი­სი ასე პა­სუ­ხობს:

"მე ვის­რო­ლე "მო­ლო­ტო­ვი“... მობ­რძან­დნენ ჩემ­თან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, "ლე­ვო­მე­კოლს“ წა­ვუს­ვამ და "babuska boi”-ს მო­ვას­მე­ნი­ნებ“, - აცხა­დებს ბრალ­დე­ბუ­ლი.

ის, ასე­ვე, გლ­და­ნის მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

"სა­ში­ნე­ლე­ბაა, რაც აქ ხდე­ბა, სრუ­ლი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაც არის, დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მე­ნიუ აქვთ, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა - ნა­გა­ვი, სა­ა­ბა­ზა­ნო­ებ­ში ობია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტით დამ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, გა­უ­რე­ცხა­ვი, მო­უ­ხარ­შა­ვი, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი....მა­ღა­ზი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბაც ნა­გა­ვია, რო­გორ მო­ი­გო ტენ­დე­რი შპს “ექ­სპრეს ქსელ­მა”, ვერ ვხვდე­ბი. ორი დღე ერთი და იგი­ვე საკ­ვე­ბია, ოთხშა­ბა­თი, პა­რას­კე­ვი, რად­გან არი­ან პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­ხუ­ლო­ბენ. მარ­ხუ­ლობ, არ მარ­ხუ­ლობ, გწამს, არ გწამს, არ აინ­ტე­რე­სებთ. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა არ გექ­ნე­ბა, რად­გან პა­ტიმ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ქრის­ტი­ა­ნია. არა­ფე­რია, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა პა­ტიმ­რებ­მა ივარ­ჯი­შონ, სა­სე­ირ­ნოდ ჯერ მოხ­დილ სა­კან­ში შე­დი­ხარ, სა­დაც ნორ­მა­ლუ­რად ვერ ირ­ბენ, მა­გი­და სა­კან­ში იმ­დე­ნად უც­ნა­უ­რი ზო­მი­საა, დიდი ხანი თუ გი­წევს წერა, ხატ­ვა, ან რამე მაგ­დაგ­ვა­რი, სკა­მი­დან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დგე­ბი, ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი გა­გიჩ­ნდე­ბა, მა­გი­დას­თან თუ მუ­შა­ობ. და­ჟან­გე­ბუ­ლია თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი, საკ­ნის კა­რე­ბის გარ­და. სუპ­ში მი­ნა­ხავს გა­ყა­ვის­ფრე­ბუ­ლი, დამ­პა­ლი მწვა­ნი­ლი, კატ­ლეტ­ში მი­ნა­ხავს ბუ­სუ­სე­ბი, ჭურ­ჭლის სა­რე­ცხი ღრუბ­ლის მწვა­ნე ნაგ­ლე­ჯი ამო­ვი­ღე ერთხელ, წი­წი­ბუ­რას კე­ფი­რი მო­ვას­ხი და კე­ფი­რი გა­ყა­ვის­ფრდა, ალ­ბათ, იმი­ტომ რომ, გა­უ­რე­ცხა­ვად, პირ­და­პირ ყრი­ან და ხარ­შა­ვენ წი­წი­ბუ­რას. მო­უ­ხარ­შა­ვი კარ­ტო­ფი­ლი შემ­ხვედ­რია სუპ­ში, ამ საკ­ვებს იღებს ყვე­ლა ის პა­ტი­მა­რი, ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, რომ მა­ღა­ზი­ის საკ­ვე­ბი იყი­დოს. არა­ჰი­გი­ე­ნუ­რად მზად­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მოკ­ლედ რომ ვთქვა. დღეს, მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლად გა­დავ­წყვი­ტე, კომ­პო­ტი გა­მე­სინ­ჯა, არ ვიცი, ეს რა იყო, კომ­პოტს რა­ტომ ეძა­ხი­ან, ვერც ამას ვხვდე­ბი, ჩაის კი ჩაის ფერი არ აქვს და "მანი ქა­შის“ გემო აქვს ხოლ­მე. სო­სი­სი, რომ შე­მო­ვე­დი, მა­შინ კარ­გი იყო, ახლა შეც­ვა­ლეს, გე­მოს აღ­წე­რა მი­ჭირს, იმ­დე­ნად ცუ­დია, ბევ­რად იაფი ჯდე­ბა ეს ალ­ბათ, ახლა რი­თაც შეც­ვა­ლეს. მა­ღა­ზი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, რის გა­მოც ვშიმ­ში­ლობ და ხელს "ვი­ჩე­ხავ“, თა­ვი­დან­ვე შე­ვამ­ჩნიე რა­ღაც ხარ­ვე­ზე­ბი მა­ღა­ზი­ის მუ­შა­ო­ბა­ში. რა­დიო ვი­ყი­დე, 3 კვი­რა ელე­მენ­ტე­ბი ვერ ვი­ყი­დე, ბო­ლოს კა­მე­რა დავ­წვი, შე­მო­ი­ტა­ნეს ელე­მენ­ტე­ბი, სი­ა­ში ერთს ვწერ­დი, მე­ო­რე მოჰ­ქონ­დათ, რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა თეთ­რი შო­კო­ლა­დი შავ­ში აგე­რი­ოს, აი, ასე­თი პრი­მი­ტი­უ­ლი შეც­დო­მე­ბით მო­სუ­ლა შეკ­ვე­თა, ერთი-ორი თვის წი­ნან­დელ ამ­ბავს გიყ­ვე­ბით. ყვი­რილს ასე თუ მი­ვეჩ­ვე­ო­დი, არ მე­გო­ნა, ყვე­ლა­ფერ­ზე "ვჭე­დავ“, ამ ბოლო ხა­ნებ­ში, აღარ ვი­კა­ვებ ბრაზს. ახლა ბო­ლოს, ახა­ლი საყ­ვე­დუ­რი მი­ვი­ღე შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა­ზე, ერთი კვი­რა რა­საც ვწერ­დი, არა­ფე­რი ამო­დი­ო­და, ვრჩე­ბო­დი მში­ე­რი. ბო­ლოს, ხელ­სა­ხო­ცი, კეტ­ჩუ­პი და სო­სი­სი დავ­წე­რე, ხელ­სა­ხო­ცი ამო­ვი­და, სო­სი­სი არა. მოკ­ლედ, აბ­სურ­დია, რაც აქ ხდე­ბა. რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ასეთ­მა კომ­პა­ნი­ამ ტენ­დე­რი მო­ი­გოს, ვერ ვი­გებ. თა­ვის ელე­მენ­ტა­რულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ვერ ას­რუ­ლებს, სა­სა­ქონ­ლე ბა­ზა­ში რაც უწე­რია, ის ვერ მო­აქვს მა­ღა­ზი­ამ­დე. დის­ტრი­ბუ­ცი­ის ბრა­ლია, თუ მა­ღა­ზი­ის, არ ვიცი, თან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლიც არა­ვინ არის, შენ თუ მში­ე­რი რჩე­ბი. ახლა ეს სტრა­ტე­გია მაქვს, ვწერ სიას, ყვე­ლა თუ ამო­ვა იქი­დან, ერთ პრო­დუქტს და­ვი­ტო­ვებ და შევ­ჭამ, და­ნარ­ჩენს სხვა სა­კან­ში ვაწ­ვდი სხვას. (ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია, რომ პრო­დუქ­ტე­ბის და­წე­რი­ლი სი­ი­დან ყვე­ლა­ფე­რი ამო­ვი­დეს)“, - აცხა­დებს გრი­გო­რი­ა­დი­სი.

ცნო­ბის­თვის, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩენს რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­უ­ტანს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (პო­ლი­ცი­ე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფა მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით) და 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით (სხვი­სი ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა, ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის ზო­მად 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

7-8 მარ­ტის საქ­მე­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით ჯამ­ში, 6 პირი და­ა­კა­ვეს, მათ­გან 5 ბრალ­დე­ბუ­ლი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
8

ეს ყმაწვილი გზას არის აცდენილი მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ მხოლოდ 21 წლის არის და ქარის წისქვილებს შეებრძოლა თუმცა მამაცობა არ დეწუნება.დააშავა და იხდის კიდევაც სასჯელს, მაგრამ აქ კომენტარებს ვკითხულობ ისეთს რომ სისხლი მეყინება.საიდან ამდენი ბოღმა და სისასტიკე? 

ზურა ჩორჯელი
1

ციხეშია თუ სანატორიუმში? შოკოლადის ფერითაა უკმაყოფილო.

ავტორი:

"საშინელებაა, რაც აქ ხდება... ინფრასტრუქტურა - ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული პროდუქტით დამზადებული საკვები" - რას წერს ციხიდან ლაზარე გრიგორიადისი

"საშინელებაა, რაც აქ ხდება... ინფრასტრუქტურა - ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული პროდუქტით დამზადებული საკვები" - რას წერს ციხიდან ლაზარე გრიგორიადისი

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გირგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს.

წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის "არაფერს ნანობს“. ასევე, ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და როგორც აღნიშნავს, მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

"ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ სალომეს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, შეხსენებები, შეწუხება არ სჭირდება. თუ შემიწყალებს, პირისპირ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით, საერთო მიზნები გვამოძრავებს ხელისუფლებისგან განსხვავებით. მე ეჭვი არ მეპარება მის ქმედებებში და მისწრაფებებში. ვხედავ და საზოგადოებაც ხედავს ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მისი გადასაწყვეტია შემიწყალებს თუ არა, ჩემ შეხედულებებს შეწყალების ფაქტორი არანაირად არ ცვლის“, - აცხადებს გრიგორიადისი.

რაც შეეხება მარტის აქციებში მონაწილეობას, მისი თქმით, აქციაზე ევროპულ კურსს იცავდა.

"რუსული კანონის გაპროტესტების დროს, ჩვენ არამარტო კანონს ვაპროტესტებდით, არამედ, ვიცავდით ჩვენ ევროპულ კურსს. ასევე, მოგვიწია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმის შემდეგაც, რაც მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს აქციის დაშლა. აქაც განვმეორდები, არაფერს ვნანობ“, - აცხადებს ბრალდებული.

ბრალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რაც პოლიციელის მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ეხება, გრიგორიადისი ასე პასუხობს:

"მე ვისროლე "მოლოტოვი“... მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, "ლევომეკოლს“ წავუსვამ და "babuska boi”-ს მოვასმენინებ“, - აცხადებს ბრალდებული.

ის, ასევე, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

"საშინელებაა, რაც აქ ხდება, სრული უპასუხისმგებლობა, კადრების ნაკლებობაც არის, დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა - ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული პროდუქტით დამზადებული საკვები, გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული....მაღაზიის მომსახურებაც ნაგავია, როგორ მოიგო ტენდერი შპს “ექსპრეს ქსელმა”, ვერ ვხვდები. ორი დღე ერთი და იგივე საკვებია, ოთხშაბათი, პარასკევი, რადგან არიან პატიმრები, რომლებიც მარხულობენ. მარხულობ, არ მარხულობ, გწამს, არ გწამს, არ აინტერესებთ. მრავალფეროვნება არ გექნება, რადგან პატიმრების უმეტესობა ქრისტიანია. არაფერია, რითაც შეიძლება პატიმრებმა ივარჯიშონ, სასეირნოდ ჯერ მოხდილ საკანში შედიხარ, სადაც ნორმალურად ვერ ირბენ, მაგიდა საკანში იმდენად უცნაური ზომისაა, დიდი ხანი თუ გიწევს წერა, ხატვა, ან რამე მაგდაგვარი, სკამიდან განადგურებული დგები, ხერხემლის პრობლემები გაგიჩნდება, მაგიდასთან თუ მუშაობ. დაჟანგებულია თითქმის ყველაფერი, საკნის კარების გარდა. სუპში მინახავს გაყავისფრებული, დამპალი მწვანილი, კატლეტში მინახავს ბუსუსები, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის მწვანე ნაგლეჯი ამოვიღე ერთხელ, წიწიბურას კეფირი მოვასხი და კეფირი გაყავისფრდა, ალბათ, იმიტომ რომ, გაურეცხავად, პირდაპირ ყრიან და ხარშავენ წიწიბურას. მოუხარშავი კარტოფილი შემხვედრია სუპში, ამ საკვებს იღებს ყველა ის პატიმარი, ვისაც საშუალება არ აქვს, რომ მაღაზიის საკვები იყიდოს. არაჰიგიენურად მზადდება ყველაფერი, მოკლედ რომ ვთქვა. დღეს, მაგალითად, პირველად გადავწყვიტე, კომპოტი გამესინჯა, არ ვიცი, ეს რა იყო, კომპოტს რატომ ეძახიან, ვერც ამას ვხვდები, ჩაის კი ჩაის ფერი არ აქვს და "მანი ქაშის“ გემო აქვს ხოლმე. სოსისი, რომ შემოვედი, მაშინ კარგი იყო, ახლა შეცვალეს, გემოს აღწერა მიჭირს, იმდენად ცუდია, ბევრად იაფი ჯდება ეს ალბათ, ახლა რითაც შეცვალეს. მაღაზიას რაც შეეხება, რის გამოც ვშიმშილობ და ხელს "ვიჩეხავ“, თავიდანვე შევამჩნიე რაღაც ხარვეზები მაღაზიის მუშაობაში. რადიო ვიყიდე, 3 კვირა ელემენტები ვერ ვიყიდე, ბოლოს კამერა დავწვი, შემოიტანეს ელემენტები, სიაში ერთს ვწერდი, მეორე მოჰქონდათ, რანაირად შეიძლება თეთრი შოკოლადი შავში აგერიოს, აი, ასეთი პრიმიტიული შეცდომებით მოსულა შეკვეთა, ერთი-ორი თვის წინანდელ ამბავს გიყვებით. ყვირილს ასე თუ მივეჩვეოდი, არ მეგონა, ყველაფერზე "ვჭედავ“, ამ ბოლო ხანებში, აღარ ვიკავებ ბრაზს. ახლა ბოლოს, ახალი საყვედური მივიღე შეურაცხყოფის მიყენებაზე, ერთი კვირა რასაც ვწერდი, არაფერი ამოდიოდა, ვრჩებოდი მშიერი. ბოლოს, ხელსახოცი, კეტჩუპი და სოსისი დავწერე, ხელსახოცი ამოვიდა, სოსისი არა. მოკლედ, აბსურდია, რაც აქ ხდება. რანაირად შეიძლება ასეთმა კომპანიამ ტენდერი მოიგოს, ვერ ვიგებ. თავის ელემენტარულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სასაქონლე ბაზაში რაც უწერია, ის ვერ მოაქვს მაღაზიამდე. დისტრიბუციის ბრალია, თუ მაღაზიის, არ ვიცი, თან პასუხისმგებელიც არავინ არის, შენ თუ მშიერი რჩები. ახლა ეს სტრატეგია მაქვს, ვწერ სიას, ყველა თუ ამოვა იქიდან, ერთ პროდუქტს დავიტოვებ და შევჭამ, დანარჩენს სხვა საკანში ვაწვდი სხვას. (ძალიან იშვიათია, რომ პროდუქტების დაწერილი სიიდან ყველაფერი ამოვიდეს)“, - აცხადებს გრიგორიადისი.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს სასამართლო განაჩენს რამდენიმე დღეში გამოუტანს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.