საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობახიძემ პრეზიდენტი და ოპოზიცია "დატროლა" - მდინარაძის განმარტებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, უბრალოდ, იხუმრა
კობახიძემ პრეზიდენტი და ოპოზიცია "დატროლა" - მდინარაძის განმარტებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, უბრალოდ, იხუმრა

კა­ნო­ნი პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რის გა­რე­შე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შევა ძა­ლა­ში გა­დავ­წყვი­ტეთ, შეკ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ გა­ვუგ­ზავ­ნოთ პრე­ზი­დენტს ხელ­მო­სა­წე­რად, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "იმედს“ გა­ნუ­ცხა­და.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, შეკ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რის გა­რე­შე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შევა ძა­ლა­ში.

"ეს კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტმა არა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 45-46-ე მუხ­ლე­ბის, არა­მედ 36-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნი პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რის გა­რე­შე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შევა ძა­ლა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ამ გან­ცხა­დე­ბამ ოპო­ზი­ცი­აც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლიც ძა­ლი­ან გა­არ­კვია, მაგ­რამ რო­გორც ირ­კვე­ვა კო­ბა­ხი­ძემ იხუმ­რა.

"ერთი მარ­ტი­ვი ხუმ­რო­ბით ოპო­ზი­ცია, პრე­ზი­დენ­ტი და მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ზუს­ტად ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ჩა­მო­ი­შალ­ნენ", - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის თქმით, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და ოპო­ზი­ცი­ის სრუ­ლი ლუსტრა­ცია მოხ­და.

"მარ­ტი­ვად რომ ავ­ხსნათ ძა­ლი­ან, რა­საც წინა პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცია, პრე­ზი­დენ­ტი, მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პრო­ცეს­ზე სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ერთი ანა­ლო­გი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა იყო გა­კე­თე­ბუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ჩა­მო­იქ­ცა, სე­რი­ო­ზუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი აკე­თეს.

ასე­თი მარ­ტი­ვი მხი­ლე­ბა მარ­თლა შე­უძ­ლე­ბე­ლი მე­გო­ნა მე პი­რა­დად. ერთი მარ­ტი­ვი ხუმ­რო­ბით მათი იუ­რისპრუნ­დენ­ცია, გან­სწავ­ლუ­ლო­ბა, კვა­ლი­ფი­კა­ცია, აღ­ქმა ყვე­ლა­ფე­რი ეჭ­ვის ქვეშ დად­გა. სე­რი­ო­ზუ­ლად და­ი­წყეს მტკი­ცე­ბა, ვიდ­რე არ და­რე­კეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და არ გა­არ­კვი­ეს, რომ უკვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლია. როცა ნა­ხეს, კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლია და ამის შემ­დეგ მო­ეგ­ნენ გონს და მიხ­ვდნენ, რომ იმა­ვე­ზე აღ­შფოთ­დნენ და გა­და­ი­რივ­ნენ, რა­საც სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­დნენ. ეს იყო სრუ­ლი ლუსტრა­ცია, რომ­ლის მსგავ­სი იშ­ვი­ა­თად მახ­სენ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ თუ მისი მო­წყო­ბა: - საფრ­თხეს უქ­მნის შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ან სხვა პი­რებს; ხელს უშ­ლის პო­ლი­ცი­ის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას; იწ­ვევს სა­წარ­მოს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას; შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა. ამას­თან, კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, “სა­ჯა­რო სივ­რცის იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით“, შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ის მო­წყო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც ეკ­რძა­ლე­ბათ, თუ მისი მო­წყო­ბის გა­რე­შე შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა არ­სე­ბი­თად არ ფერ­ხდე­ბა. ამ ახა­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ას და და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით ან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ას და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 15 დღემ­დე ვა­დით, ხოლო თუ დამ­რღვე­ვი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია - სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ას და და­ჯა­რი­მე­ბას 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 15 დღემ­დე ვა­დით.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შუა ქალაქში.
59

ვინც ამ სერიალს უყურებთ და მოგბეზრდათ,,,,,ბოლო სერიაში, კობახიძე დარბის თეთრი ხალათით რუსთაველზე და თმას ღერა/ღერა იპუტავს !!! ესაა ბოლო კადრი,,, მერე ტიტრები იწყება,,,, სცენარის ავტორი და რეჟისორი/ ბიძინა(ბორია) ივანიშვილი.

იკა
37

ერთი გიჟი ყველა სოფელს ყავს ოცნებაც აიტანს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

კობახიძემ პრეზიდენტი და ოპოზიცია "დატროლა" - მდინარაძის განმარტებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, უბრალოდ, იხუმრა

კობახიძემ პრეზიდენტი და ოპოზიცია "დატროლა" - მდინარაძის განმარტებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, უბრალოდ, იხუმრა

კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "იმედს“ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შეკრებების შესახებ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში.

"ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ განცხადებამ ოპოზიციაც და საზოგადოების ნაწილიც ძალიან გაარკვია, მაგრამ როგორც ირკვევა კობახიძემ იხუმრა.

"ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ზუსტად ნახევარ საათში ჩამოიშალნენ", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებით პრეზიდენტის წარმომადგენლების და ოპოზიციის სრული ლუსტრაცია მოხდა.

"მარტივად რომ ავხსნათ ძალიან, რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე სამი დღის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის ერთი ანალოგიური განცხადება იყო გაკეთებული და სოციალური ქსელები ჩამოიქცა, სერიოზული კომენტარები აკეთეს.

ასეთი მარტივი მხილება მართლა შეუძლებელი მეგონა მე პირადად. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპრუნდენცია, განსწავლულობა, კვალიფიკაცია, აღქმა ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა. სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, ვიდრე არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია. როცა ნახეს, კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია და ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იმავეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ, რასაც სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ. ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავსი იშვიათად მახსენდება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, “საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.