პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ჰოლდინგმა" თბილისში ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა
"თეგეტა ჰოლდინგმა" თბილისში ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა

2 კვი­რაა, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მიერ შე­მოყ­ვა­ნი­ლი ელექტრო­ავ­ტო­ბუ­სი გა­და­ად­გილ­დე­ბა. BYD-ის ბრენ­დის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მგზავ­რებს N321 სა­მარ­შრუ­ტო ხაზ­ზე ემ­სა­ხუ­რე­ბა, ქა­ლაქ­ში სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში გა­ეშ­ვა. ჩი­ნუ­რი ავ­ტო­გი­გან­ტი და ელექტრო­მი­მარ­თუ­ლე­ბით ნო­ვა­ტო­რი კომ­პა­ნია BYD, ჩი­ნე­თის გარ­და, ფა­რავს ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტებს და უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს.

ელექტრო­ავ­ტო­ბუსს „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბასი“ ფლობს და ის თბი­ლი­სამ­დე ერევ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ასე­ვე სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში, ერთი თვით იყო გაგ­ზავ­ნი­ლი.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ეს არის სა­ტეს­ტო პე­რი­ო­დი რო­გორც თე­გე­ტას­თვის, ისე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თვის, რათა ყვე­ლა მხა­რემ შეძ­ლოს, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ელექტროტ­რან­სპორ­ტის სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რე­ა­ლუ­რად გან­სა­ზღვროს.

გი­ორ­გი პა­პოშ­ვი­ლი, „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბა­სის“ ავ­ტო­ბუ­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსოფ­ლიო უკვე შე­თან­ხმდა, რომ ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის მო­მა­ვა­ლი ელექტრი­ფი­კა­ცი­ას­თან სულ უფრო სწრა­ფი ტემ­პე­ბით იკ­ვე­თე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა წამ­ყვა­ნი ბრენ­დი ცდი­ლობს, არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია ელექტრო­ალ­ტერ­ნა­ტი­ვას მო­არ­გოს. ამ მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ონ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნო­ვა­ტო­რი კვლავ თე­გე­ტაა.

მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რო­მელ­საც ელექტროტ­რან­სპორ­ტის შერ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა, არის ბა­ტა­რე­ის მო­ცუ­ლო­ბა. BYD-ის ელექტრო­ავ­ტო­ბუ­სი, ბევრ სხვა მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­თან ერ­თად, ამი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია. ის აღ­ჭურ­ვი­ლია სწრა­ფი დამ­ტე­ნით, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ მას შე­უძ­ლია 0%-იდან 100%-ამდე ელექტრო­ე­ნერ­გი­ით შევ­სე­ბა სულ რა­ღაც 4 სა­ათ­ში და ერთი და­მუხ­ტვით 450 კი­ლო­მეტრს გა­დის“.

რო­გორც გა­ირ­კვა, ელექტრო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის პარ­კის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ მომ­ზა­დე­ბას, მარ­თვი­სა და და­გეგ­მვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კის და­ნერგვას მო­ი­თხოვს. ელექტრო­ავ­ტო­ბუ­სის სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში გაშ­ვე­ბა კი ერთ-ერთი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია იმის­თვის, რომ სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა­ში თე­გე­ტა მსგავს პრო­ექ­ტებს მზად შეხ­ვდეს.

გი­ორ­გი პა­პოშ­ვი­ლი, „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბა­სის“ ავ­ტო­ბუ­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „ელექტრო­ტექ­ნი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ შე­ხე­ბა გვაქვს მა­ღალ ძაბ­ვას­თან, პირ­ველ ად­გილ­ზე დგას უსაფრ­თხო­ე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მზა­ო­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი, გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

რო­გორც ყო­ველ­თვის, ვცდი­ლობთ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ნო­ვა­ტო­რე­ბი ვი­ყოთ, ბა­ზარ­ზე მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცია და­ვი­კა­ვოთ და ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად და მოქ­ნი­ლად ვი­მოქ­მე­დოთ“.

ელექტრო­ავ­ტო­ბუ­სი თბი­ლის­ში, N321 სა­მარ­შრუ­ტო ხაზ­ზე მგზავ­რებს 15 დე­კემ­ბრამ­დე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ერ­თთვი­ა­ნი სა­ტეს­ტო ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, რო­გორც თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­გან, ისე თე­გე­ტას­გან, შე­ფას­დე­ბა გან­ვლი­ლი პე­რი­ო­დი და სა­მო­მავ­ლოდ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა.

NS

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

ჩინური ივარგეებს ესაა საქმე!!

ალექს
2

აბა რა გეგონათ ტროლეიბუსები რომ რიგელებიანად და ტრამვაი რელსებიანად ჯართში ჩააბარეთ ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგმა" თბილისში ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა

"თეგეტა ჰოლდინგმა" თბილისში ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა

2 კვირაა, თბილისის ქუჩებში „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ შემოყვანილი ელექტროავტობუსი გადაადგილდება. BYD-ის ბრენდის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მგზავრებს N321 სამარშრუტო ხაზზე ემსახურება, ქალაქში სატესტო რეჟიმში გაეშვა. ჩინური ავტოგიგანტი და ელექტრომიმართულებით ნოვატორი კომპანია BYD, ჩინეთის გარდა, ფარავს ამერიკისა და ევროპის კონტინენტებს და უამრავ ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს.

ელექტროავტობუსს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ფლობს და ის თბილისამდე ერევნის მუნიციპალიტეტში, ასევე სატესტო რეჟიმში, ერთი თვით იყო გაგზავნილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის სატესტო პერიოდი როგორც თეგეტასთვის, ისე მუნიციპალიტეტებისთვის, რათა ყველა მხარემ შეძლოს, მუნიციპალური ელექტროტრანსპორტის სამომავლო პერსპექტივები, საჭიროებები და შესაძლებლობები რეალურად განსაზღვროს.

გიორგი პაპოშვილი, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „მოგეხსენებათ, მსოფლიო უკვე შეთანხმდა, რომ ავტოინდუსტრიის მომავალი ელექტრიფიკაციასთან სულ უფრო სწრაფი ტემპებით იკვეთება და, შესაბამისად, ყველა წამყვანი ბრენდი ცდილობს, არსებული პროდუქცია ელექტროალტერნატივას მოარგოს. ამ მხრივ, საქართველოსა და რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით ნოვატორი კვლავ თეგეტაა.

მთავარი მახასიათებელი, რომელსაც ელექტროტრანსპორტის შერჩევისას ყურადღება ექცევა, არის ბატარეის მოცულობა. BYD-ის ელექტროავტობუსი, ბევრ სხვა მახასიათებელთან ერთად, ამითაც გამორჩეულია. ის აღჭურვილია სწრაფი დამტენით, რაც გულისხმობს, რომ მას შეუძლია 0%-იდან 100%-ამდე ელექტროენერგიით შევსება სულ რაღაც 4 საათში და ერთი დამუხტვით 450 კილომეტრს გადის“.

როგორც გაირკვა, ელექტროავტობუსებით მუნიციპალიტეტის პარკის გამრავალფეროვნება განსაკუთრებით დიდ ინფრასტრუქტურულ მომზადებას, მართვისა და დაგეგმვის განსხვავებული სპეციფიკის დანერგვას მოითხოვს. ელექტროავტობუსის სატესტო რეჟიმში გაშვება კი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ სამომავლო პერსპექტივაში თეგეტა მსგავს პროექტებს მზად შეხვდეს.

გიორგი პაპოშვილი, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ელექტროტექნიკასთან დაკავშირებით ნებისმიერი ავტორიზაციის მიღებას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ შეხება გვაქვს მაღალ ძაბვასთან, პირველ ადგილზე დგას უსაფრთხოება და ამ ყველაფრისთვის მზაობას სპეციალური ტრენინგები, გადამზადების კურსები, აღჭურვილობა და პროფესიონალების ჩართულობა სჭირდება.

როგორც ყოველთვის, ვცდილობთ, ამ მიმართულებითაც ნოვატორები ვიყოთ, ბაზარზე მოწინავე პოზიცია დავიკავოთ და ნებისმიერი ახალი მოთხოვნის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად და მოქნილად ვიმოქმედოთ“.

ელექტროავტობუსი თბილისში, N321 სამარშრუტო ხაზზე მგზავრებს 15 დეკემბრამდე მოემსახურება. ერთთვიანი სატესტო ვადის ამოწურვის შემდეგ, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტისგან, ისე თეგეტასგან, შეფასდება განვლილი პერიოდი და სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარებისთვის მუშაობა გაგრძელდება.

NS