სერია A-ს მე - 11 ტურში "ნაპოლი" სტუმრად აუტსაიდერ "სალერნიტანას" ეთამაშა, რომლის მთავარი მწვრთნელიც წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ფილიპო ინძაგია. მატჩი სტუმრებმა ანგარიშით 0:2 მოიგეს.
ნეაპოლელთა მწვრთნელმა რუდი გარსიამ შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:
ოსიმენი კვლავ ტრავმირებულია. გარსიამ კვარაცხელიას ისევ რასპადორი შეუწყვილა. მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა ანგისა, რომელიც კარგა ხანს იშუშებდა ტრავმას.
მატჩი ნეაპოლელთა შეტევებით დაიწყო, აქტიურობდა ხვიჩა კვარაცხელიაც. ანგარიში მე-13 წუთზე ჯაკომო რასპადორიმ ლობოტკას კარგი პასის შემდეგ გახსნა. ამის შემდეგ თამაში ისევ "ნაპოლის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ოჩოას კართან კარგა ხანს აღარ შექმნილა. ტაიმის ბოლოსკენ გააქტიურდნენ მასპინძლები და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა "ნაპოლის" საჯარიმოში. ამის მერე კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდა რასპადორის, მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. 41-ე ბურთის გატანის შანსი მიეცა ჩვენებურსაც, სამწუხაროდ, კვარაცხელიას დარტყმული კარს ასცდა.
მეორე ტაიმიც ნეაპოლელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა, კარისკენ დარტყმებს კი - სიზუსტე. კვარაცხელიას დღეს თამაში აშკარად არ გამოუვიდა, ცდილობდა შეტევების გამწვავებას, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ 69-ე წუთზე გარსიამ ჩვენებური შეცვალა. ხვიჩას ნაცვლად მოედანზე ელიფ ელმასი გამოვიდა, რომელმაც 82-ე წუთზე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მე-2 გოლი გაიტანა. საბოლოოდ "ნაპოლიმ" მეტოქე, შეიძლება ითქვას, რომ დიდი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა, თუმცა მაყურებელი უფრო დინამიკურ მატჩს და მეტ გოლს ელოდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "ნაპოლი“ 21 ქულით მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი 8 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, შინ ბერლინის "უნიონთან“ გამართავს.
თურმე თამაში არ გამოუვიდა... თანაც აშკარად... ხომ გთხოვეს, სტატიები პროფესიონალებს აწერინეთო... რა უბედურებაა, ეს ფეხბურთის ხარჯზე ჟურნალისტობის სწავლა?!... არადა, რომ ვერც სწავლობთ?!..