საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი "ნაცბელადის“ ბიძას იქნებ სთხოვოთ, ეგება გამობრძანდეს და ხალხს უთხრას, რა ბოღმა გააჩნია საკუთარი ერისა და ქვეყნის მიმართ“ - რას აცხადებს მათიკაშვილი თემურ ალასანიაზე?
"დიდი "ნაცბელადის“ ბიძას იქნებ სთხოვოთ, ეგება გამობრძანდეს და ხალხს უთხრას, რა ბოღმა გააჩნია საკუთარი ერისა და ქვეყნის მიმართ“ - რას აცხადებს მათიკაშვილი თემურ ალასანიაზე?

და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი - რაც მეტს ვუს­მენ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“, ვრწმუნ­დე­ბი, რომ "არ გა­თეთრდე­ბის ყო­რა­ნი“ - "რაც მტრო­ბას და­უნ­გრე­ვია, სიყ­ვა­რულს უშე­ნე­ბი­აო“ და ჩვენ სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვაღ­წევთ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას.

რაც მეტს ვუს­მენ ჩვენს ოპო­ნენ­ტებს, მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი, რომ "არ გა­თეთრდე­ბის ყო­რა­ნი, რაც უნდა ხეხო ქვი­ში­თა“ - ერთ რა­ღა­ცას ვე­ტყვი ალა­სა­ნი­ა­საც, სა­ა­კაშ­ვილ­საც და ზო­გა­დად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, რომ არა სა­არ­ჩევ­ნო გზით, ვე­რას­დროს მოხ­ვალთ ვერც თქვენ და ვერც სხვა ძალა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში ძმა­თა შო­რის, ომი არას­დროს აღარ მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მა სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან პარ­ლა­მენ­ტი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძას თე­მურ ალა­სა­ნი­ას მი­მარ­თა, გა­მო­ვი­დეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აუხ­სნას, "რა და­უ­შა­ვა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და სა­ქარ­თვე­ლომ მას ასე­თი, რომ ასე შე­ი­ძულა“.

"ჩვენს ოპო­ნენ­ტებს მინ­და მივ­მარ­თო, ვი­საც ბა­ტონ ალა­სა­ნი­ას­თან მი­უწ­ვდე­ბა ხმა, ჩვენ ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა არ გაგ­ვაჩ­ნია და თქვენ ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ, რომ ამ დიდი "ნაც­ბე­ლა­დის“ ბი­ძას სთხო­ვოთ, ეგე­ბა გა­მობ­რძან­დეს ეს ადა­მი­ა­ნი და ქვე­ყა­ნას აუხ­სნას, ხალ­ხს უთხრას, რა და­უ­შა­ვა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და სა­ქარ­თვე­ლომ ამ კაცს ასე­თი, რომ ასე შე­ი­ძუ­ლა და ეს ბოღ­მა გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი ერი­სა და ქვეყ­ნის მი­მართ. ეს ყოვ­ლად ბინ­ძუ­რი მუ­სა­ი­ფი, რო­მე­ლიც მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მო­ის­მი­ნა ლიფ­ტში ბიძა -დის­შვილს შო­რის შემ­დგა­რი, ერ­თმა­ნეთს რომ უზი­ა­რებ­დნენ, რა უნდა და­მარ­თონ თა­ვის მშობ­ლი­ურ ხალ­ხს, რომ მერე კარ­გად მარ­თონ. ეს უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც იქ მო­ის­მი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თე­ო­რე­ტი­კო­სის და პრაქ­ტი­კო­სის სა­უ­ბა­რი, თე­ო­რე­ტი­კო­სი ბიძა, რო­მე­ლიც ას­წავ­ლის დის­შვილს, რო­გო­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი და ღირ­სე­ბის აყ­რით უნდა მარ­თო, ერ­თა­დერ­თი გზა არის ქარ­თვე­ლე­ბის მარ­თვი­სო, ძა­ლა­დო­ბით, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და ტე­რო­რით უნდა მარ­თოო შენი ქვე­ყა­ნა და დის­შვი­ლიც რო­გორ თან­ხმდე­ბა, რო­გორ ას­რუ­ლებს, ცხოვ­რე­ბა­ში რე­ა­ლი­ზე­ბას რო­გორ უკე­თებს ამ იდე­ებს. ვაშ­ლი ხომ ვაშ­ლის ხის­გან შორს არ ვარ­დე­ბა!

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე აქ ხომ ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს და ლუსტრი­რე­ბა ხდე­ბა თვი­თონ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ იმ იდე­ო­ლო­გი­ის, რო­მე­ლიც აქვს პარ­ტი­ას, სა­ა­კაშ­ვილს, ალა­სა­ნი­ას და ყვე­ლას, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გზით თუკი ვერ მოხ­ვალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ის ძა­ლა­დო­ბით მო­ი­პო­ვო და მე­ო­რე ნა­წი­ლი, რო­გორ შე­მო­ი­ტყუო კი­დევ ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორ ჩა­ა­ბა­რო მას ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რო­გორ გა­ხა­დო შენი ქვე­ყა­ნა ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის სფე­რო, რომ ამ უდი­დეს ძა­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა სულ გაქ­რეს და აორ­თქლდეს სა­ქარ­თვე­ლო, რა­ნა­ი­რად უნდა მო­ა­ხერ­ხო, თუ არა იმით, რაც ალა­სა­ნი­ამ ბრძა­ნა.

მაგ­რამ ერთ რა­ღა­ცას ვე­ტყვი ალა­სა­ნი­ა­საც, სა­ა­კაშ­ვილ­საც და ზო­გა­დად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, რომ არა სა­არ­ჩევ­ნო გზით, ვე­რას­დროს მოხ­ვალთ ვერც თქვენ და ვერც სხვა ძალა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და მე­ო­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძმა­თა­შო­რის ომი არას­დროს აღარ მოხ­დე­ბა. "რაც მტრო­ბას და­უნ­გრე­ვია, სიყ­ვა­რულს უშე­ნე­ბია“ და ჩვენ სიყ­ვა­რუ­ლით, ძმო­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბით და ქვეყ­ნის პროგ­რე­სით მი­ვაღ­წევთ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას და ჩვე­ნი აფხა­ზი და ოსი ძმე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მა­თი­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სურენა
1

ძიაძია ტიმურს $$$ უყვარს ნამეტნავად, ამისათვის მშობლიურ КГБ საც კი დაადო და საქართველოს დახურდავება რა პრობლემაა. თან კეზერასავით ყოჩაღი ბიჭი რო გეყოლება პარტნიორად))

ნინა
6

მათიკაშვილს რა დაუშავა ხალხმა? ბიუჯეტს რომ გვიჭამს, მილიონერი რითი გახდა? მშიერი და გაღატაკებულია ქართველი ხალხი, პასუხი გაგვცეს რატომ ანგრევს ქვეყანას? სიძულოვილს რატომ თესავს? რატომ ეწევა რუსულ პოლიტიკას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დიდი "ნაცბელადის“ ბიძას იქნებ სთხოვოთ, ეგება გამობრძანდეს და ხალხს უთხრას, რა ბოღმა გააჩნია საკუთარი ერისა და ქვეყნის მიმართ“ - რას აცხადებს მათიკაშვილი თემურ ალასანიაზე?

"დიდი "ნაცბელადის“ ბიძას იქნებ სთხოვოთ, ეგება გამობრძანდეს და ხალხს უთხრას, რა ბოღმა გააჩნია საკუთარი ერისა და ქვეყნის მიმართ“ - რას აცხადებს მათიკაშვილი თემურ ალასანიაზე?

დავით მათიკაშვილი - რაც მეტს ვუსმენ "ნაცმოძრაობას“, ვრწმუნდები, რომ "არ გათეთრდების ყორანი“ - "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო“ და ჩვენ სიყვარულით მივაღწევთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

რაც მეტს ვუსმენ ჩვენს ოპონენტებს, მეტად ვრწმუნდები, რომ "არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“ - ერთ რაღაცას ვეტყვი ალასანიასაც, სააკაშვილსაც და ზოგადად "ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არა საარჩევნო გზით, ვერასდროს მოხვალთ ვერც თქვენ და ვერც სხვა ძალა ხელისუფლებაში და საქართველოში ძმათა შორის, ომი არასდროს აღარ მოხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან პარლამენტიდან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას მიმართა, გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას, "რა დაუშავა ქართველმა ხალხმა და საქართველომ მას ასეთი, რომ ასე შეიძულა“.

"ჩვენს ოპონენტებს მინდა მივმართო, ვისაც ბატონ ალასანიასთან მიუწვდება ხმა, ჩვენ ეს ბედნიერება არ გაგვაჩნია და თქვენ ვისაც შეგიძლიათ, რომ ამ დიდი "ნაცბელადის“ ბიძას სთხოვოთ, ეგება გამობრძანდეს ეს ადამიანი და ქვეყანას აუხსნას, ხალხს უთხრას, რა დაუშავა ქართველმა ხალხმა და საქართველომ ამ კაცს ასეთი, რომ ასე შეიძულა და ეს ბოღმა გააჩნია საკუთარი ერისა და ქვეყნის მიმართ. ეს ყოვლად ბინძური მუსაიფი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ მოისმინა ლიფტში ბიძა -დისშვილს შორის შემდგარი, ერთმანეთს რომ უზიარებდნენ, რა უნდა დამართონ თავის მშობლიურ ხალხს, რომ მერე კარგად მართონ. ეს უბედურება, რომელიც იქ მოისმინა საზოგადოებამ თეორეტიკოსის და პრაქტიკოსის საუბარი, თეორეტიკოსი ბიძა, რომელიც ასწავლის დისშვილს, როგორი ძალადობრივი და ღირსების აყრით უნდა მართო, ერთადერთი გზა არის ქართველების მართვისო, ძალადობით, გაუპატიურებით და ტერორით უნდა მართოო შენი ქვეყანა და დისშვილიც როგორ თანხმდება, როგორ ასრულებს, ცხოვრებაში რეალიზებას როგორ უკეთებს ამ იდეებს. ვაშლი ხომ ვაშლის ხისგან შორს არ ვარდება!

ამ ყველაფრის ფონზე აქ ხომ ძალიან კარგად ჩანს და ლუსტრირება ხდება თვითონ "ნაციონალური მოძრაობის“ იმ იდეოლოგიის, რომელიც აქვს პარტიას, სააკაშვილს, ალასანიას და ყველას, რომ არჩევნების გზით თუკი ვერ მოხვალ ხელისუფლებაში, ის ძალადობით მოიპოვო და მეორე ნაწილი, როგორ შემოიტყუო კიდევ ოკუპანტი ქვეყანაში, როგორ ჩააბარო მას ტერიტორიები, როგორ გახადო შენი ქვეყანა ისეთი განსაკუთრებული ინტერესის სფერო, რომ ამ უდიდეს ძალებს შორის დაპირისპირებაში შეიძლება სულ გაქრეს და აორთქლდეს საქართველო, რანაირად უნდა მოახერხო, თუ არა იმით, რაც ალასანიამ ბრძანა.

მაგრამ ერთ რაღაცას ვეტყვი ალასანიასაც, სააკაშვილსაც და ზოგადად "ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არა საარჩევნო გზით, ვერასდროს მოხვალთ ვერც თქვენ და ვერც სხვა ძალა ხელისუფლებაში და მეორე, საქართველოში ძმათაშორის ომი არასდროს აღარ მოხდება. "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ და ჩვენ სიყვარულით, ძმობით, ეკონომიკური განვითარებით და ქვეყნის პროგრესით მივაღწევთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.