პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირი მასკს აფრთხილებს, რომ ისრაელი-"ჰამასის" კონფლიქტთან დაკავშირებით X-ზე დეზინფორმაციები ვრცელდება და ზომები მიიღოს
ევროკავშირი მასკს აფრთხილებს, რომ ისრაელი-"ჰამასის" კონფლიქტთან დაკავშირებით X-ზე დეზინფორმაციები ვრცელდება და ზომები მიიღოს

ევ­რო­კავ­ში­რი მასკს აფრ­თხი­ლებს, რომ მისი ვებ­სა­ი­ტი, X (ყო­ფი­ლი ტვი­ტე­რი), ის­რა­ელ­ზე ჰა­მა­სის თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რის შიდა ბაზ­რის კო­მი­სარ­მა, ტი­ე­რი ბრე­ტონ­მა X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ლი­არ­დე­რი ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონს არ და­ე­მორ­ჩი­ლა და მი­უ­ხე­და­ვად მათი გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, "ძა­ლა­დობ­რი­ვი და ტე­რო­რის­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის" კონ­ტენ­ტი სა­ი­ტი­დან არ წა­შა­ლა.

მასკმა ბრე­ტო­ნი უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვა და მის­წე­რა, რომ მის­მა კომ­პა­ნი­ამ ყვე­ლა­ნა­ი­რი ზომა მი­ი­ღო და "ჰა­მას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახ­ლად­შექ­მნი­ლი ან­გა­რი­შე­ბი უკვე წა­შა­ლა. ამავდრო­უ­ლად, მან ევ­რო­კავ­შირს მოს­თხო­ვა, იმ დარ­ღვე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­და­ე­ცათ მის­თვის, რო­მელ­შიც ბრალს სდე­ბენ.

ტი­ე­რი ბრე­ტონ­მა, მას­კი­სად­მი მი­ძღვნილ წე­რილ­ში, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი არ და­ა­კონ­კრე­ტა, თუმ­ცა მან გა­ნა­ცხა­და, რომ X-ზე "ყალ­ბი და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბის და ფაქ­ტე­ბის" ამ­სახ­ვე­ლი პოს­ტე­ბი ფარ­თო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი: "ამი­ტომ მო­გი­წო­დებთ, სას­წრა­ფოდ უზ­რუნ­ველ­ყოთ თქვე­ნი სის­ტე­მე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და ჩემს გუნდს კრი­ზი­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზო­მე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნოთ",- წერს ტი­ე­რი ბრე­ტო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში.

ბრე­ტონ­მა აგ­რეთ­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ "მას­კი საქ­მის კურ­სშია, რო­გო­რი ხში­რია მის სა­იტ­ზე დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და ძა­ლა­დო­ბის გან­დი­დე­ბა" და დას­ძი­ნა, რომ ილო­ნის გა­და­სა­წყვე­ტია, რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებს, თუ არა.

ევ­რო­კავ­ში­რის ციფ­რუ­ლი სერ­ვი­სე­ბის აქტი (DSA) დიდი ტექ-პლატ­ფორ­მე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის და­სა­ცა­ვა­დაა შექ­მნი­ლი. ეს კა­ნო­ნი მოქ­მე­დე­ბა­ში გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში შე­ვი­და, მაგ­რამ ფირ­მებს დრო მი­ე­ცათ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ, რომ მათი სის­ტე­მე­ბი ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი იყო. მკაც­რი კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად, ბევ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მქო­ნე პლატ­ფორ­მებ­მა უნდა შე­ა­ფა­სონ პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მი­ი­ღონ ამ პრობ­ლე­მებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად. DSA-ს შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბამ, შე­იძ­ლე­ბა კომ­პა­ნი­ის და­ჯა­რი­მე­ბა ან მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­ჩე­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
3

სიმართლეს დეზინფორმაციას ეძახით? რატომ არ უნდა ვიცოდეთ რა ვანდალიზმი დატრიალა დამნაშავენ ,თქვენმა "ახშფთებამ"აქამდე მიგვიყვანა

Kaxa
3

ევროპული დემოკრატია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ევროკავშირი მასკს აფრთხილებს, რომ ისრაელი-"ჰამასის" კონფლიქტთან დაკავშირებით X-ზე დეზინფორმაციები ვრცელდება და ზომები მიიღოს

ევროკავშირი მასკს აფრთხილებს, რომ ისრაელი-"ჰამასის" კონფლიქტთან დაკავშირებით X-ზე დეზინფორმაციები ვრცელდება და ზომები მიიღოს

ევროკავშირი მასკს აფრთხილებს, რომ მისი ვებსაიტი, X (ყოფილი ტვიტერი), ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება. ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მილიარდერი ევროკავშირის კანონს არ დაემორჩილა და მიუხედავად მათი გაფრთხილებისა, "ძალადობრივი და ტერორისტული შინაარსის" კონტენტი საიტიდან არ წაშალა.

მასკმა ბრეტონი უპასუხოდ არ დატოვა და მისწერა, რომ მისმა კომპანიამ ყველანაირი ზომა მიიღო და "ჰამასთან" დაკავშირებული ახლადშექმნილი ანგარიშები უკვე წაშალა. ამავდროულად, მან ევროკავშირს მოსთხოვა, იმ დარღვევების ჩამონათვალი გადაეცათ მისთვის, რომელშიც ბრალს სდებენ.

ტიერი ბრეტონმა, მასკისადმი მიძღვნილ წერილში, დეზინფორმაციის შესახებ დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა მან განაცხადა, რომ X-ზე "ყალბი და მანიპულირებული სურათების და ფაქტების" ამსახველი პოსტები ფართოდაა გავრცელებული: "ამიტომ მოგიწოდებთ, სასწრაფოდ უზრუნველყოთ თქვენი სისტემების ეფექტურობა და ჩემს გუნდს კრიზისის საწინააღმდეგო ზომების შესახებ შეატყობინოთ",- წერს ტიერი ბრეტონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში.

ბრეტონმა აგრეთვე აღნიშნა, რომ "მასკი საქმის კურსშია, როგორი ხშირია მის საიტზე დეზინფორმაციის გავრცელება და ძალადობის განდიდება" და დასძინა, რომ ილონის გადასაწყვეტია, რამეს მოიმოქმედებს, თუ არა.

ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი (DSA) დიდი ტექ-პლატფორმების მომხმარებლების დასაცავადაა შექმნილი. ეს კანონი მოქმედებაში გასული წლის ნოემბერში შევიდა, მაგრამ ფირმებს დრო მიეცათ, დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი სისტემები ევროსტანდარტების შესაბამისი იყო. მკაცრი კანონების თანახმად, ბევრი მომხმარებლების მქონე პლატფორმებმა უნდა შეაფასონ პოტენციური რისკები და შესაბამისი ზომები მიიღონ ამ პრობლემებთან გასამკლავებლად. DSA-ს შეუსრულებლობამ, შეიძლება კომპანიის დაჯარიმება ან მომსახურების შეჩერება გამოიწვიოს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა