პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჭორვილაში ჩასვლით? ან რა შედეგის მომტანია mona.ge? " - გახარიას პარტიის წარმომადგენელი
"რა გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჭორვილაში ჩასვლით? ან რა შედეგის მომტანია mona.ge? " - გახარიას პარტიის წარმომადგენელი

სტა­ტუსს მი­ვი­ღებთ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეც­დე­ბა, უდი­დეს გა­მარ­ჯვე­ბად გა­ყი­დოს - ეს დამ­სა­ხუ­რე­ბა "ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვერ უნდა მი­ე­წე­როს და არც მი­ე­წე­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რმა, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ღიად დეკ­ლა­რი­რებს, რომ ქვე­ყა­ნამ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ უნდა მი­ი­ღოს, "გა­ჩუ­მე­ბას ურ­ჩევ­და“.

"ნა­წი­ლობ­რივ ვე­თან­ხმე­ბი [სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს], რომ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი უნდა გა­ჩუმ­დეს. ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ღიად დეკ­ლა­რი­რებს, რომ ქვე­ყა­ნამ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ უნდა მი­ი­ღოს. მა­გა­ლი­თად, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, მურ­მან დუმ­ბა­ძე... არი­ან ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ღიად დეკ­ლა­რი­რე­ბენ, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გა­აძ­ლი­ე­რებს... ამ ნა­წილ­ში ნამ­დვი­ლად ვურ­ჩევ­დი გა­ჩუ­მე­ბას, იმი­ტომ რომ ეს არის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ის­ტო­რი­ას მო­ვუ­გოთ დრო და ეს ის­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქვე­ყა­ნამ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს. "ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წავა. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ "ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩეს, მაგ­რამ ეს დამ­სა­ხუ­რე­ბა "ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვერ უნდა მი­ე­წე­როს და არც მი­ე­წე­რე­ბა. კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მი­ვი­ღებთ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეც­დე­ბა, უდი­დეს გა­მარ­ჯვე­ბად გა­ყი­დოს,“ - გა­ნა­ცხა­და სი­ჭი­ნა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუსს მი­ი­ღებს, ოღონდ, გარ­კვე­უ­ლი დათ­ქმე­ბით.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და იმე­დი მაქვს, და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­შიც და დე­კემ­ბერ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს. ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა და­ვუ­წე­სოთ კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნაა, რო­დის და­ი­წყე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი [გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით],“ - აღ­ნიშ­ნა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა.

ის ასე­ვე, შე­საძ­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის“ მხრი­დან გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ ეეჭ­ვე­ბა, რომ დღეს მას რა­მის თავი ჰქონ­დეს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ისე­თი წარ­სუ­ლი აქვს, ზო­გა­დად, მის­გან გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, მას დღეს რა­მის თავი ჰქონ­დეს. ჩვენ რო­დე­საც სუს-ზე ვსა­უბ­რობთ, რო­მე­ლიც არის ქვეყ­ნის, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, ბევ­რად უფრო მე­ტის მო­ლო­დი­ნი გვაქვს. მწერ­ლებს, პო­ე­ტებს, მსა­ხი­ო­ბებს და რე­ჟი­სო­რებს კი არ უნდა დას­დევ­დნენ, თუ კონ­კრე­ტუ­ლად აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და არე­უ­ლო­ბა მზად­დე­ბა, მათ უნდა ჰქონ­დეთ მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა სი­ჭი­ნა­ვამ.

ის ასე­ვე, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბის ჭორ­ვი­ლა­ში ჩას­ვლა­საც შე­ე­ხო.

"რა შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა ჭორ­ვი­ლა­ში ჩას­ვლამ პო­ლი­ტი­კუ­რად? მი­ვიდ­ნენ, და­ახ­ვედ­რეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვერ შე­ვიდ­ნენ. შეკ­რე­ბის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა, რომ­ლის და­სა­ცა­ვად ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, მაგ­რამ მა­შინ, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ჭორ­ვი­ლა­ში ჩას­ვლა­ზე, რო­დე­საც გარ­და­უვ­ლად იცი, რომ გა­მო­იწ­ვევს მსგავ­სი ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბას, იმი­ტომ რომ სა­უ­ბა­რი არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, ოლი­გარ­ქის სო­ფელ­ზე... რა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გის მომ­ტა­ნია, რომ ჩა­ვი­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფრთა? რა გა­ა­კე­თეს? პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის უნდა აკე­თოს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი და­დოს. თუ ახლა იმის­თვის აკე­თე­ბენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა რა­ღაც დავ­თარ­ში და­ვა­ლე­ბე­ბი გას­ცა და დაპ­ლი­უს­დეს ეს და­ვა­ლე­ბა, კი­დევ მეს­მის,“ - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

გარ­და ამი­სა, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, პარ­ტია "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბაც“ და "დრო­აც“"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ორ­ბი­ტა­ზე მბრუ­ნა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი არი­ან.

“რა შე­დე­გის მომ­ტა­ნია mona.ge? რაც არ უნდა თქვას ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ არის, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ნა­წი­ლი იყო. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ორ­ბი­ტა­ზე მბრუ­ნა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი არი­ან. ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ორ­ბი­ტა­ზე და­დის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ვინ­მეს უკ­ვირს? ან, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დღის წეს­რი­გი არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. მე­სა­მე ცენ­ტრად რომ გვთა­ვა­ზო­ბენ ხოლ­მე ხში­რად. ზო­გა­დად, კო­მი­კუ­რია. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ქმა­ში ელე­ნე ხოშ­ტა­რია მე­სა­მე ცენ­ტრია, ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა? ხომ კო­მი­კუ­რია, სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ ცდი­ლო­ბენ, ამა­ში და­არ­წმუ­ნონ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მაგ­რამ ამას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­და­წყვე­ტენ,“ - გა­ნა­ცხა­და სი­ჭი­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოი
2

ესეც ამ ქვეყნის უბედურებაა რომ,არ გვყავს ჯანსაღი ოპოზიცია,რომელსაც ხალხი ნდობას გამოუცხადებს და ახალ,პლატფორმაზე გადავლლთ! მოღალატეებითა და გამყიდველებით გაივსო ქვეყანა,ოღონდ სკამი და ძალაუფლება დაიბრუნონ!. ეს ჯაფარიძე ხომ საერთოდ,მართლა ოპოზიციის კუბოზე ბოლო ლურსმანივით დაიჭედეს!

ინგა
24

სადაც უნდა იქ წავლენ. საქართველო მარტო ხიხოსი არ არის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"რა გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჭორვილაში ჩასვლით? ან რა შედეგის მომტანია mona.ge? " - გახარიას პარტიის წარმომადგენელი

"რა გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჭორვილაში ჩასვლით? ან რა შედეგის მომტანია mona.ge? " - გახარიას პარტიის წარმომადგენელი

სტატუსს მივიღებთ და ხელისუფლება ეცდება, უდიდეს გამარჯვებად გაყიდოს - ეს დამსახურება "ოცნების“ ხელისუფლებას ვერ უნდა მიეწეროს და არც მიეწერება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ღიად დეკლარირებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, "გაჩუმებას ურჩევდა“.

"ნაწილობრივ ვეთანხმები [საგარეო საქმეთა მინისტრს], რომ ოპოზიციის ნაწილი უნდა გაჩუმდეს. ის ნაწილი, რომელიც ღიად დეკლარირებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს. მაგალითად, "ევროპული საქართველო“, მურმან დუმბაძე... არიან ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად დეკლარირებენ, რომ კანდიდატის სტატუსი ბიძინა ივანიშვილს გააძლიერებს... ამ ნაწილში ნამდვილად ვურჩევდი გაჩუმებას, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ისტორიას მოვუგოთ დრო და ეს ისტორიული შესაძლებლობა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. "ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა. გამორიცხულია, რომ "ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩეს, მაგრამ ეს დამსახურება "ოცნების“ ხელისუფლებას ვერ უნდა მიეწეროს და არც მიეწერება. კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ხელისუფლება ეცდება, უდიდეს გამარჯვებად გაყიდოს,“ - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, ოღონდ, გარკვეული დათქმებით.

"დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, დადებითი გადაწყვეტილება იქნება შეფასების ნაწილშიც და დეკემბერში გადაწყვეტილების მიღების დროს. ჩვენ ხელისუფლებას უნდა დავუწესოთ კონკრეტული მოთხოვნაა, როდის დაიწყება მოლაპარაკებები [გაფართოებასთან დაკავშირებით],“ - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

ის ასევე, შესაძლო სამოქალაქო არეულობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან გამორიცხული არაფერია, მაგრამ ეეჭვება, რომ დღეს მას რამის თავი ჰქონდეს.

"ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი წარსული აქვს, ზოგადად, მისგან გამორიცხული არაფერია, მაგრამ მეეჭვება, მას დღეს რამის თავი ჰქონდეს. ჩვენ როდესაც სუს-ზე ვსაუბრობთ, რომელიც არის ქვეყნის, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, ბევრად უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს. მწერლებს, პოეტებს, მსახიობებს და რეჟისორებს კი არ უნდა დასდევდნენ, თუ კონკრეტულად აქვთ ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადატრიალება და არეულობა მზადდება, მათ უნდა ჰქონდეთ მყისიერი რეაგირება,“ - აღნიშნა სიჭინავამ.

ის ასევე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ჭორვილაში ჩასვლასაც შეეხო.

"რა შედეგი მოიტანა ჭორვილაში ჩასვლამ პოლიტიკურად? მივიდნენ, დაახვედრეს ადამიანები, ვერ შევიდნენ. შეკრების და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომლის დასაცავად ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მაშინ, როდესაც საუბარია ჭორვილაში ჩასვლაზე, როდესაც გარდაუვლად იცი, რომ გამოიწვევს მსგავსი ტიპის დაპირისპირებას, იმიტომ რომ საუბარი არის ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქის სოფელზე... რა პოლიტიკური შედეგის მომტანია, რომ ჩავიდა "ნაციონალური მოძრაობის" ახალი პოლიტიკური ფრთა? რა გააკეთეს? პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი იმისთვის უნდა აკეთოს, რომ კონკრეტული შედეგი დადოს. თუ ახლა იმისთვის აკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაღაც დავთარში დავალებები გასცა და დაპლიუსდეს ეს დავალება, კიდევ მესმის,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გარდა ამისა, მისივე შეფასებით, პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებაც“ და "დროაც“"ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მბრუნავი პოლიტიკური პარტიები არიან.

“რა შედეგის მომტანია mona.ge? რაც არ უნდა თქვას ელენე ხოშტარიამ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ არის, ყველამ ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი იყო. "ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მბრუნავი პოლიტიკური პარტიები არიან. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე დადის წლების განმავლობაში ეს ვინმეს უკვირს? ან, ელენე ხოშტარიას განსხვავებული დღის წესრიგი არ შეიძლება ჰქონდეს. მესამე ცენტრად რომ გვთავაზობენ ხოლმე ხშირად. ზოგადად, კომიკურია. მოქალაქეების აღქმაში ელენე ხოშტარია მესამე ცენტრია, ან "ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივაა? ხომ კომიკურია, სასაცილოა, მაგრამ ცდილობენ, ამაში დაარწმუნონ მოქალაქეები, მაგრამ ამას მოქალაქეები გადაწყვეტენ,“ - განაცხადა სიჭინავამ.