საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" - "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მხარდაჭერით ჩატარებულმა კამპანიამ Ad Black Sea-ზე ორი ოქროს ჯილდო მიიღო
"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" - "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მხარდაჭერით ჩატარებულმა კამპანიამ Ad Black Sea-ზე ორი ოქროს ჯილდო მიიღო

კრე­ა­ტი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ Ad Black Sea-ზე - „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა კამ­პა­ნი­ამ 2 ოქ­როს, 1 ვერ­ცხლი­სა და 1 ბრინ­ჯა­ოს ჯილ­დო მო­ი­გო. პრო­ექ­ტი „ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არ­სე­ბო­ბენ“ გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და და მისი მი­ზა­ნი იმ გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბაა, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას აწყდე­ბი­ან. კამ­პა­ნი­ის იდე­ი­სა და შეს­რუ­ლე­ბის ავ­ტო­რი კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო Watergunz-ია.

კრე­ა­ტი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი Ad Black Sea ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა. წელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 13 კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მოვ­ლინ­დნენ. ნა­მუ­შევ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რის ოთხი გუნ­დი აფა­სებ­და.

4 ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი კამ­პა­ნია - „ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არ­სე­ბო­ბენ“ იმ ქა­ლებს ეძღვნე­ბათ, რომ­ლებ­მაც პრო­ფე­სი­ულ ოც­ნე­ბა­ზე უარი თქვეს. კამ­პა­ნია მიზ­ნად ისა­ხავს, მხა­რი და­უ­ჭი­როს ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ას ახლა ირ­ჩე­ვენ და ამ პრო­ცეს­ში გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ხელს უშ­ლით.

თეა მან­ჯა­ვი­ძე, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას­თვის ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამ კამ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბით ხში­რად იზღუ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი პრო­ფე­სი­ებს კვლა­ვაც კა­ცი­სა და ქა­ლის საქ­მე­ე­ბად ყოფს. ამ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რმა ქალ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა იმ პრო­ფე­სი­ა­ში, რო­მელ­შიც სურ­და. კამ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რით, გვინ­დო­და, გვეთ­ქვა, რომ პრო­ფე­სი­ას არ აქვს გენ­დე­რი და ქა­ლებს უპი­რო­ბოდ უნდა ჰქონ­დეთ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­უ­ზღუ­და­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა – იქ­ნე­ბა ეს მე­ქა­ნი­კო­სო­ბა თუ მფრი­ნა­ვო­ბა“.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა“ აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში. 2022 წელს კომ­პა­ნია „გა­ე­როს ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბის“ ხელ­მომ­წე­რი გახ­და, რი­თაც და­ა­დას­ტუ­რა მზა­ო­ბა, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში, იზ­რუ­ნოს ქალ­თა მხარ­და­ჭე­რა­ზე და სა­მუ­შაო სივ­რცე­ში ქალ­თა და მა­მა­კაც­თა უფ­ლე­ბე­ბის თა­ნა­ბარ დაც­ვა­ზე.

თეა მან­ჯა­ვი­ძე, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: „ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არ­სე­ბო­ბენ“, ცხა­დია, არ არის პირ­ვე­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა. ჩვენ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი პრო­ექ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ქალ­თა რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი და ამ თე­მა­ზე არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა გვაქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, მათ შო­რის, კამ­პა­ნია „ქალი სა­ჭეს­თან“. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ ქალ ოფ­რო­უ­დერს, რო­მელ­მაც და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის ასაკ­ში ის­წავ­ლა მან­ქა­ნის მარ­თვა და ძა­ლი­ან დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია ამ სფე­რო­ში. გა­სულ თვეს ჭი­ა­თუ­რის რე­გი­ონ­ში შევ­ხვდით ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს, რო­მელ­თაც სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ და კი­დევ ერთხელ ავუხ­სე­ნით, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სქესს და თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის­კენ მტკი­ცედ უნდა ია­რონ. ეს არის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და, ცხა­დია, მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას“.

კამ­პა­ნია „ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არ­სე­ბო­ბენ“ რამ­დე­ნი­მე ნა­წილს მო­ი­ცავ­და. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიმ­ბო­ლუ­რად იმ არარ­სე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ ახ­სე­ნებ­და, რო­მელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი ოც­ნე­ბე­ბიც, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გამო, ვერ ას­რულ­და.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა" „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის" შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა და სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე 2014 წლი­დან ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნია მო­ნობ­რენ­დუ­ლია და მისი მომ­სა­ხუ­რე­ბა სრუ­ლი­ად ტო­ი­ო­ტას ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ტო­ი­ო­ტას უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებს, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ორი­გი­ნალ ავ­ტო­სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლებს, აქ­სე­სუ­ა­რებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბას. სერ­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი­თა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" - "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მხარდაჭერით ჩატარებულმა კამპანიამ Ad Black Sea-ზე ორი ოქროს ჯილდო მიიღო

"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" - "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" მხარდაჭერით ჩატარებულმა კამპანიამ Ad Black Sea-ზე ორი ოქროს ჯილდო მიიღო

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ზე - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ მხარდაჭერილმა კამპანიამ 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს ჯილდო მოიგო. პროექტი „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელდა და მისი მიზანი იმ გენდერული სტერეოტიპების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა, რომლებსაც საქართველოში ქალები პროფესიის არჩევისას აწყდებიან. კამპანიის იდეისა და შესრულების ავტორი კრეატიული სააგენტო Watergunz-ია.

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea ყოველწლიურად იმართება. წელს გამარჯვებულები 13 კატეგორიაში გამოვლინდნენ. ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიურის ოთხი გუნდი აფასებდა.

4 ჯილდოს მფლობელი კამპანია - „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ იმ ქალებს ეძღვნებათ, რომლებმაც პროფესიულ ოცნებაზე უარი თქვეს. კამპანია მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიას ახლა ირჩევენ და ამ პროცესში გენდერული სტერეოტიპები ხელს უშლით.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კამპანიის მხარდაჭერა. საქართველოში ქალების პროფესიული არჩევანი გენდერული სტერეოტიპებით ხშირად იზღუდება, საზოგადოება კი პროფესიებს კვლავაც კაცისა და ქალის საქმეებად ყოფს. ამ სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ბევრმა ქალმა ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება იმ პროფესიაში, რომელშიც სურდა. კამპანიის მხარდაჭერით, გვინდოდა, გვეთქვა, რომ პროფესიას არ აქვს გენდერი და ქალებს უპირობოდ უნდა ჰქონდეთ პროფესიული არჩევანის შეუზღუდავი შესაძლებლობა – იქნება ეს მექანიკოსობა თუ მფრინავობა“.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების სხვადასხვა პროექტში. 2022 წელს კომპანია „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა, რითაც დაადასტურა მზაობა, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში, იზრუნოს ქალთა მხარდაჭერაზე და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანაბარ დაცვაზე.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“, ცხადია, არ არის პირველი კამპანია, რომელიც „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები პროექტებში, რომლებიც ქალთა როლის გაძლიერებისკენ არის მიმართული და ამ თემაზე არაერთი აქტივობა გვაქვს განხორციელებული, მათ შორის, კამპანია „ქალი საჭესთან“. აქვე აღვნიშნავ, რომ მხარი დავუჭირეთ ქალ ოფროუდერს, რომელმაც დაახლოებით 40 წლის ასაკში ისწავლა მანქანის მართვა და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ამ სფეროში. გასულ თვეს ჭიათურის რეგიონში შევხვდით ახალგაზრდა გოგონებს, რომელთაც სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ და კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ პროფესიის არჩევისას მნიშვნელობა არ აქვს სქესს და თავიანთი მიზნებისკენ მტკიცედ უნდა იარონ. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ აქტივობებისა, რომლებიც ქალთა გაძლიერების კუთხით განვახორციელეთ და, ცხადია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“.

კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ რამდენიმე ნაწილს მოიცავდა. თბილისის ქუჩებში განთავსებული საინფორმაციო დაფები საზოგადოებას სიმბოლურად იმ არარსებული ქალების შესახებ ახსენებდა, რომელთა პროფესიული ოცნებებიც, გავრცელებული სტერეოტიპების გამო, ვერ ასრულდა.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა" „თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

NS