Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ჰამასის" მძევლები - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ისრაელიდან გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს: რა ვიცით მათ შესახებ
"ჰამასის" მძევლები - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ისრაელიდან გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს: რა ვიცით მათ შესახებ

ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰა­მა­სი" ის­რა­ელს 7 ოქ­ტომ­ბერს და­ეს­ხა თავს. ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო სპი­კე­რის ცნო­ბით, დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა ის­რა­ე­ლი­დან 200-მდე ტყვე წა­იყ­ვა­ნეს.

ტყვე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ებ­რა­ე­ლია, თუმ­ცა ასე­ვე არი­ან ამე­რი­კე­ლი, ევ­რო­პე­ლი და ტა­ი­ლან­დე­ლე­ბიც. "ჰა­მა­სი" აცხა­დებს, რომ ტყვე­ე­ბი მათ ღა­ზის "უსაფრ­თხო ად­გი­ლებ­სა და გვი­რა­ბებ­ში" ჰყავთ და იმუქ­რე­ბი­ან, რომ თუ ის­რა­ე­ლი ღა­ზა­ში სახ­ლებს გა­უფრ­თხი­ლებ­ლად და­ბომ­ბავს, ტყვე­ებს მოკ­ლა­ვენ.

BBC-ის გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ტყვე­ებს შო­რის მი­ნი­მუმ თექ­ვსმე­ტი ბავ­შვი და 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი 13 ადა­მი­ა­ნია. თი­თო­ე­ულ მათ­განს, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა და ეროვ­ნე­ბი­სა, სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია აქვს.

  • 21 წლის მია სემი

"ჰა­მა­სმა" გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ნას ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ვი­დე­ო­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის ფეს­ტი­ვა­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს.

  • 21 წლის მაია რე­გე­ვი და მისი 18 წლის ძმა, იტაი

და-ძმა მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს. თავ­დას­ხმის დღეს მა­ი­ამ მა­მას, ილანს და­უ­რე­კა. გო­გო­ნა გან­წი­რუ­ლი ყვი­რო­და: "მამა, მეს­ვრი­ან, მომ­კლა­ვენ." ამის გა­გო­ნე­ბა­ზე, ილან­მა სთხო­ვა გა­ეგ­ზავ­ნა მის­თვის ინ­ფორ­მა­ცია ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ, სას­წრა­ფოდ მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და და ფეს­ტი­ვა­ლის­კენ აიღო გეზი. როცა ად­გილ­ზე მი­ვი­და, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­უშ­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოჯახ­მა "ჰა­მა­სის" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო ნახა, რო­მელ­შიც მათი ვაჟი, იტაი ხელ­ბორ­კი­ლე­ბით იჯდა დაჯ­გუ­ფე­ბის მან­ქა­ნა­ში. ორი დღის შემ­დეგ კი ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ მა­ი­აც და იტა­იც ტყვე­ებს შო­რის იყ­ვნენ.

მაია და იტაი

  • 15 წლის დაფ­ნა ელი­ა­კი­მი და მისი 8 წლის და - ელა

ისი­ნი "ჰა­მა­სის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩა­ნან. გო­გო­ნე­ბი ნა­თე­სა­ვებ­მა ამო­იც­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბის მამა, მისი პარტნი­ო­რი და მათი 17 წლის ვაჟი, მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან.

  • 19 წლის რონი ეშე­ლი "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმამ­დე ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და

გო­გო­ნა ღა­ზის სა­ზღვარ­თან, სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე იყო გამ­წე­სე­ბუ­ლი, როცა ტე­რო­რის­ტე­ბი შე­იჭრ­ნენ. დე­დის­თვის მი­წე­რი­ლი რო­ნის ბოლო ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ასე­თია: "ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ". მას შემ­დეგ, მშობ­ლებს მის­გან აღა­რა­ფე­რი სმე­ნი­ათ. რო­ნის მამა, ეიალ ეშე­ლი ამ­ბობს, რომ სი­ახ­ლე­ე­ბის ლო­დი­ნი ჯო­ჯო­ხე­თუ­რია:

"არ ვიცი რა გა­ვა­კე­თო. არც ის ვიცი, რა ვი­ფიქ­რო. სა­დაა? რას ჭამს? სცი­ვა? სცხე­ლა? სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ვიცი".

გო­გო­ნა, თავ­დას­ხმამ­დე, 2-წლი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში იყო. "მას ძა­ლი­ან უხა­რო­და ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა",- ყვე­ბა რო­ნის მამა. "დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა არ მრცხვე­ნია. გთხოვთ, დაგ­ვეხ­მა­რეთ",- ამ­ბობს სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ეი­ა­ლი.

რონი ეშე­ლი

  • 46 წლის ომრი მი­რა­ნი

მა­შინ გა­ი­ტა­ცეს, როცა მის­მა ოჯახ­მა შე­ში­ნე­ბულ ებ­რა­ელ ბავ­შვს კარი გა­უ­ღო. ბიჭი მათ ეუბ­ნე­ბო­და, რომ თუ კარს არ გა­უ­ღებ­დნენ, ტე­რო­რის­ტე­ბი მოკ­ლავ­დნენ. ომ­რის ცოლ­მა, ლი­სეი ლა­ვიმ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­ნა­ხა, რო­გორ მიჰ­ყავ­დათ მისი ქმა­რი სხვა ტყვე­ებ­თან ერ­თად.

  • ჯუ­დიტ რა­ა­ნა­ნი და მისი თი­ნე­ი­ჯე­რი ქა­ლიშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლი რა­ა­ნა­ნი

ისი­ნი ის­რა­ელ­ში ნა­თე­სა­ვის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­ვიდ­ნენ. დედა-შვი­ლი ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბით ბედ­ნი­ე­რი იყო და ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ხში­რად ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და, თუმ­ცა "ჰა­მა­სის" შე­ტე­ვის შემ­დეგ, მათ­გან აღა­რა­ფე­რი სმე­ნი­ათ.

ოჯა­ხი ფიქ­რობს, რომ ტე­რო­რის­ტე­ბის ტყვე­ებს შო­რის არი­ან. ნა­ტა­ლის დე­ი­და, სი­გალ ზა­მი­რი ამ­ბობს: "ვლო­ცუ­ლობ, რომ ცო­ცხლე­ბი დაბ­რუნ­დნენ. ისი­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ."

ჯუ­დი­ტი და ნა­ტა­ლი

  • 25 წლის ნოა არ­გა­მა­ნი

ჩი­ნეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლია და ისიც მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს. მისი ტყვედ აყ­ვა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ას გო­გო­ნას მამა, ია­ა­კოვ არ­გა­მა­ნი ავ­რცე­ლებს. 25 წლის ნოა "ჰა­მა­სის" გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­შიც ჩანს, რო­მელ­შიც ის ტე­რო­რის­ტებს ევედ­რე­ბა: "არ მომ­კლათ".

  • 85 წლის იაფა ადა­რი

იაფა ადა­რის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და კი­თხვა, წერა, კო­მუ­ნი­კა­ცია. რო­გორც მისი შვი­ლიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, ის Facebook-სა და Whatsapp-ზე ოჯა­ხის წევ­რებს ხში­რად უგ­ზავ­ნი­და გი­ფებს. იაფა ღა­ზას სექ­ტორ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობ­და. მისი ოჯა­ხის თქმით, ქალს ბოლო პე­რი­ოდ­ში სი­ა­რუ­ლი უჭირ­და და წნე­ვა აწუ­ხებ­და. "კი­თხვა ძა­ლი­ან უყ­ვარს. ამი­ტომ ერთხე­ლაც ვუ­თხა­რით, რომ მის­თვის Kindle-ს შე­ვი­ძენ­დით, მაგ­რამ იცით რა გვი­პა­სუ­ხა? წიგ­ნი მირ­ჩევ­ნია, ფურ­ცლე­ბის სუნი მიყ­ვარ­სო",- იხ­სე­ნებს შვი­ლიშ­ვი­ლი.

"ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ია­ფას ვე­ღა­რა­ვინ პო­უ­ლობ­და და არც მის­გან გა­უ­გი­ათ რამე. მას შემ­დეგ, რაც "ჰა­მა­სმა" ტყვე­ე­ბის ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, ახ­ლობ­ლებ­მა მას­ში ია­ფაც შე­ნიშ­ნეს. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მო­ხუ­ცი ქალი გოლ­ფის მან­ქა­ნით მიჰ­ყავთ ღა­ზა­ში.

  • 36 წლის ქალი, ჯორ­დან რო­მან-გატი, თა­ვის ქმარ­სა და მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად გა­ი­ტა­ცეს

როცა ტე­რო­რის­ტებ­მა მან­ქა­ნა დრო­ე­ბით გა­ა­ჩე­რეს, ჯორ­და­ნი, მისი ქმა­რი და 3 წლის გო­გო­ნა გა­იქ­ცნენ, თუმ­ცა სირ­ბი­ლი­სას მათ ერ­თმა­ნე­თი და­კარ­გეს. წყვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ "ჰა­მა­სმა" ისი­ნი კვლავ და­ი­ჭი­რა.

ჯორ­და­ნი ქმარ­სა და 3 წლის შვილ­თან ერ­თად

შირი, რო­მე­ლიც ბა­ღის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და, ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად გა­ი­ტა­ცეს. შირი ნა­თე­სა­ვებ­მა "ჰა­მა­სის" გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ში ნა­ხეს, რომ­ლებ­შიც მას 3 წლის არი­ე­ლი და 9 თვის კფი­რი ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი უჭი­რავს, მათ გარ­შე­მო კი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი ჩა­ნან. და­კარ­გუ­ლია ში­რის დედ-მა­მაც და მათი ნა­თე­სა­ვე­ბის ვა­რა­უ­დით, ისი­ნიც ტყვე­ებს შო­რის უნდა იყ­ვნენ.

შირი და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი
  • 84 წლის დიცა ჰე­ი­მა­ნი

მისი მე­ზო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ და­ი­ნა­ხა, რო­გორ გა­ი­ტა­ცეს ის ტე­რო­რის­ტებ­მა. წარ­სულ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი იყო. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ნა­ცის­ტე­ბის­გან ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ში.

გა­ტა­ცე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან ერეს და სა­ჰარ კალ­დე­რო­ნე­ბი

ჰა­ზულ დე­კელ ჩენი - ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე ამე­რი­კე­ლი, რომ­ლის შე­სა­ხებ თავ­დას­ხმის შემ­დეგ არა­ფე­რი სმე­ნი­ათ და სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ტა­ცე­ბუ­ლებს შო­რი­საა

წყა­რო: apnews

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
--------
1

სიკვდილიცაა და სიკვდილი!! წამებით??? ესენი ხომ ბარბაროსები არიან??? 

ლელა
0

ღმერთო,შენ დაიბარე ყველა იქ მყოფი და ცოცხალი დაუბრუნე თავის ოჯახს! რა სისასტიკეა:((( რა მხეცობაა:((((

ავტორი:

"ჰამასის" მძევლები - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ისრაელიდან გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს: რა ვიცით მათ შესახებ

"ჰამასის" მძევლები - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ისრაელიდან გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს: რა ვიცით მათ შესახებ

ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს. ისრაელის სამხედრო სპიკერის ცნობით, დაჯგუფების წევრებმა ისრაელიდან 200-მდე ტყვე წაიყვანეს.

ტყვეების უმეტესობა ებრაელია, თუმცა ასევე არიან ამერიკელი, ევროპელი და ტაილანდელებიც. "ჰამასი" აცხადებს, რომ ტყვეები მათ ღაზის "უსაფრთხო ადგილებსა და გვირაბებში" ჰყავთ და იმუქრებიან, რომ თუ ისრაელი ღაზაში სახლებს გაუფრთხილებლად დაბომბავს, ტყვეებს მოკლავენ.

BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ტყვეებს შორის მინიმუმ თექვსმეტი ბავშვი და 60 წელს გადაცილებული 13 ადამიანია. თითოეულ მათგანს, განურჩევლად ასაკისა და ეროვნებისა, საკუთარი ისტორია აქვს.

  • 21 წლის მია სემი

"ჰამასმა" გატაცებული გოგონას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ნათქვამია, რომ ის ფესტივალიდან გაიტაცეს.

  • 21 წლის მაია რეგევი და მისი 18 წლის ძმა, იტაი

და-ძმა მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს. თავდასხმის დღეს მაიამ მამას, ილანს დაურეკა. გოგონა განწირული ყვიროდა: "მამა, მესვრიან, მომკლავენ." ამის გაგონებაზე, ილანმა სთხოვა გაეგზავნა მისთვის ინფორმაცია ადგილსამყოფელის შესახებ, სასწრაფოდ მანქანაში ჩაჯდა და ფესტივალისკენ აიღო გეზი. როცა ადგილზე მივიდა, ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით, ოჯახმა "ჰამასის" მიერ გავრცელებული ვიდეო ნახა, რომელშიც მათი ვაჟი, იტაი ხელბორკილებით იჯდა დაჯგუფების მანქანაში. ორი დღის შემდეგ კი ისრაელის არმიამ ოჯახს შეატყობინა, რომ მაიაც და იტაიც ტყვეებს შორის იყვნენ.

მაია და იტაი

  • 15 წლის დაფნა ელიაკიმი და მისი 8 წლის და - ელა

ისინი "ჰამასის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანან. გოგონები ნათესავებმა ამოიცნეს. სამწუხაროდ, გატაცებულების მამა, მისი პარტნიორი და მათი 17 წლის ვაჟი, მოკლულები არიან.

  • 19 წლის რონი ეშელი "ჰამასის" თავდასხმამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში მსახურობდა

გოგონა ღაზის საზღვართან, სამხედრო ბაზაზე იყო გამწესებული, როცა ტერორისტები შეიჭრნენ. დედისთვის მიწერილი რონის ბოლო ტექსტური შეტყობინება ასეთია: "ძალიან მიყვარხარ". მას შემდეგ, მშობლებს მისგან აღარაფერი სმენიათ. რონის მამა, ეიალ ეშელი ამბობს, რომ სიახლეების ლოდინი ჯოჯოხეთურია:

"არ ვიცი რა გავაკეთო. არც ის ვიცი, რა ვიფიქრო. სადაა? რას ჭამს? სცივა? სცხელა? საერთოდ არაფერი ვიცი".

გოგონა, თავდასხმამდე, 2-წლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში იყო. "მას ძალიან უხაროდა ქვეყნის სამსახურში ყოფნა",- ყვება რონის მამა. "დახმარების თხოვნა არ მრცხვენია. გთხოვთ, დაგვეხმარეთ",- ამბობს სასოწარკვეთილი ეიალი.

რონი ეშელი

  • 46 წლის ომრი მირანი

მაშინ გაიტაცეს, როცა მისმა ოჯახმა შეშინებულ ებრაელ ბავშვს კარი გაუღო. ბიჭი მათ ეუბნებოდა, რომ თუ კარს არ გაუღებდნენ, ტერორისტები მოკლავდნენ. ომრის ცოლმა, ლისეი ლავიმ მოგვიანებით დაინახა, როგორ მიჰყავდათ მისი ქმარი სხვა ტყვეებთან ერთად.

  • ჯუდიტ რაანანი და მისი თინეიჯერი ქალიშვილი, ნატალი რაანანი

ისინი ისრაელში ნათესავის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდნენ. დედა-შვილი ერთად მოგზაურობით ბედნიერი იყო და ოჯახის დანარჩენ წევრებს სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად ეკონტაქტებოდა, თუმცა "ჰამასის" შეტევის შემდეგ, მათგან აღარაფერი სმენიათ.

ოჯახი ფიქრობს, რომ ტერორისტების ტყვეებს შორის არიან. ნატალის დეიდა, სიგალ ზამირი ამბობს: "ვლოცულობ, რომ ცოცხლები დაბრუნდნენ. ისინი უდანაშაულოები და მოსიყვარულე ადამიანები არიან, არაფერი დაუშავებიათ."

ჯუდიტი და ნატალი

  • 25 წლის ნოა არგამანი

ჩინეთში დაბადებული ებრაელია და ისიც მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს. მისი ტყვედ აყვანის ინფორმაციას გოგონას მამა, იააკოვ არგამანი ავრცელებს. 25 წლის ნოა "ჰამასის" გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს, რომელშიც ის ტერორისტებს ევედრება: "არ მომკლათ".

  • 85 წლის იაფა ადარი

იაფა ადარის ძალიან უყვარდა კითხვა, წერა, კომუნიკაცია. როგორც მისი შვილიშვილი იხსენებს, ის Facebook-სა და Whatsapp-ზე ოჯახის წევრებს ხშირად უგზავნიდა გიფებს. იაფა ღაზას სექტორთან ახლოს ცხოვრობდა. მისი ოჯახის თქმით, ქალს ბოლო პერიოდში სიარული უჭირდა და წნევა აწუხებდა. "კითხვა ძალიან უყვარს. ამიტომ ერთხელაც ვუთხარით, რომ მისთვის Kindle-ს შევიძენდით, მაგრამ იცით რა გვიპასუხა? წიგნი მირჩევნია, ფურცლების სუნი მიყვარსო",- იხსენებს შვილიშვილი.

"ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, იაფას ვეღარავინ პოულობდა და არც მისგან გაუგიათ რამე. მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" ტყვეების ვიდეო გაავრცელა, ახლობლებმა მასში იაფაც შენიშნეს. ვიდეოში ჩანს, რომ მოხუცი ქალი გოლფის მანქანით მიჰყავთ ღაზაში.

  • 36 წლის ქალი, ჯორდან რომან-გატი, თავის ქმარსა და მცირეწლოვან შვილთან ერთად გაიტაცეს

როცა ტერორისტებმა მანქანა დროებით გააჩერეს, ჯორდანი, მისი ქმარი და 3 წლის გოგონა გაიქცნენ, თუმცა სირბილისას მათ ერთმანეთი დაკარგეს. წყვილის ნათესავები ეჭვობენ, რომ "ჰამასმა" ისინი კვლავ დაიჭირა.

ჯორდანი ქმარსა და 3 წლის შვილთან ერთად

შირი, რომელიც ბაღის მასწავლებლად მუშაობდა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გაიტაცეს. შირი ნათესავებმა "ჰამასის" გავრცელებულ ფოტოებში ნახეს, რომლებშიც მას 3 წლის არიელი და 9 თვის კფირი ჩახუტებული უჭირავს, მათ გარშემო კი შეიარაღებული ტერორისტები ჩანან. დაკარგულია შირის დედ-მამაც და მათი ნათესავების ვარაუდით, ისინიც ტყვეებს შორის უნდა იყვნენ.

შირი და მისი მცირეწლოვანი შვილები
  • 84 წლის დიცა ჰეიმანი

მისი მეზობელი ამბობს, რომ დაინახა, როგორ გაიტაცეს ის ტერორისტებმა. წარსულში სოციალური მუშაკი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობა აქვს მიღებული ნაცისტებისგან ბავშვების გადარჩენაში.

გატაცებულებს შორის არიან ერეს და საჰარ კალდერონები

ჰაზულ დეკელ ჩენი - ისრაელის მოქალაქე ამერიკელი, რომლის შესახებ თავდასხმის შემდეგ არაფერი სმენიათ და სავარაუდოდ, გატაცებულებს შორისაა

წყარო: apnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა