მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხარკოვში მიწისქვეშა სკოლა აშენდება
ხარკოვში მიწისქვეშა სკოლა აშენდება

უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ხარ­კოვ­ში ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი სრუ­ლად მი­წის­ქვე­შა სკო­ლა აშენ­დე­ბა, რათა მოს­წავ­ლე­ე­ბი რუ­სე­თის ხში­რი და­ბომბვი­სა და სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბის­გან და­იც­ვან.

„ასე­თი თავ­შე­სა­ფა­რი ათა­სო­ბით ხარ­კო­ველ ბავ­შვს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, გა­ნაგ­რძოს გა­ნათ­ლე­ბის უსაფრ­თხოდ მი­ღე­ბა სა­რა­კე­ტო საფრ­თხის დრო­საც კი“, - გა­ნა­ცხა­და ქა­ლა­ქის მერ­მა, იგორ ტე­რე­ხოვ­მა.

უკ­რა­ი­ნა­ში, ომის გამო, ბევ­რი სკო­ლა იძუ­ლე­ბუ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხარ­კოვ­მა წლე­ვან­დე­ლი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბამ­დე მეტ­რო­სად­გუ­რებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 60 ცალ­კე საკ­ლა­სო ოთა­ხის მო­წყო­ბა მო­ა­ხერ­ხა და 1 000-ზე მეტი ბავ­შვის­თვის იქ სას­წავ­ლო სივ­რცე შექ­მნა.

უკ­რა­ი­ნის სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლა­ქის, ხარ­კო­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა 2022 წლის თე­ბერ­ვლამ­დე, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რამ­დე, 1.4 მი­ლი­ონს აჭარ­ბებ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავტორი:

ხარკოვში მიწისქვეშა სკოლა აშენდება

ხარკოვში მიწისქვეშა სკოლა აშენდება

უკრაინის ქალაქ ხარკოვში ქვეყანაში პირველი სრულად მიწისქვეშა სკოლა აშენდება, რათა მოსწავლეები რუსეთის ხშირი დაბომბვისა და სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცვან.

„ასეთი თავშესაფარი ათასობით ხარკოველ ბავშვს საშუალებას მისცემს, განაგრძოს განათლების უსაფრთხოდ მიღება სარაკეტო საფრთხის დროსაც კი“, - განაცხადა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა.

უკრაინაში, ომის გამო, ბევრი სკოლა იძულებულია სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ ხარკოვმა წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებამდე მეტროსადგურებში, დაახლოებით, 60 ცალკე საკლასო ოთახის მოწყობა მოახერხა და 1 000-ზე მეტი ბავშვისთვის იქ სასწავლო სივრცე შექმნა.

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის მოსახლეობა 2022 წლის თებერვლამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, 1.4 მილიონს აჭარბებდა.