გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურულ კონკურსში - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ პირველადი განაცხადების მიღება 16 ოქტომბრიდან დაიწყო 6 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა გამომცემლობას უნდა გაუგზავნონ მანამდე გამოუქვეყნებელი რომანი ან მოთხრობების კრებული. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. განაცხადის გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 21 წლის ასაკიდან ზევით.
„გახდი ბესტსელერის ავტორი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული კონკურსია, რომელმაც მკითხველს უკვე არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ავტორი გააცნო. მათი რომანები და მოთხრობები ხშირად ხვდება გამომცემლობის ბესტსელერთა შორის. კონკურსის მთავარი მიზანია ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და ქართველი მწერლების ხელშეწყობა, მათი შემოქმედების მკითხველთა ფართო წრეებისთვის გაცნობა.
კონკურსში - „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
განცხადების რეგისტრაციის პროცედურების სანახავად მიჰყევით ბმულს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება და გამარჯვებულებს გამოავლენს როგორც „პალიტრა L-ის“ ჟიური, ისე თავად მკითხველი. კონკურსზე დაშვებული ნაწარმოებები აიტვირთება გამომცემლობის ვებგვერდზე და მკითხველს მათი გაცნობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნება 13 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით.
ლიტერატურულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა “პალიტრა L-ი“ 2017 წლიდან მართავს. მისი მეშვეობით მკითხველმა არაერთი ნიჭიერი თანამედროვე ავტორი აღმოაჩინა და შეიყვარა. გამარჯვებულებმა აღიარება მოიპოვეს სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსშიც და სამწერლო საქმიანობას აქტიურად აგრძელებენ.
R