Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ლიბერთის" და "მერსი ქორფსის" პროექტი "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" RDYE გრძელდება
"ლიბერთის" და "მერსი ქორფსის" პროექტი "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" RDYE გრძელდება

ბა­კუ­რი­ან­ში, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­სა და სხვა რე­გი­ო­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა RDYE პრო­ექ­ტის ინ­ტენ­სი­უ­რი ბიზ­ნეს გა­დამ­ზა­დე­ბის ტრე­ნინგ-კვი­რე­უ­ლი (BET / Business Excellence Training) და­ას­რუ­ლეს.

ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის (ADC) და­ფი­ნან­სე­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის „ახალ­გაზ­რდუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ (RDYE) ფარ­გლებ­ში მე­ხუ­თე, მე­ექ­ვსე და მეშ­ვი­დე ინ­ტენ­სი­უ­რი ბიზ­ნეს გა­დამ­ზა­დე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბულ წარ­მო­მად­გე­ნელ ახალ­გაზ­რდებს ტრე­ნინ­გის დას­რუ­ლე­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­და­ე­ცათ.

აღ­ნიშ­ნულ ტრე­ნინგზე მო­ნა­წი­ლე­ობ­და 17 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, კერ­ძოდ ქვე­მო ქარ­თლის, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის, შიდა ქარ­თლის და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი 75 ახალ­გაზ­რდა, მათ შო­რის ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

პრო­ექ­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­დას­ცეს ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯერ­მა ლაშა გო­გი­ძემ, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ლია გი­გა­ურ­მა, ლი­ბერ­თი ბან­კის მიკ­რო და მცი­რე დაკ­რე­დი­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ ხა­თუ­ნა ჭე­ლი­ძემ, მერ­სი ქორფსის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ქას­რაშ­ვილ­მა და RDYE პრო­ექ­ტის დი­რექ­ტორ­მა, უჩა ვა­რა­მაშ­ვილ­მა.

„სა­მოც­და­თხუთ­მეტ­მა ახალ­გაზ­რდამ გა­ი­ა­რა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი ეტა­პი, ბიზ­ნეს გა­დამ­ზა­დე­ბის კვი­რე­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. ტრე­ნინ­გე­ბის ფარ­გლებ­ში დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ და წარ­გვიდ­გე­ნენ ბიზ­ნეს გეგ­მებს და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით. პრო­ექ­ტის საგ­რან­ტო კომ­პო­ნენ­ტი მათ მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას წა­მო­ი­წყონ ახა­ლი ბიზ­ნე­სი ან გა­ნა­ვი­თა­რონ უკვე არ­სე­ბუ­ლი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა. მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ პრო­ცე­სი ხელს უწყობს არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, არა­მედ გა­მარ­ჯვე­ბულ ახალ­გაზ­რდებს წარ­მო­ა­ჩენს მი­სა­ბაძ მა­გა­ლი­თე­ბად, რაც სხვა ახალ­გაზ­რდე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბა­სა და ინ­სპი­რი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს“, - უჩა ვა­რა­მაშ­ვი­ლი პრო­ექ­ტის „ახალ­გაზ­რდუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ (RDYE) დი­რექ­ტო­რი.

"ლი­ბერ­თი ბან­კი აგ­რძე­ლებს პრო­ექ­ტის „ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ო­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ მხარ­და­ჭე­რას. პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში, ჩვენ შევ­ქმე­ნით „ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის სას­წავ­ლო მო­დუ­ლი, რო­მელ­საც ბიზ­ნეს ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­დი­ან. სულ მალე პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ სა­კუ­თარ ბიზ­ნეს იდე­ებს და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ სწო­რედ ლი­ბერ­თის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით შე­საძ­ლე­ბე­ლია რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა“, - ხა­თუ­ნა ჭე­ლი­ძე, ლი­ბერ­თის მიკ­რო და მცი­რე დაკ­რე­დი­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე.

პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და და რვა­ა­სამ­დე ახალ­გაზ­რდამ მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა, არ­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პირ­ველ ეტაპ­ზე 33 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­ჯილ­დოვ­და.

RDYE პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ბა­ზი­სო მე­წარ­მე­ო­ბის ტრე­ნინ­გე­ბის მე­ო­რე ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ 852 ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე­ობ­და 71 ტრე­ნინ­გში, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და სა­მიზ­ნე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში. 75 სა­უ­კე­თე­სო ბიზ­ნეს იდე­ის ავ­ტო­რებს უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ პრო­ექ­ტის შემ­დეგ ეტაპ­ზე, ბიზ­ნე­სის შვიდ­დღი­ან ინ­ტენ­სი­ურ ტრე­ნინ­გებ­ში (BET).

RDYE პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი ერ­თკვი­რი­ა­ნი ბიზ­ნეს გა­დამ­ზა­დე­ბის ტრე­ნინ­გე­ბის (Business Excellence Trainings/ BET) შე­დე­გად, სა­მიზ­ნე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ სა­ერ­თო ჯამ­ში 200-მდე ახალ­გაზ­რდას შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა შე­ის­წავ­ლონ მე­წარ­მე­ო­ბის სხვა­დას­ხვა საკ­ვან­ძო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­ამ­ზა­დონ ბიზ­ნეს გეგ­მე­ბი და RDYE პრო­ექ­ტის საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. საგ­რან­ტო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი კი სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად შე­სა­ბა­მის და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ.

ახალ­გაზ­რდუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის (RDYE) არის 3.5 წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს მერ­სი ქორფსის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში (Mercy Corps Georgia) ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის (ADC) და­ფი­ნან­სე­ბით.

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ლი­ბერ­თი ბან­კი და სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი.

პრო­ექ­ტი ხელს შე­უ­წყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალ­გაზ­რდას (50% ქალი), მათ შო­რის, ეთ­ნი­კურ და რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლე­ბის მკვიდ­რებს, ეკო­მიგ­რან­ტებს, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს, გა­ნი­ვი­თა­რონ სა­მე­წარ­მეო უნა­რე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რათა შექ­მნან 50-ზე მეტი მდგრა­დი, ახა­ლი ან/და გა­ა­ფარ­თო­ონ უკვე არ­სე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ მარ­თუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­წარ­მო/ბიზ­ნე­სი.

პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 42 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში (2021 წლის დე­კემ­ბე­რი - 2025 წლის მა­ი­სი) სა­ქარ­თვე­ლოს ოთხი რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით, რაც მო­ი­ცავს 18 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს:

  • ქვე­მო ქარ­თლი რუს­თა­ვი, მარ­ნე­უ­ლი, ბოლ­ნი­სი, გარ­და­ბა­ნი, თეთ­რი­წყა­რო, წალ­კა
  • სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი ბორ­ჯო­მი, ას­პინ­ძა, ადი­გე­ნი, ახალ­ცი­ხე, ახალ­ქა­ლა­ქი, ნი­ნოწ­მინ­და
  • შიდა ქარ­თლი გორი, ქა­რე­ლი, კას­პი
  • მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი მცხე­თა, დუ­შე­თი, თი­ა­ნე­თი

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ: www.facebook.com/RDYE.Project,

www.instagram.com/rdye_project,

www.rdye.mercycorps.ge.

R

ავტორი:

"ლიბერთის" და "მერსი ქორფსის" პროექტი "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" RDYE გრძელდება

"ლიბერთის" და "მერსი ქორფსის" პროექტი "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" RDYE გრძელდება

ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ინტენსიური ბიზნეს გადამზადების ტრენინგ-კვირეული (BET / Business Excellence Training) დაასრულეს.

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულ წარმომადგენელ ახალგაზრდებს ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნულ ტრენინგზე მონაწილეობდა 17 მუნიციპალიტეტის, კერძოდ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები 75 ახალგაზრდა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროგრამების მენეჯერმა ლაშა გოგიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა, ლიბერთი ბანკის მიკრო და მცირე დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ხათუნა ჭელიძემ, მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა.

„სამოცდათხუთმეტმა ახალგაზრდამ გაიარა საკმაოდ ხანგრძლივი ეტაპი, ბიზნეს გადამზადების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგების ფარგლებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, კურსდამთავრებულები შეიმუშავებენ და წარგვიდგენენ ბიზნეს გეგმებს დაფინანსების მოპოვების მიზნით. პროექტის საგრანტო კომპონენტი მათ მისცემს შესაძლებლობას წამოიწყონ ახალი ბიზნესი ან განავითარონ უკვე არსებული სამეწარმეო საქმიანობა. მინდა ავღნიშნო, რომ პროცესი ხელს უწყობს არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე სოციალური და ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას, არამედ გამარჯვებულ ახალგაზრდებს წარმოაჩენს მისაბაძ მაგალითებად, რაც სხვა ახალგაზრდების მოტივირებასა და ინსპირირებას განაპირობებს“, - უჩა ვარამაშვილი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) დირექტორი.

,,ლიბერთი ბანკი აგრძელებს პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მხარდაჭერას. პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით „ფინანსური წიგნიერების სასწავლო მოდული, რომელსაც ბიზნეს ტრენინგის მონაწილეები გადიან. სულ მალე პროექტის მონაწილე ახალგაზრდები წარმოადგენენ საკუთარ ბიზნეს იდეებს დასაფინანსებლად. მოხარული ვართ, რომ სწორედ ლიბერთის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების წახალისება“, - ხათუნა ჭელიძე, ლიბერთის მიკრო და მცირე დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და რვაასამდე ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა, არსებული ახალგაზრდული საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით. პირველ ეტაპზე 33 გამარჯვებული დაჯილდოვდა.

RDYE პროექტის ფარგლებში ჩატარებული საბაზისო მეწარმეობის ტრენინგების მეორე ციკლის განმავლობაში სულ 852 ახალგაზრდა მონაწილეობდა 71 ტრენინგში, რომელიც ჩატარდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. 75 საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ პროექტის შემდეგ ეტაპზე, ბიზნესის შვიდდღიან ინტენსიურ ტრენინგებში (BET).

RDYE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების ტრენინგების (Business Excellence Trainings/ BET) შედეგად, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლონ მეწარმეობის სხვადასხვა საკვანძო მიმართულებები მოამზადონ ბიზნეს გეგმები და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები კი საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:

  • ქვემო ქართლი რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
  • სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
  • შიდა ქართლი გორი, ქარელი, კასპი
  • მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.facebook.com/RDYE.Project,

www.instagram.com/rdye_project,

www.rdye.mercycorps.ge.

R