საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ მოგზაურობას არ შევწყვეტ" - სალომე ზურაბიშვილი
"მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ მოგზაურობას არ შევწყვეტ" - სალომე ზურაბიშვილი

მუ­ქა­რა მუდ­მი­ვად არის - შე­საძ­ლოა, სხვა რამ იპო­ვონ, მაგ­რამ კი­თხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევ­წყვეტ მოგ­ზა­უ­რო­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა Le Monde-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა კი­თხვას, შე­უძ­ლია თუ არა თა­ვი­სუფ­ლად მოგ­ზა­უ­რო­ბა მას შემ­დეგ, რაც მისი იმ­პიჩ­მენ­ტის მცდე­ლო­ბა მარ­ცხით დას­რულ­და.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე დღეს და­ხუ­რუ­ლია.

"მე სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე ამ ბრალ­დე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად ის სხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მსგავ­სად, ნაკ­ლე­ბად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. დღეს ეს და­ხუ­რუ­ლი საქ­მეა. მუ­ქა­რა მუდ­მი­ვად არის. შე­საძ­ლოა, სხვა რამ იპო­ვონ, მაგ­რამ კი­თხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევ­წყვეტ მოგ­ზა­უ­რო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

კი­დევ ერთი კი­თხვა შე­ე­ხე­ბო­და იმას, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა, მაგ­რამ არას­დროს წა­სუ­ლა კი­ევ­ში.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ გა­ა­კე­თა ეს, პრე­ზი­დენ­ტი გან­მარ­ტავს, რომ გა­და­წყვი­ტა, სა­კუ­თა­რი თავი და­მა­ტე­ბი­თი თავ­დას­ხმე­ბის ქვეშ არ ჩა­ეგ­დო ისეთ ად­გი­ლებ­ში წას­ვლით, რო­მე­ლიც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას პირ­და­პირ არ უკავ­შირ­დე­ბა.

"რამ­დენ­ჯერ­მე მი­მიწ­ვი­ეს კი­ევ­ში, მაგ­რამ ჩემი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის [იმ­პიჩ­მენ­ტი პრო­ცე­დუ­რა] გამო, მე მოქ­მე­დე­ბის შემ­დე­გი კურ­სი და­ვი­სა­ხე: არ ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი სხვა დე­და­ქა­ლა­ქებ­ში, გარ­და - პა­რი­ზის, ბერ­ლი­ნის, ბრი­უ­სე­ლი­სა, თუ ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი­სა, ამ პე­რი­ო­დი­დან დე­კემ­ბრამ­დე, როცა ევ­რო­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა [27 ქვე­ყა­ნა მი­ი­ღებს ოფი­ცი­ა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე] და შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თა­რი თავი და­მა­ტე­ბი­თი თავ­დას­ხმე­ბის ქვეშ არ ჩა­მეგ­დო ისეთ ად­გი­ლებ­ში წას­ვლით, რო­მე­ლიც პირ­და­პირ არ უკავ­შირ­დე­ბა [ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნის ბედი ჩვენ­სას უკავ­შირ­დე­ბა]“,- აცხა­დებს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, რომ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და და ახლა რა უშ­ლის ხელს კი­ევ­ში წას­ვლის­თვის, პრე­ზი­დენ­ტი მოკ­ლედ პა­სუ­ხობს: "ვნა­ხავთ“. ამა­ვე სი­ტყვით პა­სუ­ხობს ჩა­კი­თხვას, "გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა?“.

კი­დევ ერთ კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ წა­ვი­და კი­ევ­ში იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბამ­დე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ "ეს [იმ­პიჩ­მენ­ტი] დიდი ხა­ნია მზად­დე­ბო­და“.

"მე ვი­ცო­დი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის არაა ასე ცნო­ბი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!
1

მალე აეხდება ფარდა, ვის და რას ემსახურები, მადაამ!...

tsiko
5

აი ზუსტადაც რომ მოგზაურობ ბიუჯეტის ხარჯზე და არა სამსახურეობრივი მივლინებით და საქმეზე დადიხარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ მოგზაურობას არ შევწყვეტ" - სალომე ზურაბიშვილი

"მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ მოგზაურობას არ შევწყვეტ" - სალომე ზურაბიშვილი

მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა თავისუფლად მოგზაურობა მას შემდეგ, რაც მისი იმპიჩმენტის მცდელობა მარცხით დასრულდა.

ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული საქმე დღეს დახურულია.

"მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსტიტუციების მსგავსად, ნაკლებად დამოუკიდებელია. დღეს ეს დახურული საქმეა. მუქარა მუდმივად არის. შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა, მაგრამ არასდროს წასულა კიევში.

კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ეს, პრეზიდენტი განმარტავს, რომ გადაწყვიტა, საკუთარი თავი დამატებითი თავდასხმების ქვეშ არ ჩაეგდო ისეთ ადგილებში წასვლით, რომელიც ევროინტეგრაციას პირდაპირ არ უკავშირდება.

"რამდენჯერმე მიმიწვიეს კიევში, მაგრამ ჩემი დადანაშაულების [იმპიჩმენტი პროცედურა] გამო, მე მოქმედების შემდეგი კურსი დავისახე: არ ჩავსულიყავი სხვა დედაქალაქებში, გარდა - პარიზის, ბერლინის, ბრიუსელისა, თუ ბალტიის ქვეყნებისა, ამ პერიოდიდან დეკემბრამდე, როცა ევროპული გადაწყვეტილება იქნება [27 ქვეყანა მიიღებს ოფიციალურ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე] და შესაბამისად, საკუთარი თავი დამატებითი თავდასხმების ქვეშ არ ჩამეგდო ისეთ ადგილებში წასვლით, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება [ევროინტეგრაციას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ბედი ჩვენსას უკავშირდება]“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კითხვას იმის შესახებ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა წარუმატებლად დასრულდა და ახლა რა უშლის ხელს კიევში წასვლისთვის, პრეზიდენტი მოკლედ პასუხობს: "ვნახავთ“. ამავე სიტყვით პასუხობს ჩაკითხვას, "გამორიცხული არაა?“.

კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა კიევში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ "ეს [იმპიჩმენტი] დიდი ხანია მზადდებოდა“.

"მე ვიცოდი საკითხები, რომელიც საზოგადოებისათვის არაა ასე ცნობილი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.