საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტი: "სამხედრო ატაშეების მარათონი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად გაიმართა"
სილქნეტი: "სამხედრო ატაშეების მარათონი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად გაიმართა"

თბი­ლი­სის სამ­ხედ­რო ატა­შე­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ, ლი­სის ტბა­ზე, „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დის“ მხარ­და­სა­ჭე­რად, საქ­ველ­მოქ­მე­დო მა­რა­თო­ნი გა­მარ­თა. საქ­ველ­მოქ­მე­დო გარ­ბენს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­ელ­ჩო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა მო­ხა­ლი­სე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლებ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი შე­უ­ერ­თდნენ.

„ესაა პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხატ­ვა. ჩვენ გვსურს შე­ვახ­სე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ გვყავს ხალ­ხი, რო­მელ­მაც ბევ­რი მა­მა­ცუ­რი საქ­მე გა­ა­კე­თა სამ­შობ­ლოს­თვის. „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დის“ არ­სე­ბო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა . ფონ­დი მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებს. ის ყო­ველ­წლი­უ­რად მრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რებს.ფონ­დი საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნე­ბის­თვის თან­ხას იძი­ებს და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას უწყობს ხელს.“ - გა­ნა­ცხა­და რეთ კრის­ტენ­სენ­მა - აშშ-ს სამ­ხედ­რო ატა­შემ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

საქ­ველ­მოქ­მე­დო მა­რა­თო­ნის­თვის, მო­ნა­წი­ლე­თა მხრი­დან, თან­ხე­ბიც შეგ­როვ­და, რო­მე­ლიც სრუ­ლად გა­და­ი­რი­ცხა "დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდში".

„ჩვენ უნდა შე­ვახ­სე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მთელ ქვე­ყა­ნას და არა მხო­ლოდ მათ, ვინც თავ­დაც­ვის ძა­ლებ­შია გა­წევ­რე­ბუ­ლი, რომ ისი­ნი, ვინც მსა­ხუ­რო­ბენ და კვლა­ვაც იმ­სა­ხუ­რე­ბენ, არა­სო­დეს იქ­ნე­ბი­ან და­ვი­წყე­ბულ­ნი.“ - გა­ნა­ცხა­და დო­ნა­ტას რუპ­შის­მა - ლი­ე­ტუ­ვის სამ­ხედ­რო ატა­შემ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დი“, რომ­ლის გარ­შე­მოც გა­ერ­თი­ან­დნენ მა­რა­თო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, 2018 წელს კომ­პა­ნია სილ­ქნეტ­მა და­ა­ფუძნა. ფონ­დის ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რი­ცხვი რამ­დე­ნი­მე ასე­ულს უტოლ­დე­ბა. და­შა­ვე­ბულ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და სხვა სა­ჭი­რო­ე­ბებს ხმარ­დე­ბა ფონდში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი დო­ნა­ცია. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ფონ­დის სახ­სრე­ბი­დან 2,226,643.95 ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლი. სილ­ქნე­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 1 300 000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, საქ­ველ­მოქ­მე­დო მა­რა­თო­ნი და მსგავ­სი მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ე­ბი, თა­ნად­გო­მის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია და ხელს უწყო­ბენ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უძ­ლია თვა­ლი ადევ­ნოს ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბას სა­იტ­ზე wwsf.ge. ფონ­დის საქ­ველ­მოქ­მე­დო ნო­მე­რია - 0 091 777 771. ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლა­რია.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინა
0

დაუნიშნეთ ამ ადამიანებს ღირსეული პენსიები და თავს "დახმარების" ფონდების გარეშეც უშველიან...

გიო
0

მე თუ მკითხავთ, პარლამენტარებს საკუთარი ხელფასების გაზრდაზე კი არ უნდა ეფიქრათ, ამ დამსახურებული ხალხისთვის უნდა მიეცათ კარგი პენსიები...

ავტორი:

სილქნეტი: "სამხედრო ატაშეების მარათონი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად გაიმართა"

სილქნეტი: "სამხედრო ატაშეების მარათონი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად გაიმართა"

თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციამ, ლისის ტბაზე, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად, საქველმოქმედო მარათონი გამართა. საქველმოქმედო გარბენს არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოების წარმომადგენლები, სხვადასხვა მოხალისე ორგანიზაციები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ.

„ესაა პატივისცემის გამოხატვა. ჩვენ გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ გვყავს ხალხი, რომელმაც ბევრი მამაცური საქმე გააკეთა სამშობლოსთვის. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ არსებობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა . ფონდი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ის ყოველწლიურად მრავალი ღონისძიებას ატარებს.ფონდი საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხას იძიებს და ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.“ - განაცხადა რეთ კრისტენსენმა - აშშ-ს სამხედრო ატაშემ საქართველოში.

საქველმოქმედო მარათონისთვის, მონაწილეთა მხრიდან, თანხებიც შეგროვდა, რომელიც სრულად გადაირიცხა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში".

„ჩვენ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, მთელ ქვეყანას და არა მხოლოდ მათ, ვინც თავდაცვის ძალებშია გაწევრებული, რომ ისინი, ვინც მსახურობენ და კვლავაც იმსახურებენ, არასოდეს იქნებიან დავიწყებულნი.“ - განაცხადა დონატას რუპშისმა - ლიეტუვის სამხედრო ატაშემ საქართველოში.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომლის გარშემოც გაერთიანდნენ მარათონის მონაწილეები, 2018 წელს კომპანია სილქნეტმა დააფუძნა. ფონდის ბენეფიციართა რიცხვი რამდენიმე ასეულს უტოლდება. დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრების სამედიცინო, სარეაბილიტაციო და სხვა საჭიროებებს ხმარდება ფონდში განხორციელებული თითოეული დონაცია. დღეის მდგომარეობით, ფონდის სახსრებიდან 2,226,643.95 ლარია დახარჯული. სილქნეტის თანამონაწილეობა 1 300 000 ლარით განისაზღვრება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქველმოქმედო მარათონი და მსგავსი მხარდამჭერი აქციები, თანადგომის საუკეთესო მაგალითია და ხელს უწყობენ ცნობიერების ამაღლებას.

დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია თვალი ადევნოს ფონდის საქმიანობას საიტზე wwsf.ge. ფონდის საქველმოქმედო ნომერია - 0 091 777 771. ზარის ღირებულება 1 ლარია.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"