ავტორი:

გარდაიცვალა პოლიტიკოს დავით თარხან-მოურავის ვაჟი

გარდაიცვალა პოლიტიკოს დავით თარხან-მოურავის ვაჟი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, დავით თარხან-მოურავის ვაჟი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იორამ თარხან-მოურავი უცხოეთში ცხოვრობდა და გულის პრობლემები აწუხებდა. ახალგაზრდა კაცი უახლოეს მომავალში ოპერაციის გაკეთებას გეგმავდა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი ავრცელებს.

"ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე დავწერო. დღეს უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი იორამ თარხან- მოურავი. უკარგესი ადამიანი. უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი.

იორამი 35 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმაა. მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი. იორამი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ჯერ ზუსტად ვერ ვწერ, როდის ჩამოვასვენებთ, სად დავასვენებთ და როდის იქნება პანაშვიდი და გასვენება.

ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო... ჩვენი შვილები უნდა წერდნენ ჩვენი გარდაცვალების შესახებ და მე ვწერ... აღარ მესმის არაფერი... რატომ..." - წერს ირმა ინაშვილი.