საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ფოტოები "ბნელი სამყაროს" მისიიდან - რა დააფიქსირა "ევკლიდეს ტელესკოპმა", რომელიც კოსმოსში გალაქტიკის საიდუმლოებების შესაცნობად გაგზავნეს
პირველი ფოტოები "ბნელი სამყაროს" მისიიდან - რა დააფიქსირა "ევკლიდეს ტელესკოპმა", რომელიც კოსმოსში გალაქტიკის საიდუმლოებების შესაცნობად გაგზავნეს

ევ­რო­პის "ევკლი­დეს ტე­ლეს­კო­პი" სამ­ყა­როს უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის შეც­ნო­ბის მი­სი­ას იწყებს. კოს­მო­სუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი კი ამ ტე­ლეს­კო­პის გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვიჩ­ვე­ნებს.

  • "ევკლი­დეს" მი­სია ასე­თია: გა­მო­იკ­ვლი­ოს გა­ლაქ­ტი­კე­ბის კონ­ტუ­რე­ბი, მან­ძი­ლე­ბი და მოძ­რა­ო­ბე­ბი.

მომ­დევ­ნო ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ევკლი­დე" ცის მე­სა­მედს გა­მო­იკ­ვლევს, რათა ბნე­ლი მა­ტე­რი­ის და ბნე­ლი ენერ­გი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­აგ­რო­ვოს. რო­გორც ჩანს, კოს­მოს­ში ყვე­ლაფ­რის ფორ­მას და გა­ფარ­თო­ე­ბას ეს ამო­უც­ნო­ბი მა­ტე­რი­ე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. მეც­ნი­ე­რე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ბნე­ლი მა­ტე­რი­ი­სა და ენერ­გი­ის შე­სა­ხებ პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რი იცი­ან, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ისი­ნი კოს­მო­სის 95%-ს შე­ად­გე­ნენ.

ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს მეც­ნი­ე­რე­ბის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი კა­როლ მუნ­დე­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ევკლი­დეს კვლე­ვა ყვე­ლა­ზე ფუნ­და­მენ­ტუ­რი იქ­ნე­ბა: "რო­გორც ადა­მი­ა­ნებს, გვსურს, ჩვენს ირ­გვლივ არ­სე­ბულ გა­რე­მო­ზე ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დეთ. ძველ დრო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ღა­მის ცას უყუ­რებ­დნენ და თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დებს გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კედ­ლებ­ზე ხა­ტავ­დნენ. ჩვენც ასე ვართ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტის გარ­კვე­ვას ვცდი­ლობთ",- გა­ნუ­ცხა­და მან BBC-ს. "ამ­ჟა­მად, იმ სამ­ყა­როს შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 13.8 მი­ლი­არ­დი წლი­საა, ჩვენ მხო­ლოდ 5% ვი­ცით. ადა­მი­ა­ნე­ბი უსუ­სუ­რი არ­სე­ბე­ბი ვართ, რომ­ლებ­მაც ამ დრო­ის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი გა­ვა­ტა­რეთ აქ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, შე­საძ­ლოა, სწო­რედ ჩვენ ვიქ­ცეთ იმ არ­სე­ბე­ბად, რომ­ლებ­მაც მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი შე­ი­ტყვეს",- დას­ძენს მუნ­დე­ლი.

  • ბნე­ლი მა­ტე­რია და ბნე­ლი ენერ­გია თა­ნა­მედ­რო­ვე ას­ტრო­ფი­ზი­კის ყვე­ლა­ზე დიდ თავ­სა­ტე­ხებს შო­რი­საა.

1.4 მი­ლი­არ­დი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის "ევკლი­დეს ტე­ლეს­კო­პი" კოს­მოს­ში ივ­ლის­ში გა­უშ­ვეს. მას შემ­დეგ მეც­ნი­ე­რე­ბი მის გა­მარ­თვას ცდი­ლობ­დნენ. ევკლი­დე რომ მი­სი­ის და­სა­წყე­ბად მზა­დაა, ამას ხუთი ნი­მუ­შის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ადას­ტუ­რებს. "ფო­ტო­ე­ბი სა­ბო­ლოო რე­ზო­ლუ­ცი­ით (გარ­ჩე­ვა­დო­ბით) რომ ვი­ხი­ლე, ნამ­დვი­ლად გა­ვოგნ­დი. ევკლი­დემ ყვე­ლა მო­ლო­დი­ნი გა­ა­მარ­თლა. ეს დიდი შვე­ბაა და მარ­თლაც სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია",- აცხა­დებს ას­ტრო­ნო­მი ლან­კას­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

მა­ნამ­დე ვერც ერ­თმა კოს­მო­სურ­მა ტე­ლეს­კოპ­მა ვერ შეძ­ლო მხედ­ვე­ლო­ბის სი­გა­ნის, სიღ­რმის და სიმ­კვეთ­რის ისე გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­გორც ევკლი­დეს შე­უძ­ლია. მა­გა­ლი­თად, ჯე­იმს უე­ბის ტე­ლეს­კოპს გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი რე­ზო­ლუ­ცია აქვს, მაგ­რამ ცის იმ­ხე­ლა პე­რი­მეტრს ვერ გვიჩ­ვე­ნებს, რამ­ხე­ლა­საც ევკლი­დე ერთ კადრში ატევს. "ეს გი­გან­ტუ­რი კა­მე­რა ასო­ბით მი­ლი­ო­ნი პიქ­სე­ლით უკვე მზა­დაა შო­რე­უ­ლი სამ­ყა­როს გა­მო­საკ­ვლე­ვად",- აცხა­დებს პრო­ფე­სო­რი მარკ მა­კკო­რი­ნი.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაი ბატუშკინები
5

იფ იფ კაი მარსი

კ ო მ ბ ლ ე
47

რამ აქცია ცხოველი ადამიანად? ცნობისმოყვარეობამ! აი ეს არის ადამიანის საწყისი.

, რა იქნება დამთავრება? ან მივაღწევთ იქამდე? მიუხედავად იმისა, რომ ქალი ადამიანის მეგობარია, ამის პასუხი მაინც არ არსებობს,

, უბრალოდ არ არ სე ბობ სსს!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

პირველი ფოტოები "ბნელი სამყაროს" მისიიდან - რა დააფიქსირა "ევკლიდეს ტელესკოპმა", რომელიც კოსმოსში გალაქტიკის საიდუმლოებების შესაცნობად გაგზავნეს

პირველი ფოტოები "ბნელი სამყაროს" მისიიდან - რა დააფიქსირა "ევკლიდეს ტელესკოპმა", რომელიც კოსმოსში გალაქტიკის საიდუმლოებების შესაცნობად გაგზავნეს

ევროპის "ევკლიდეს ტელესკოპი" სამყაროს უდიდესი საიდუმლოებების შეცნობის მისიას იწყებს. კოსმოსური ობსერვატორიის გავრცელებული ახალი ფოტოები კი ამ ტელესკოპის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გვიჩვენებს.

  • "ევკლიდეს" მისია ასეთია: გამოიკვლიოს გალაქტიკების კონტურები, მანძილები და მოძრაობები.

მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში "ევკლიდე" ცის მესამედს გამოიკვლევს, რათა ბნელი მატერიის და ბნელი ენერგიის შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს. როგორც ჩანს, კოსმოსში ყველაფრის ფორმას და გაფართოებას ეს ამოუცნობი მატერიები აკონტროლებენ. მეცნიერები აღიარებენ, რომ ბნელი მატერიისა და ენერგიის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იციან, იმის მიუხედავად, რომ ისინი კოსმოსის 95%-ს შეადგენენ.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერების დოქტორი, პროფესორი კაროლ მუნდელი ამტკიცებს, რომ ევკლიდეს კვლევა ყველაზე ფუნდამენტური იქნება: "როგორც ადამიანებს, გვსურს, ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოზე ყველაფერი ვიცოდეთ. ძველ დროში ადამიანები ღამის ცას უყურებდნენ და თანავარსკვლავედებს გამოქვაბულის კედლებზე ხატავდნენ. ჩვენც ასე ვართ, რაც შეიძლება მეტის გარკვევას ვცდილობთ",- განუცხადა მან BBC-ს. "ამჟამად, იმ სამყაროს შესახებ, რომელიც 13.8 მილიარდი წლისაა, ჩვენ მხოლოდ 5% ვიცით. ადამიანები უსუსური არსებები ვართ, რომლებმაც ამ დროის ძალიან მცირე ნაწილი გავატარეთ აქ. ამის მიუხედავად, შესაძლოა, სწორედ ჩვენ ვიქცეთ იმ არსებებად, რომლებმაც მის შესახებ ყველაფერი შეიტყვეს",- დასძენს მუნდელი.

  • ბნელი მატერია და ბნელი ენერგია თანამედროვე ასტროფიზიკის ყველაზე დიდ თავსატეხებს შორისაა.

1.4 მილიარდი ევროს ღირებულების "ევკლიდეს ტელესკოპი" კოსმოსში ივლისში გაუშვეს. მას შემდეგ მეცნიერები მის გამართვას ცდილობდნენ. ევკლიდე რომ მისიის დასაწყებად მზადაა, ამას ხუთი ნიმუშის გამოსახულება ადასტურებს. "ფოტოები საბოლოო რეზოლუციით (გარჩევადობით) რომ ვიხილე, ნამდვილად გავოგნდი. ევკლიდემ ყველა მოლოდინი გაამართლა. ეს დიდი შვებაა და მართლაც საოცარი სანახავია",- აცხადებს ასტრონომი ლანკასტერის უნივერსიტეტიდან.

მანამდე ვერც ერთმა კოსმოსურმა ტელესკოპმა ვერ შეძლო მხედველობის სიგანის, სიღრმის და სიმკვეთრის ისე გაერთიანება, როგორც ევკლიდეს შეუძლია. მაგალითად, ჯეიმს უების ტელესკოპს გაცილებით მაღალი რეზოლუცია აქვს, მაგრამ ცის იმხელა პერიმეტრს ვერ გვიჩვენებს, რამხელასაც ევკლიდე ერთ კადრში ატევს. "ეს გიგანტური კამერა ასობით მილიონი პიქსელით უკვე მზადაა შორეული სამყაროს გამოსაკვლევად",- აცხადებს პროფესორი მარკ მაკკორინი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა