ავტორი:

"თუ ფართომასშტაბიანი მშენებლობები გაგრძელდა, ზღვა ხმელეთისკენ გადაინაცვლებს და ყველაფერს ჩაძირავს“ - საფრთხე, რომელიც სპეციალისტების აზრით, შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს

"თუ ფართომასშტაბიანი მშენებლობები გაგრძელდა, ზღვა ხმელეთისკენ გადაინაცვლებს და ყველაფერს ჩაძირავს“ - საფრთხე, რომელიც სპეციალისტების აზრით, შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს

ამ დღეებში შავი ზღვისპირა ქვეყნებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რასაც ნგრევა მოჰყვა, მათ შორის ჩვენს სანაპიროებზეც - აჭარაში (ასევე, აფხაზეთში) 8-ბალიანი შტორმით დაინგრა სანაპიროს დამცავი ჯებირები, კაფეები და რესტორნები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვა ნაგებობები. როგორც აღმოჩნდა ბოლო 100 წლის განმავლობაში ზღვაზე ამ სიმძლავრის შტორმი პირველად დაფიქსირდა (2017 წელს 7-ბალიანი იყო ბათუმში). მართალია, სტიქიური მოვლენები ჩვენგან დამოუკიდებლად ვითარდება, თუმცა ბოლო 100-წლეულის განმავლობაში სწორედ ადამიანის ნამოქმედარი უწყობს ხელს სტიქიების დროს მსხვერპლის რაოდენობის ზრდას.

სპეციალისტების თქმით, კოლხეთის სანაპიროების გეოლოგიურმა უნიკალურობამ შესაძლოა ზღვა ჩვენთვის უფრო საშიში გახადოს, ვიდრე სხვა საზღვაო ქვეყნებისათვის. რაში გამოიხატება საქართველოს სანაპიროების უნიკალურობა, რა დინამიკით ვითარდება შტორმები და რატომ გვემუქრება უფრო მეტად ჩვენ, ამის შესახებ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს იზო მაჭუტაძეს ვესაუბრეთ. სწორედ ქალბატონ იზოს შრომებზე დაყრდნობით მიანიჭა იუნესკომ კოლხეთის დაბლობს მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი.

- მართალია, ზღვის სტიქიები, შტორმები ყველგან არის, მთელი დედამიწის საზღვაო სივრცეებში, თუმცა მისი განვითარება და შედეგები ბევრად არის დამოკიდებული გეოგრაფიულ მდებარეობასა და ეკოლოგიურ ცვლილებებზე.

საქართველოს სანაპიროების ბედს ის გლობალური ეკოლოგიური ცვლილებები წყვეტს, რომელთანაც ბრძოლაში ვერც მეცნიერები, ვერც პრაქტიკოსები, სამწუხაროდ, ვერაფერს გავხდით. ჩვენი ბედი ჩვენზე ძლიერმა გადაწყვიტა, თუმცა, ჩემი რწმენით, შესაძლოა გადაწყვეტილება თავად საქართველოს სახელმწიფოს მიეღო. ასეთი გადამწყვეტი ეკოცვლილებაა თურქეთში მდინარე ჭოროხის დაგუბება და მასზე კაშხლების აგება. სანამ პროექტი დაიწყებოდა, მანამდე მოვამზადეთ სხვადასხვა პროფილის მეცნიერებმა პროექტი, თუ რატომ არ შეიძლებოდა ჭოროხის კაშხალიზაცია და რა შედეგებს მოგვიტანდა, რომ გრძელვადიან პერიოდში ის ჩვენს ქვეყანაზე უკიდურესად უარყოფით გავლენას იქონიებდა, რადგან მდინარე ჭოროხი შეწყვეტდა ზღვაში ნატანი მასალების ჩატანას, ხოლო როდესაც ზღვას ეს საკვები შეუწყდებოდა, შეიცვლებოდა სანაპირო ზოლის რელიეფი, ზღვა ხმელეთის სიღრმეში წაიწევდა, მით უფრო, სტიქიების გავლენით. სამწუხაროდ, ჩვენი პროექტი საქართველოს სახელმწიფომ არ გაითვალისწინა და არ დაამტკიცა. შემდეგ კი ასეც მოხდა, - ჭოროხის დაგუბებით შეწყდა ჩვენი სანაპიროების კვება, უარყოფითი შედეგი კი თანდათან გამოიკვეთა, რაც უფრო გაძლიერდება მომავალში. თურქეთის კაშხლების მშენებლობისას ჩიოდა ბათუმში ადლიის ტერიტორიის მოსახლეობა, გვიშველეთ, ზღვა გვტბორავსო. დღეს უკვე ადლიის იმ ტერიტორიის თითქმის კილომეტრიანი ზოლი წყალშია ჩაძირული. შტორმის ძალამაც, ცხადია, ქალაქისაკენ ღრმად გადმოინაცვლა და უფრო მეტად გვანგრევს. წინ კიდევ ერთი, მკვეთრად უარყოფითი შედეგების მომტანი პროექტი გველოდება - ანაკლიის პორტის მშენებლობა. მის შესახებ სახელმწიფო ასევე არ ითვალისწინებს მეცნიერების პროგნოზებს.

ანაკლიის პორტის აშენების შემთხვევაში ორი მკვეთრად განსხვავებული შედეგი გველოდება. პირველი უსათუოდ არის მისი ეკონომიკური სარგებლობა ქვეყნისთვის, მეორე კი ეკოლოგიური ზიანი, რომელიც უფრო ბევრ რამეს დაგვიზიანებს, ვიდრე მოვიგებთ. საქმე ის არის, რომ ჩვენს სანაპიროებს, როგორც ბუნებაში ყველაფერს, აქვს თავისი უნიკალურობა. ჩვენი სანაპიროების უნიკალურობა მის რელიეფში გამოიხატება. გეოლოგიურ წარსულში, კავკასიის ჩამოყალიბების დასრულებისას, მთელ კოლხეთის დაბლობზე, მათ შორის, აფხაზეთშიც, ბუნებამ შექმნა დიუნები - ფართომასშტაბიანი ქვიშიანი ბორცვები, რომელთა დახმარებით ზღვამ უკან დაიხია, დატოვა კოლხეთის დაბლობი. დიუნები შედგება სამი საფეხურისაგან: პირველი საკუთრივ ზღვის სანაპირო ზოლშია; მეორე - კოლხეთის ჭაობიან ადგილებში; მესამე კი მთების სახით გვაქვს. აი, ამიტომაც არის კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები (აფხაზეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ჩათვლით) მთელ მსოფლიოში ერთადერთი განსაკუთრებული მცენარეული საფრით, რისი ფასიც იცის მთელმა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ და რის გამოც მიანიჭა კიდეც იუნესკომ კოლხეთის დაბლობს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი. არასოდეს დამავიწყდება, როგორ მკითხეს ავსტრალიაში კონფერენციაზე, ნუთუ თქვენ იმ ქვეყნიდან ხართ, სადაც ასეთი უნიკალური ლანდშაფტიაო? დიახ, ჩვენ ასეთი ქვეყნიდან ვართ და მისი ფასი არ ვიცით.

ფართომასშტაბიანი მშენებლობები უთუოდ დაშლის დიუნებს და ზღვას კოლხეთის დაბლობზე წასწევს. მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობის გამოც. კოლხეთის დაბლობის ზოგიერთი ადგილი, მაგალითად, ქობულეთი, ზღვის დონიდან მხოლოდ 0 მეტრზეა, ანუ უფრო დაბლა, ვიდრე ზღვა. ასეა არაერთი მიმდებარე ტერიტორია. რა მოხდება თუკი სანაპიროს დიუნებს მოვშლით? ზღვა გადმოდინდება უფრო დაბალ ტერიტორიებზე და ხმელეთს დაფარავს! ამიტომაც არის ანაკლიის მშენებლობა უკიდურესად სარისკო.

გარდა იმისა, რომ თავად ანაკლია ზღვის დონიდან მხოლოდ 3 მეტრის სიმაღლეზეა, მას აქვს 12-კილომეტრიანი წმინდა სილის დაფერდებული პლაჟი, რომელიც ფართო მშენებლობისას მთლიანად ირღვევა. ამიტომაც დაფიქსირდა აქ პორტის მშენებლობისას ლოგიკური მოვლენა - როგორც კი პორტის ნაგებობების საძირკველს ტექნიკით მოასუფთავებდნენ, ზღვა პლაჟზე შევარდებოდა, სილას წაიღებდა და მოსუფთავებულ ადგილს შლამით აავსებდა. ვთქვათ ტექნიკურად მაინც შესაძლებელი გახდა პორტის აშენება, მერე სად წავა ზღვის წყალი, მით უფრო შტორმის დროს? ცხადია, დროთა განმავლობაში ხმელეთისაკენ გადაინაცვლებს და ჩაძირავს... განაგრძეთ კითხვა

ნახეთ ასევე: