საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა თაღლითურად გაზარდა თავისი ქონებისა და აქტივების ღირებულება
ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა  თაღლითურად გაზარდა თავისი ქონებისა და  აქტივების ღირებულება

ნიუ-იორ­კის მო­სა­მარ­თლემ და­ად­გი­ნა, რომ აშშ-ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა და მის­მა ოჯა­ხურ­მა ბიზ­ნეს­მა თაღ­ლი­თუ­რად გა­ზარ­და ტრამ­პის ქო­ნე­ბი­სა და სხვა აქ­ტი­ვე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნ­ჰე­ტე­ნის ნიუ-იორ­კის შტა­ტის სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, არ­ტურ ენ­გო­რო­ნის მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შტა­ტის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, ლე­ტი­ცია ჯე­იმსს გა­უ­ად­ვი­ლებს ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის დად­გე­ნას 2 ოქ­ტომ­ბერს და­გეგ­მილ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

ენ­გო­რონ­მა ასე­ვე გას­ცა ბრძა­ნე­ბა იმ სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ტრამ­პის ზო­გი­ერთ კომ­პა­ნი­ას, მათ შო­რის Trump Organization-ს, ნიუ-იორკში ოპე­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და.

მო­სა­მარ­თლემ აღ­წე­რა, თუ რო­გორ შე­ად­გი­ნეს აშშ-ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მის­მა ვა­ჟებ­მა, დო­ნალდ უმ­ცროს­მა და ერიკ­მა, ტრამ­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა შე­ფა­სე­ბე­ბი და გა­ზარ­დეს ტრამ­პის წმინ­და მო­გე­ბა თა­ვი­ან­თი ბიზ­ნეს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის.

ამას­თან, დო­ნალდ ტრამ­პი და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათ თაღ­ლი­თო­ბა არა­სო­დეს ჩა­უ­დე­ნი­ათ. ისი­ნი ენ­გო­რო­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მა­ვენ.

"დღე­ვან­დე­ლი აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლი­ად მო­წყვე­ტი­ლია ფაქ­ტე­ბი­დან. პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი და მისი ოჯა­ხი ყვე­ლა არ­სე­ბულ სა­ა­პე­ლა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, რათა გა­მო­ას­წო­რონ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შეც­დო­მა“, - გა­ნა­ცხა­და ტრამ­პის ად­ვო­კატ­მა კრის­ტო­ფერ კე­ის­მა. ნიუ-იორ­კის მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა დო­ნალდ ტრამ­პიც და ბრალ­დე­ბებს იმის შე­სა­ხებ, რომ მან თაღ­ლი­თო­ბა ჩა­ი­დი­ნა, სა­სა­ცი­ლო და სიც­რუე უწო­და.

"ეს არის დე­მოკ­რა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ნო­ნი და კუ­დი­ა­ნებ­ზე ნა­დი­რო­ბა ისეთ დო­ნე­ზე, რო­მე­ლიც აქამ­დე არ უნა­ხავთ“, - წერს ტრამ­პი სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, Truth Social-ში.მან და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის­თვის მომ­ზა­დე­ბა, რად­გან არ იცი­ან, რო­მე­ლი სა­ჩივ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა და­იც­ვან თავი. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ კვი­რა­ში მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ხებ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აღშფოთებული ქართველი... ეს რაიყო
0

ღმად შეშფოთებულები ვართ პილიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებაზე და ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს....

გიო
2

თავისუფლება პოლიტპატიმარ ტრამპს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა თაღლითურად გაზარდა თავისი ქონებისა და აქტივების ღირებულება

ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა  თაღლითურად გაზარდა თავისი ქონებისა და  აქტივების ღირებულება

ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და მისმა ოჯახურმა ბიზნესმა თაღლითურად გაზარდა ტრამპის ქონებისა და სხვა აქტივების ღირებულება.

მედიის ინფორმაციით, მანჰეტენის ნიუ-იორკის შტატის სასამართლოს მოსამართლის, არტურ ენგორონის მკაცრი გადაწყვეტილება შტატის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს გაუადვილებს ზიანის ანაზღაურების დადგენას 2 ოქტომბერს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე.

ენგორონმა ასევე გასცა ბრძანება იმ სერტიფიკატების გაუქმების შესახებ, რომლებიც ტრამპის ზოგიერთ კომპანიას, მათ შორის Trump Organization-ს, ნიუ-იორკში ოპერირების საშუალებას აძლევდა.

მოსამართლემ აღწერა, თუ როგორ შეადგინეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, მისმა ვაჟებმა, დონალდ უმცროსმა და ერიკმა, ტრამპის ორგანიზაციამ და სხვა ბრალდებულებმა შეფასებები და გაზარდეს ტრამპის წმინდა მოგება თავიანთი ბიზნეს საჭიროებებისთვის.

ამასთან, დონალდ ტრამპი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ მათ თაღლითობა არასოდეს ჩაუდენიათ. ისინი ენგორონის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

"დღევანდელი აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება სრულიად მოწყვეტილია ფაქტებიდან. პრეზიდენტი ტრამპი და მისი ოჯახი ყველა არსებულ სააპელაციო საშუალებას გამოიყენებენ, რათა გამოასწორონ მართლმსაჯულების შეცდომა“, - განაცხადა ტრამპის ადვოკატმა კრისტოფერ კეისმა. ნიუ-იორკის მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც და ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მან თაღლითობა ჩაიდინა, სასაცილო და სიცრუე უწოდა.

"ეს არის დემოკრატების პოლიტიკური კანონი და კუდიანებზე ნადირობა ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არ უნახავთ“, - წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.მან და სხვა ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელია სასამართლო პროცესისთვის მომზადება, რადგან არ იციან, რომელი საჩივრების წინააღმდეგ უნდა დაიცვან თავი. სააპელაციო სასამართლო, სავარაუდოდ, ამ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო პროცესის გადადების მოთხოვნის შესახებ.