მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ინფრასტრუქტურა დაზიანდა" - რას აცხადებს აჭარის მთავრობა
"უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ინფრასტრუქტურა დაზიანდა" - რას აცხადებს აჭარის მთავრობა

აჭა­რის მთავ­რო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უხვი ნა­ლე­ქი­სა და ზღვა­ზე შტორ­მის შე­დე­გად ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვე­თი და­ზი­ან­და, ასე­ვე, ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში, გარ­კვე­ულ პე­რი­მეტრზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო.

"უხვი ნა­ლე­ქის, უა­მინ­დო­ბი­სა და შტორ­მის შე­დე­გად ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მე­რი­ის და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი. გა­მო­და­რე­ბის­თა­ნა­ვე მოხ­დე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნა. მინ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს ვთხო­ვო, მაქ­სი­მა­ლუ­რად თავი შე­ი­კა­ვონ სა­ნა­პი­რო ზოლ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან. ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა, რომ და­ცუ­ლი იქ­ნას რო­გორც ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ასე­ვე, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ.

აჭა­რის მთავ­რო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ბა­თუ­მის მერი არ­ჩილ ჩი­ქო­ვა­ნი, მე­რი­ის და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის, ასე­ვე ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

უწყე­ბის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნა და სრუ­ლი სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამინ­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყე­ბა. ასე­ვე, შტორ­მის შე­დე­გად და­ზი­ან­და ქო­ბუ­ლე­თის სა­ნა­პი­რო ზოლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
0

რიჟვაძე არის ყველაზე ევროპული ტიპის მმართველი. 

ბათუმი
2

მივიდა დარგის ექსპერტი! სავარაუდოდ გუგლ მეფითაა მისული..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ინფრასტრუქტურა დაზიანდა" - რას აცხადებს აჭარის მთავრობა

"უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ინფრასტრუქტურა დაზიანდა" - რას აცხადებს აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, ასევე, ბათუმის სანაპირო ზოლში, გარკვეულ პერიმეტრზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

უწყების ცნობითვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სანაპიროზე არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

"უხვი ნალექის, უამინდობისა და შტორმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. გამოდარებისთანავე მოხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება, რომ დაცული იქნას როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურების, ასევე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

"დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სრული სალიკვიდაციო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ასევე, შტორმის შედეგად დაზიანდა ქობულეთის სანაპირო ზოლი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.