Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"არქი მაიამი" - დეველოპერული კომპანია "არქი" საქართველოს საზღვრებს სცდება და აშშ-ში ახალი პროექტის მშენებლობას იწყებს
"არქი მაიამი" - დეველოპერული კომპანია "არქი" საქართველოს საზღვრებს სცდება და აშშ-ში ახალი პროექტის მშენებლობას იწყებს

სულ ცოტა ხნის წინ „არ­ქიმ“ აშშ-ში, ფლო­რი­დის შტატ­ში, მა­ი­ა­მის­თან, პომ­პა­ნოს სა­ნა­პი­რო­ზე მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ა­ა­ნონ­სა. „არქი მა­ი­ა­მი“ – ასე ეწო­დე­ბა პრო­ექტს, რო­მე­ლიც 100-მდე ბი­ნას, აუზს, სა­მუ­შაო და და­სას­ვე­ნე­ბელ სივ­რცე­ებ­სა და სპორ­ტულ ცენ­ტრებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. პრო­ექ­ტის ინ­ვეს­ტი­ცია 50 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს და მას „არქი“ ამე­რი­კულ დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნია Elit Group-თან პარტნი­ო­რო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

„მრა­ვალ­წლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ექ­ტე­ბის შემ­დეგ, ვფიქ­რობ, „არქი“ მზად არის, გას­ცდეს ქვეყ­ნის ფარ­გლებს და თავი უცხო­ურ ბა­ზარ­ზეც და­იმ­კვიდ­როს. რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბას კვლავ გა­ვაგ­რძე­ლებთ – გეგ­მა­ში არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გვაქვს, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად „არქი“ თა­ვის ძა­ლის­ხმე­ვას უცხო­უ­რი ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბის­კე­ნაც მი­მარ­თავს“, – ამ­ბობს „არ­ქის“ პარტნი­ო­რი და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ილია წუ­ლა­ია.

ფლო­რი­დის შტა­ტი, სა­დაც „არ­ქის“ ახა­ლი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლია ტუ­რის­ტე­ბის­თვის. კომ­პა­ნი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ის და­საქ­მე­ბის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­თა და ბიზ­ნე­სის­თვის მოქ­ნი­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

„ამ შტა­ტის პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე ისიც მი­უ­თი­თებს, რომ ბოლო 24 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის ფასი 14%-ით გა­ი­ზარ­და. მიგ­რა­ცი­ის მზარ­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა მო­მა­ვა­ლი 15-20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ პომ­პა­ნოს სა­ნა­პი­როს ურ­ბა­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას ხელს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­რი­აც უწყობს. ვფიქ­რობ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ეს ტე­რი­ტო­რია უნი­კა­ლურ და მიმ­ზიდ­ველ ად­გი­ლად იქ­ცე­ვა რო­გორც ტუ­რის­ტე­ბის­თვის, ისე ახა­ლი მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის“, – ამ­ბობს Elit Group-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი აქირ­თა­ვა.

კომ­პა­ნი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა „არქი მა­ი­ა­მის“ არ­ქი­ტექ­ტუ­რაც, მისი ხა­რის­ხი კი სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამე­რი­კა­ში არ­სე­ბულ სტან­დარ­ტებს. კომ­პლექ­სის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­ზე წამ­ყვან­მა ამე­რი­კულ­მა არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­მა კომ­პა­ნია Deforma Studiom იმუ­შა­ვა.

„ჩემი ოცწ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს პრო­ექ­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა. ის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე, ინ­დუსტრი­უ­ლი სტი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბით აშენ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ნა­გე­ბო­ბის უნი­კა­ლუ­რი და დახ­ვე­წი­ლი იერ­სა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბით, მას მარ­ტი­ვად გა­მო­არ­ჩე­ვენ აქ არ­სე­ბუ­ლი სხვა შე­ნო­ბე­ბის­გან“, – ამ­ბობს პრო­ექ­ტის არ­ქი­ტექ­ტო­რი ხა­ვი­ერ ბარ­ე­რა.

„არქი მა­ი­ა­მის“ პრო­ექ­ტი უკვე დას­კვნით ეტაპ­ზეა. კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა მომ­დევ­ნო წლის და­სა­წყის­ში და­ი­წყე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით ორ წე­ლი­წად­ში, 2026 წლის­თვის დას­რულ­დე­ბა. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში ამ­ბო­ბენ, „არქი მა­ი­ა­მი“ პირ­ვე­ლი გლო­ბა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, მაგ­რამ არა უკა­ნას­კნე­ლი. კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია, აით­ვი­სოს ფლო­რი­დის შტა­ტის სხვა ლო­კა­ცი­ე­ბი და, ზო­გა­დად, ამე­რი­კუ­ლი ბა­ზა­რი.

„არ­ქის“ 4 წლის წინ შე­მო­ვუ­ერ­თდი. ამ პე­რი­ო­დი­დან უკვე ვმსჯე­ლობ­დით, რომ ის გლო­ბა­ლუ­რი კომ­პა­ნია გამ­ხდა­რი­ყო და დიდ ქვეყ­ნებ­ში და­ე­წყო მშე­ნებ­ლო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მსურ­და, ეს ქვე­ყა­ნა აშშ ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან 20 წე­ლია აქ ვცხოვ­რობ და ვსაქ­მი­ა­ნობ. აი, ეს დღეც დად­გა და პირ­ველ პრო­ექტსაც ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი გუნ­დის გა­მოც­დი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ არა მხო­ლოდ „არქი მა­ი­ა­მის“, არა­მედ ჩვენს სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტებ­საც“, – გვი­თხრა „არ­ქის“ პარტნი­ორ­მა ზაზა ფა­ჩუ­ლი­ამ.

R

ავტორი:

"არქი მაიამი" - დეველოპერული კომპანია "არქი" საქართველოს საზღვრებს სცდება და აშშ-ში ახალი პროექტის მშენებლობას იწყებს

"არქი მაიამი" - დეველოპერული კომპანია "არქი" საქართველოს საზღვრებს სცდება და აშშ-ში ახალი პროექტის მშენებლობას იწყებს

სულ ცოტა ხნის წინ „არქიმ“ აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დააანონსა. „არქი მაიამი“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც 100-მდე ბინას, აუზს, სამუშაო და დასასვენებელ სივრცეებსა და სპორტულ ცენტრებს გააერთიანებს. პროექტის ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს შეადგენს და მას „არქი“ ამერიკულ დეველოპერულ კომპანია Elit Group-თან პარტნიორობით განახორციელებს.

„მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის პროექტების შემდეგ, ვფიქრობ, „არქი“ მზად არის, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და თავი უცხოურ ბაზარზეც დაიმკვიდროს. რა თქმა უნდა, საქართველოში საქმიანობას კვლავ გავაგრძელებთ – გეგმაში არაერთი პროექტი გვაქვს, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონში განვახორციელებთ. თუმცა პარალელურად „არქი“ თავის ძალისხმევას უცხოური ბაზრის ათვისებისკენაც მიმართავს“, – ამბობს „არქის“ პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია.

ფლორიდის შტატი, სადაც „არქის“ ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის. კომპანიაში ამბობენ, რომ ის დასაქმების დიდი შესაძლებლობებითა და ბიზნესისთვის მოქნილი კანონმდებლობითაც გამოირჩევა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Farchi.ge%2Fvideos%2F1550514982432005%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

„ამ შტატის პოპულარობაზე ისიც მიუთითებს, რომ ბოლო 24 თვის განმავლობაში ბინების გაქირავების ფასი 14%-ით გაიზარდა. მიგრაციის მზარდი მაჩვენებელი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა მომავალი 15-20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ პომპანოს სანაპიროს ურბანულ განვითარებას ხელს ადგილობრივი მერიაც უწყობს. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ეს ტერიტორია უნიკალურ და მიმზიდველ ადგილად იქცევა როგორც ტურისტებისთვის, ისე ახალი მცხოვრებლებისთვის“, – ამბობს Elit Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აქირთავა.

კომპანიაში ამბობენ, რომ გამორჩეული იქნება „არქი მაიამის“ არქიტექტურაც, მისი ხარისხი კი სრულად დააკმაყოფილებს ამერიკაში არსებულ სტანდარტებს. კომპლექსის ვიზუალურ მხარეზე წამყვანმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია Deforma Studiom იმუშავა.

„ჩემი ოცწლიანი გამოცდილების განმავლობაში ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. ის იქნება ძალიან თანამედროვე, ინდუსტრიული სტილის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მაღალი ხარისხის მასალებით აშენდება. ვფიქრობ, ნაგებობის უნიკალური და დახვეწილი იერსახის დამსახურებით, მას მარტივად გამოარჩევენ აქ არსებული სხვა შენობებისგან“, – ამბობს პროექტის არქიტექტორი ხავიერ ბარერა.

„არქი მაიამის“ პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა. კომპლექსის მშენებლობა მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში, 2026 წლისთვის დასრულდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, „არქი მაიამი“ პირველი გლობალური პროექტია, მაგრამ არა უკანასკნელი. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აითვისოს ფლორიდის შტატის სხვა ლოკაციები და, ზოგადად, ამერიკული ბაზარი.

„არქის“ 4 წლის წინ შემოვუერთდი. ამ პერიოდიდან უკვე ვმსჯელობდით, რომ ის გლობალური კომპანია გამხდარიყო და დიდ ქვეყნებში დაეწყო მშენებლობა. განსაკუთრებით მსურდა, ეს ქვეყანა აშშ ყოფილიყო, რადგან 20 წელია აქ ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. აი, ეს დღეც დადგა და პირველ პროექტსაც ჩაეყარა საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდის გამოცდილების დამსახურებით, წარმატებით განვახორციელებთ არა მხოლოდ „არქი მაიამის“, არამედ ჩვენს სამომავლო პროექტებსაც“, – გვითხრა „არქის“ პარტნიორმა ზაზა ფაჩულიამ.

R