Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ვრცელდება სპეკულაციები..." - ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი მის გარშემო აგორებულ სკანდალზე: როგორ ხსნის ლევან დავითაშვილი ფორუმში მონაწილეობას, რომელსაც პუტინიც ესწრებოდა
"ვრცელდება სპეკულაციები..." - ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი მის გარშემო აგორებულ სკანდალზე: როგორ ხსნის ლევან დავითაშვილი ფორუმში მონაწილეობას, რომელსაც  პუტინიც ესწრებოდა

ჩვენ ვი­ცავ­დით დიპ­ლო­მა­ტი­ურ პრო­ტო­კოლს, მაგ­რამ ამა­ვე დროს ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია ჩვე­ნი მი­უ­ღებ­ლო­ბა ოკუ­პა­ცი­ის მი­მართ - ჩვენ არ გვაქვს სხვა ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა, და­მა­ტე­ბი­თი შეხ­ვედ­რე­ბი, კარს მიღ­მა დი­ა­ლო­გი და ა.შ. ასე­თი რამ არ არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჩი­ნეთ­ში გა­მარ­თულ ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­მელ­საც ასე­ვე ეს­წრე­ბო­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი.

ვიცე-პრე­მი­ე­რის თქმით, ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის­თვის მო­ნა­წი­ლე­თა გან­ლა­გე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ არ იყო ცნო­ბი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფო­რუმ­ში იყო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ტო­კო­ლის და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხატ­ვა.

"პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნის მოწ­ვე­ვით ვი­ყა­ვით. რო­დე­საც მას­პინ­ძე­ლი ქვე­ყა­ნა გიწ­ვევს, ეს არის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ტო­კო­ლის ნა­წი­ლი, რომ ჩვენ ვი­ღებთ მოწ­ვე­ვას, რო­დე­საც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვართ თვი­თონ ფო­რუ­მის, ამი­ტომ ჩვენ და­ვეს­წა­რით მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა სიმ გა­მარ­თა. ჩვენ­თვის მო­ნა­წი­ლე­თა გან­ლა­გე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ამ დროს არ იყო ცნო­ბი­ლი. ხაზს გა­ვუს­ვამ, რომ ჩვენ არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა, დი­ა­ლო­გი, შეხ­ვედ­რა არ გვქონ­და და ეს არის ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი. ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რე­ბის და დე­ლე­გა­ცი­ე­ბის გან­ლა­გე­ბა, მათ შო­რის მი­ნის­ტრე­ბის, იყო გა­მიჯ­ნუ­ლი. ამი­ტომ, ერ­თი­ა­ნი სუ­რა­თის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ეს არის მონ­ტა­ჟი. ჩვენ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით იმ პა­ტი­ვის­ცე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას­თან. ეს არის პა­ტი­ვის­ცე­მა მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის მი­მართ და ეს არ არის რამე სხვა ჟეს­ტი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ.

რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს სხვა ტი­პის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­აჩ­ნი­ათ და ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, რომ ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბო­ლომ­დე შე­ვას­რუ­ლოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ არ წარ­მო­ვად­გენთ ჩვენს თავს, წარ­მო­ვად­გენთ ჩვენს ქვე­ყა­ნას და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ღირ­სე­უ­ლად იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩვენ პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან. და­ნარ­ჩე­ნი არის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ ჩვენ შე­იძ­ლე­ბა სხვა ტი­პის დი­ა­ლო­გი და ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­დეს შეხ­ვედ­რა­ზე. ჩვენ ვი­ცავ­დით დიპ­ლო­მა­ტი­ურ პრო­ტო­კოლს, მაგ­რამ ამა­ვე დროს ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია ჩვე­ნი მი­უ­ღებ­ლო­ბა ოკუ­პა­ცი­ის მი­მართ. ასე­ვე ჩვენ არ გვაქვს სხვა ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა, და­მა­ტე­ბი­თი შეხ­ვედ­რე­ბი, კარს მიღ­მა დი­ა­ლო­გი და ა.შ. ასე­თი რამ არ არ­სე­ბობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სპე­კუ­ლა­ცია და მო­სახ­ლე­ო­ბის დაბ­ნე­ვის მცდე­ლო­ბა. ჩვე­ნი ქცე­ვა იყო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ტო­კო­ლის და ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხატ­ვა.

ეს არ არის კომ­ფორ­ტის ზონა, ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზონა, რო­დე­საც ასე­თი ტი­პის ფო­რუ­მებ­ში ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჩვენ ვი­ღებთ და მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, იმი­ტომ რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს ვემ­სა­ხუ­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თაშ­ვილ­მა.

  • კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ და­ტო­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დარ­ბა­ზი, და­ვი­თაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ ეს არა მარ­ტო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ტო­კო­ლის დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბო­და, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა.

"ეს არა მარ­ტო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ტო­კო­ლის დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბო­და, არა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­ნი­ნე­ბა, რად­გან ამით ვე­რა­ვის ინ­ტე­რესს და­ვა­ზი­ა­ნებ­დით, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ და­ა­ზი­ა­ნებს ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო გულ­წრფე­ლია სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან, მათ შო­რის და­სავ­ლეთ­თან და ევ­რო­კავ­შირ­თან.

"ჩვენ არა­ფერს ვა­კე­თებთ და­მა­ლუ­ლად, ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს ღიად და დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში. ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ ამ ფო­რუმს და არა მხო­ლოდ ამ ფო­რუმს, იცით, რომ სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტის ფარ­გლებ­ში მათ ინ­ტენ­სი­უ­რი დი­ა­ლო­გი აქვთ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, მათ შო­რის G20- ის ფარ­გლებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ასეთ ფორ­მატ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს.

ჩვენ არა­ნა­ი­რი დი­ა­ლო­გი და ფა­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია არა­ვის­თან არ გვქო­ნია. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის ფორ­მა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას , იმი­სათ­ვის რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის და­ვიც­ვათ“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
1

ჩინეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დღემდე არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად და რა ჯანდაბად გინდათ მაგ ნაძირლებთან რაიმე სახის ურთიერთობა.

კოტე შავშიშვილი
5

რა სპეკულაციებზე ლაპარაკობს ეს პაჩი???

ერთ მაგიდაზე იჯდა მოსისხლე მერთან და საერთო მომავალს განიხილავდნენ...

ამაზე მეტი ფაქტი რად გინდა კაცს?

ავტორი:

"ვრცელდება სპეკულაციები..." - ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი მის გარშემო აგორებულ სკანდალზე: როგორ ხსნის ლევან დავითაშვილი ფორუმში მონაწილეობას, რომელსაც პუტინიც ესწრებოდა

"ვრცელდება სპეკულაციები..." - ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი მის გარშემო აგორებულ სკანდალზე: როგორ ხსნის ლევან დავითაშვილი ფორუმში მონაწილეობას, რომელსაც  პუტინიც ესწრებოდა

ჩვენ ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ - ჩვენ არ გვაქვს სხვა ტიპის ურთიერთობა, დამატებითი შეხვედრები, კარს მიღმა დიალოგი და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩინეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობას, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი.

ვიცე-პრემიერის თქმით, ქართული დელეგაციისთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ არ იყო ცნობილი.

მისივე თქმით, საქართველო მონაწილეობდა ფორუმში იყო დიპლომატიური პროტოკოლის და პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა.

"პრეზიდენტი სი ძინპინის მოწვევით ვიყავით. როდესაც მასპინძელი ქვეყანა გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, რომ ჩვენ ვიღებთ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ თვითონ ფორუმის, ამიტომ ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც პრეზიდენტმა სიმ გამართა. ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ ამ დროს არ იყო ცნობილი. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები. ასევე სახელმწიფო მეთაურების და დელეგაციების განლაგება, მათ შორის მინისტრების, იყო გამიჯნული. ამიტომ, ერთიანი სურათის ჩამოყალიბება, ეს არის მონტაჟი. ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. ეს არის პატივისცემა მასპინძელი ქვეყნის მიმართ და ეს არ არის რამე სხვა ჟესტი, ამ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ.

რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, სახელმწიფო თანამდებობის პირებს სხვა ტიპის პასუხისმგებლობა გააჩნიათ და ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე შევასრულოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ წარმოვადგენთ ჩვენს თავს, წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან. დანარჩენი არის ინტერპრეტაციები და სპეკულაციები, რომ ჩვენ შეიძლება სხვა ტიპის დიალოგი და ურთიერთობა გვქონდეს შეხვედრაზე. ჩვენ ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ. ასევე ჩვენ არ გვაქვს სხვა ტიპის ურთიერთობა, დამატებითი შეხვედრები, კარს მიღმა დიალოგი და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს. ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მოსახლეობის დაბნევის მცდელობა. ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა.

ეს არ არის კომფორტის ზონა, ეს არის პასუხისმგებლობის ზონა, როდესაც ასეთი ტიპის ფორუმებში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვემსახურებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

  • კითხვაზე, რატომ არ დატოვეს საქართველოს წარმომადგენლებმა დარბაზი, დავითაშვილი პასუხობს, რომ ეს არა მარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არამედ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება.

"ეს არა მარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არა რომელიმე ქვეყნის ინტერესების დაკნინება, რადგან ამით ვერავის ინტერესს დავაზიანებდით, მაგრამ ეს იქნებოდა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული არ დააზიანებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, რადგან საქართველო გულწრფელია სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის დასავლეთთან და ევროკავშირთან.

"ჩვენ არაფერს ვაკეთებთ დამალულად, ვაკეთებთ ყველაფერს ღიად და დიალოგის რეჟიმში. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ასევე ევროკავშირის ლიდერები ესწრებოდნენ ამ ფორუმს და არა მხოლოდ ამ ფორუმს, იცით, რომ სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში მათ ინტენსიური დიალოგი აქვთ ჩინეთის ხელისუფლებასთან, მათ შორის G20- ის ფარგლებში. საქართველოს მონაწილეობა ასეთ ფორმატში ემსახურება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

ჩვენ არანაირი დიალოგი და ფარული კომუნიკაცია არავისთან არ გვქონია. ჩვენ შევეცდებით სხვადასხვა სახის ფორმატების გამოყენებას , იმისათვის რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დავიცვათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.