იაპონურმა საავტომობილო კომპანია Toyota-მ ახალი კონცეფციის კომპაქტური ორადგილიანი მთვარზე მავალი Toyota Baby Lunar Cruiser წარადგინა.
"Baby Lunar Cruiser დედამიწაზე და მის ფარგლებს გარეთ ყველაზე უხეში რელიეფის "დასაპყრობად" შეიქმნა. იგი ადაპტაციური ტექნოლოგიებისა და ტრადიციული დიზაინის ელემენტების უნიკალური კომბინაციაა“, - ნათქვამია Toyota-ს ოფიციალურ ვებსაიტზე.
მანქანის სალონში საჭის ნაცვლად ორი ჯოისტიკია დამონტაჟებული, აქვს უჰაერო საბურავები და ძრავები. გარდა ამისა, აღჭურვილია ციფრული ინსტრუმენტების პანელით.
კომპანია Toyota-ს განცხადებით, სამომავლოდ მარსმავალის შექმნა იგეგმება, რომელსაც 10 000 კმ-ის გავლა უპრობლემოდ შეეძლება.
მარსზე სეირნობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ აქ, დედამიწაზე, მაგ უკამერო ბორბლებში კაი ტალახი ესე გამოძეკავს, რომ ქვის ბორბლებიან ურემს დაემსგავსება. 10 000 როგორ უნდა გაიაროს გზადაგზა "ბენზავოზმა" უნდა "აზაპრავკოს" თუ ტროლეიბუსივით "ბიგელები" უნდა დაუყენონ.
საერთოდ, ავტომრეწველობა ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს თავიაანთი "მწვანე" პროექტებით - ათასნაირი "გაუმჯობესებებით" ერთჯერად ავტომობილებს უშვებენ, რომ მალ-მალე ცვალოს მომხმარებელმა, ზრდიან წარმოების მოცულობას და ატასჯერ მეტ ზიანს აყენებენ პლანეტას ვიდრე სარგებლობა მოაქვთ.