საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ისეთი საკითხები წამოიჭრება, სადაც საჭიროდ ჩავთვლით, რომ უშუალოდ პრეზიდენტისგან უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება ხელახლა მოვიწვიოთ" - მოსამართლე ევა გოცირიძე
"თუ ისეთი საკითხები წამოიჭრება, სადაც საჭიროდ ჩავთვლით, რომ უშუალოდ პრეზიდენტისგან უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება ხელახლა მოვიწვიოთ" - მოსამართლე ევა გოცირიძე

არ ვიცი, [პრე­ზი­დენ­ტი] მოვა თუ არა - თუ ისე­თი სა­კი­თხე­ბი წა­მო­იჭ­რა საქ­მე­ში, სა­დაც სა­ჭი­როდ დავ­თვლით, რომ უშუ­ა­ლოდ მის­გან უნდა მი­ვი­ღოთ პა­სუ­ხი, შე­იძ­ლე­ბა ხე­ლახ­ლა მო­ვიწ­ვი­ოთ, - ამის შე­სა­ხებ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ევა გო­ცი­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა­ფე­რი კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­წყდე­ბა.

"არ ვიცი, [პრე­ზი­დენ­ტი] მოვა თუ არა, არ შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია ჩემ­თვის. თუ ისე­თი სა­კი­თხე­ბი წა­მო­იჭ­რა საქ­მე­ში, სა­დაც სა­ჭი­როდ დავ­თვლით, რომ უშუ­ა­ლოდ მის­გან უნდა მი­ვი­ღოთ პა­სუ­ხი, შე­იძ­ლე­ბა ხე­ლახ­ლა მო­ვიწ­ვი­ოთ. ყვე­ლა­ფე­რი კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­წყდე­ბა. ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­დეთ“, - აღ­ნიშ­ნა გო­ცი­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის თა­ო­ბა­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წარ­დგი­ნე­ბას ზე­პი­რი მოს­მე­ნით უნდა გა­ნი­ხი­ლოს. სხდო­მა 12:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს იუ­რის­ტე­ბი თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი და მაია კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი და­ი­ცა­ვენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხდო­მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ - პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე უნდა და­ეს­წროს. "სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, 2023 წლის 22 სექ­ტემ­ბრის №3/2/1797 სა­ოქ­მო ჩა­ნა­წე­რით, არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ი­ღო №1797 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბა ("სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის (ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის და სხვე­ბის, სულ 80 წევ­რის) კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვის სა­კი­თხზე“).

№1797 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბა­ში გან­ხილ­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის "ა“ ქვე­პუნ­ქტის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გამო, რაც გა­მო­ი­ხა­ტა სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით და ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვით.

№1797 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა ზე­პი­რი მოს­მე­ნით გა­ი­მარ­თე­ბა 2023 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე, წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტორ­თა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით", - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ის სა­გა­რეო ვი­ზი­ტე­ბი გახ­და, რა­ზეც მთავ­რო­ბამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თან­ხმო­ბა არ მის­ცა. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი 1-ელ სექ­ტემ­ბერს, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­და­წყდა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს დას­კვნის მო­სამ­ზა­დებ­ლად ერ­თთვი­ა­ნი ვადა აქვს. სა­სა­მარ­თლოს მიერ და­დე­ბი­თი დას­კვნის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად 100 დე­პუ­ტა­ტის ხმა არის სა­ჭი­რო, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ გა­აჩ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
6

 სასამართლოში დადებულებს მართლა ხომ არ ჰგონიათ, რომ მოსამართლეები არიან? მათხოვრები, ბორიას ლაქიები, აი, ვინ არიან!

ლია
5

უნდა შეიწყალოს აუცილებლად!

ავტორი:

"თუ ისეთი საკითხები წამოიჭრება, სადაც საჭიროდ ჩავთვლით, რომ უშუალოდ პრეზიდენტისგან უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება ხელახლა მოვიწვიოთ" - მოსამართლე ევა გოცირიძე

"თუ ისეთი საკითხები წამოიჭრება, სადაც საჭიროდ ჩავთვლით, რომ უშუალოდ პრეზიდენტისგან უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება ხელახლა მოვიწვიოთ" - მოსამართლე ევა გოცირიძე

არ ვიცი, [პრეზიდენტი] მოვა თუ არა - თუ ისეთი საკითხები წამოიჭრა საქმეში, სადაც საჭიროდ დავთვლით, რომ უშუალოდ მისგან უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება ხელახლა მოვიწვიოთ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყდება.

"არ ვიცი, [პრეზიდენტი] მოვა თუ არა, არ შეუტყობინებია ჩემთვის. თუ ისეთი საკითხები წამოიჭრა საქმეში, სადაც საჭიროდ დავთვლით, რომ უშუალოდ მისგან უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება ხელახლა მოვიწვიოთ. ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყდება. ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ“, - აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით უნდა განიხილოს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.

არსებული ინფორმაციით, სხდომას "ქართული ოცნებიდან“ - პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდა დაესწროს. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება ("საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

№1797 კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით", - წერია ინფორმაციაში.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც "ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"