პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსო ოკუპანტებო! გგონიათ, ყველაფრის უფლება გაქვთ - დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით!" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი
"რუსო ოკუპანტებო! გგონიათ, ყველაფრის უფლება გაქვთ - დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით!" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

რუსო ოკუ­პან­ტე­ბო! თქვენ გგო­ნი­ათ, რომ ჩვენ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერი ვართ და ამი­ტომ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა გაქვთ - მოგ­ვექ­ცეთ ისე, რო­გორც გვექ­ცე­ვით?!- ამის შე­სა­ხებ მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პო­სი გი­ორ­გი ჯამ­დე­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე თქმით, დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც "ყო­ვე­ლი ქარ­თვე­ლის დაღ­ვრი­ლი სის­ხლის­თვის დიდ ფასს გა­და­იხ­დი­ან“.

"რუსო ოკუ­პან­ტე­ბო! თქვენ გგო­ნი­ათ, რომ ჩვენ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერი ვართ და ამი­ტომ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა გაქვთ - მოგ­ვექ­ცეთ ისე, რო­გორც გვექ­ცე­ვით?! მოგ­ვკლათ, გა­ი­ტა­ცოთ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, და­ი­ტა­ცოთ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი?! რით ვერ გა­ძე­ხით ჩვე­ნი სის­ხლით?! ერთი რამ იცო­დეთ, დად­გე­ბა დრო, ყო­ვე­ლი ქარ­თვე­ლის დაღ­ვრი­ლი სის­ხლის­თვის დიდ ფასს გა­და­იხ­დით!

"ვინც ქვებს მი­ათ­რევს, წელს ქვა­ვე მოს­წყვეტს; ხის გამ­ჩე­ხავს ხევე და­ა­სა­ხიჩ­რებს და ვინც მახ­ვილს აი­ღებს მახ­ვი­ლით­ვე და­ე­ცე­მა”,- აღ­ნიშ­ნავს მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პო­სი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე.

კერ­ძოდ, სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, "2023 წლის 6 ნო­ემ­ბერს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბი­სას რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბულ იქნა ერთი მო­ქა­ლა­ქე". შსს-მ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბალ­თან, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის და ერთი პი­რის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 143-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდ
0

მეუფევ, ვინც თქვენ გამოსვლას იწონებს იქვე საპატრიარქოს ლანძღავს.აქედან დაასკვენით რამდენად სწორი იყო თქვენი გამოსვლა. ხე ნაყოფით შეიცნობა, არ გესწავლებათ.

ქოცნაცი
0

ნონააააა ოჯხის 4 წევრი თუ გაწირა რას აკეთებ თუ მატყუარა არ ხარ ალბათ ფულებს აკეთბდნენ. მერე გადასახადებს არ იხდიდნენ და რაო არ უნდა ჩაესვა ციხეში თუ მართალი ხარ ამ სამართლიან მთავრობას რატომ არ მიმართავ და ამ ეპისკოპოსს რას ექაჩები!? გადავყვეთ შენ კორუმპირებულ ოჯახის წევრებს და თავი დაუხაროთ რუს ოკუპანტებს . ქალო გამოდი და მიშას უჩივლე რას იტყუები. ვინ დაგიშალა. აფერისტო ტროლო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"რუსო ოკუპანტებო! გგონიათ, ყველაფრის უფლება გაქვთ - დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით!" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

"რუსო ოკუპანტებო! გგონიათ, ყველაფრის უფლება გაქვთ - დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით!" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ - მოგვექცეთ ისე, როგორც გვექცევით?!- ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დადგება დრო, როდესაც "ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდიან“.

"რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ - მოგვექცეთ ისე, როგორც გვექცევით?! მოგვკლათ, გაიტაცოთ ჩვენი თანამემამულეები, დაიტაცოთ ჩვენი ტერიტორიები?! რით ვერ გაძეხით ჩვენი სისხლით?! ერთი რამ იცოდეთ, დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით!

"ვინც ქვებს მიათრევს, წელს ქვავე მოსწყვეტს; ხის გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს და ვინც მახვილს აიღებს მახვილითვე დაეცემა”,- აღნიშნავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, "2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე". შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.