საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ომს ვერ მოიგებ წინა თაობის იარაღითა და მოძველებული მეთოდებით" - ვალერი ზალუჟნის აღიარება უკრაინის შეცდომებსა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე?
"ამ ომს ვერ მოიგებ წინა თაობის იარაღითა და მოძველებული მეთოდებით" - ვალერი ზალუჟნის აღიარება უკრაინის შეცდომებსა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე?

უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რი, გე­ნე­რა­ლი ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი Economist-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ბრძო­ლა ჩიხ­ში შე­ვი­და.

"ისე­ვე, რო­გორც პირ­ველ მსოფ­ლიო ომში, ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ ტექ­ნო­ლო­გი­ის იმ დო­ნეს, რო­მელ­საც ჩიხ­ში შევ­ყა­ვართ. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ღრმა და ლა­მა­ზი გარ­ღვე­ვა არ იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ლუ­ჟ­ნიმ და დას­ძი­ნა, რომ ჩი­ხი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად მა­სი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ნახ­ტო­მია სა­ჭი­რო.

ზა­ლუ­ჟ­ნის გან­ცხა­დე­ბით, იმის იმე­დი, რომ რუ­სეთს სა­კუ­თა­რი ჯა­რის­კა­ცე­ბის სის­ხლის დაღ­ვა­რა შე­ა­ჩე­რებ­და, დიდი შეც­დო­მა იყო:

"ეს იყო ჩემი შეც­დო­მა. რუ­სეთ­მა და­კარ­გა სულ მცი­რე 150 000 ადა­მი­ა­ნი. ნე­ბის­მი­ერ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი მსხვერ­პლი ომს შე­ა­ჩე­რებ­და“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ლუ­ჟ­ნიმ. მი­სი­ვე თქმით, კრემლს რუ­სუ­ლი არ­მი­ის უზარ­მა­ზა­რი და­ნა­კარ­გე­ბი არ აინ­ტე­რე­სებს - უახ­ლო­ე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პუ­ლია 100 000-ზე მეტი სამ­ხედ­რო. უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, რუს­ტემ უმე­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთ­მა მხო­ლოდ ავდვი­ივ­კას გარ­შე­მო 4000 ჯა­რის­კა­ცი და­კარ­გა.

  • უკ­რა­ი­ნის ძა­ლებ­მა, ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ, მხო­ლოდ მცი­რე ტე­რი­ტო­რი­ის დაბ­რუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. რუ­სე­თი კვლავ იკა­ვებს ქვეყ­ნის თით­ქმის მე­ხუ­თედს. ზა­ლუ­ჟ­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ ძი­რი­თად მო­თხოვ­ნებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნას ომში პროგ­რე­სის­თვის სჭირ­დე­ბა: სა­ჰა­ე­რო უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად; რუ­სუ­ლი ნაღ­მე­ბის ბა­რი­ე­რე­ბის დარ­ღვე­ვა; სა­პი­რის­პი­რო საბ­რძო­ლო ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდა; სა­ჭი­რო რე­ზერ­ვე­ბის შექ­მნა და მომ­ზა­დე­ბა; ელექტრო­ნუ­ლი ომის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნა.

ზა­ლუ­ჟ­ნი გულ­წრფე­ლად აღი­ა­რებს, რომ რუ­სე­თი „გარ­კვე­უ­ლი დრო­ით შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს უპი­რა­ტე­სო­ბას შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ში, რა­კე­ტებ­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა­ში“.

"ჩვენ ასე­ვე გვჭირ­დე­ბა ელექტრო­ნუ­ლი სა­ო­მა­რი სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მთა­ვა­რია უპი­ლო­ტო ომში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. ამ ომს ვერ მო­ი­გებ წინა თა­ო­ბის ია­რა­ღი­თა და მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით, ადრე თუ გვი­ან აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ უბ­რა­ლოდ, არ გვყავს საკ­მა­რი­სი ხალ­ხი საბ­რძოლ­ვე­ლად“, - გა­ნუ­ცხა­და ზა­ლუ­ჟ­ნიმ Economist-ს.

ზა­ლუ­ჟ­ნის ინ­ტერ­ვი­უს პა­რა­ლე­ლუ­რად, TIME-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი თა­ვის მო­კავ­ში­რე­ებ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლია და "გა­მარ­ჯვე­ბა­ზე სა­უბ­რით იტყუ­ებს თავს." სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ი­მონ შუს­ტე­რია.

სტა­ტი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა იყო უკ­რა­ი­ნის ომის­გან და­სავ­ლე­თის დაღ­ლა. ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, თუ და­სავ­ლე­თი ასე მოქ­ცე­ვას გა­აგ­რძე­ლებს, მა­შინ უკ­რა­ი­ნა „ომს წა­ა­გებს“.

"ომის დაღ­ლი­ლო­ბა ტალ­ღა­სა­ვით მო­დის. თქვენ ხე­დავთ მას აშშ-ში, ევ­რო­პა­ში. და ჩვენ ვხე­დავთ, რომ საკ­მა­რი­სია ისი­ნი [და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი] ცო­ტა­თი და­ი­ღა­ლონ, რომ მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ისე ჩანს, თით­ქოს ეს სე­რი­ალ­ში ხდე­ბო­დეს: "მე­ა­თედ ამის ყუ­რე­ბა აღარ შე­მიძ­ლია", - უთ­ქვამს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს Time-თან სა­უ­ბარ­ში. გარ­და ამი­სა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია და ომის მო­გე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი პი­რო­ბე­ბით სურს.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აშშ-ში უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ­თა რი­ცხვი თან­და­თან კლე­ბუ­ლობს - Reuters-ის გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, ამე­რი­კელ­თა 41% მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნის­თვის უფრო მეტი ია­რა­ღის მი­წო­დე­ბას, ივ­ნის­ში ეს რი­ცხვი 65% იყო.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფრიდონი
9

რუსეთი უნდა დაიშალოს თუ უნდა მსოფლიოს ხალხმა მშვიდად დაისვენოს!

თამაზი
11

რაც დრო გადის, უფრო ნაკლებად მჯერა უკრაინის გამარჯვების. თუმცა, ჩვენთვის ეს არაა მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია, რუსებს მეეხნათ ყოფის დღე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ამ ომს ვერ მოიგებ წინა თაობის იარაღითა და მოძველებული მეთოდებით" - ვალერი ზალუჟნის აღიარება უკრაინის შეცდომებსა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე?

"ამ ომს ვერ მოიგებ წინა თაობის იარაღითა და მოძველებული მეთოდებით" - ვალერი ზალუჟნის აღიარება უკრაინის შეცდომებსა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე?

უკრაინის სამხედრო მეთაური, გენერალი ვალერი ზალუჟნი Economist-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ბრძოლა ჩიხში შევიდა.

"ისევე, როგორც პირველ მსოფლიო ომში, ჩვენ მივაღწიეთ ტექნოლოგიის იმ დონეს, რომელსაც ჩიხში შევყავართ. დიდი ალბათობით, ღრმა და ლამაზი გარღვევა არ იქნება“, - აღნიშნა ზალუჟნიმ და დასძინა, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად მასიური ტექნოლოგიური ნახტომია საჭირო.

ზალუჟნის განცხადებით, იმის იმედი, რომ რუსეთს საკუთარი ჯარისკაცების სისხლის დაღვარა შეაჩერებდა, დიდი შეცდომა იყო:

"ეს იყო ჩემი შეცდომა. რუსეთმა დაკარგა სულ მცირე 150 000 ადამიანი. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი მსხვერპლი ომს შეაჩერებდა“, - აღნიშნა ზალუჟნიმ. მისივე თქმით, კრემლს რუსული არმიის უზარმაზარი დანაკარგები არ აინტერესებს - უახლოესი მონაცემებით, დაღუპულია 100 000-ზე მეტი სამხედრო. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, რუსეთმა მხოლოდ ავდვიივკას გარშემო 4000 ჯარისკაცი დაკარგა.

  • უკრაინის ძალებმა, ზაფხულის შემდეგ, მხოლოდ მცირე ტერიტორიის დაბრუნება მოახერხეს. რუსეთი კვლავ იკავებს ქვეყნის თითქმის მეხუთედს. ზალუჟნი ინტერვიუში იმ ძირითად მოთხოვნებზე საუბრობს, რომლებიც უკრაინას ომში პროგრესისთვის სჭირდება: საჰაერო უპირატესობის მოპოვება სახმელეთო ოპერაციების მხარდასაჭერად; რუსული ნაღმების ბარიერების დარღვევა; საპირისპირო საბრძოლო ეფექტურობის გაზრდა; საჭირო რეზერვების შექმნა და მომზადება; ელექტრონული ომის შესაძლებლობების შექმნა.

ზალუჟნი გულწრფელად აღიარებს, რომ რუსეთი „გარკვეული დროით შეინარჩუნებს უპირატესობას შეიარაღებაში, აღჭურვილობაში, რაკეტებსა და საბრძოლო მასალაში“.

"ჩვენ ასევე გვჭირდება ელექტრონული საომარი სისტემები, რომლებიც მთავარია უპილოტო ომში გამარჯვებისთვის. ამ ომს ვერ მოიგებ წინა თაობის იარაღითა და მოძველებული მეთოდებით, ადრე თუ გვიან აღმოვაჩენთ, რომ უბრალოდ, არ გვყავს საკმარისი ხალხი საბრძოლველად“, - განუცხადა ზალუჟნიმ Economist-ს.

ზალუჟნის ინტერვიუს პარალელურად, TIME-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის მოკავშირეებზე გაბრაზებულია და "გამარჯვებაზე საუბრით იტყუებს თავს." სტატიის ავტორი ცნობილი ჟურნალისტი საიმონ შუსტერია.

სტატიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინის ომისგან დასავლეთის დაღლა. ზელენსკის განცხადებით, თუ დასავლეთი ასე მოქცევას გააგრძელებს, მაშინ უკრაინა „ომს წააგებს“.

"ომის დაღლილობა ტალღასავით მოდის. თქვენ ხედავთ მას აშშ-ში, ევროპაში. და ჩვენ ვხედავთ, რომ საკმარისია ისინი [დასავლეთის ქვეყნების მცხოვრებლები] ცოტათი დაიღალონ, რომ მათთვის ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს ეს სერიალში ხდებოდეს: "მეათედ ამის ყურება აღარ შემიძლია", - უთქვამს უკრაინის პრეზიდენტს Time-თან საუბარში. გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია და ომის მოგება უკრაინული პირობებით სურს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ში უკრაინის მხარდამჭერთა რიცხვი თანდათან კლებულობს - Reuters-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 41% მხარს უჭერს უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის მიწოდებას, ივნისში ეს რიცხვი 65% იყო.