პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ სუსტად ვარ, ჩემს სულს ვერავინ გატეხს" - მიხეილ სააკაშვილი
"მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ სუსტად ვარ, ჩემს სულს ვერავინ გატეხს" - მიხეილ სააკაშვილი

მინ­და იცო­დეთ, რომ ვე­რა­ვინ გამ­ტეხს ვერც მე და ვერც ქარ­თველ ხალ­ხს - ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო დღე­ე­ბი არის წინ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ვი­დეო ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ფი­ზი­კუ­რი სი­სუს­ტი­სა, მას სუ­ლი­ე­რად საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა აქვს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფი­ზი­კუ­რად ჯერ კი­დევ სუს­ტად ვარ, ჩემს სულს ვე­რა­ვინ გა­ტეხს, რად­გან ის ქარ­თველ ხალ­ხს ეკუთ­ვნის“,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დის­ტან­ცი­უ­რად ეს­წრე­ბა. გა­სუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს შე­ე­ხე­ბო­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გა­და­ი­დო, ვი­ნა­ი­დან მან პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბა დის­ტან­ცი­უ­რა­დაც ვერ შეძ­ლო. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ად­ვო­კა­ტე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ხე­ლახ­ლა გა­მოკ­ვლე­ვას შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნე­ბენ, ვი­ა­ნი­დან მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ი­დან ერთ-ერთი საქ­მის გან­ხილ­ვა­ში ახა­ლი ჩარ­თუ­ლია.

პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან შეკ­რე­ბი­ლე­ბი არი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ჩვენი მტრის ოჯახში შედი და იყავი მიშა შენ, შენ როგორ ხარ ჩვენი ოჯახის წევრი შე დუშმანო ავაზაკო, არამზადავ, მკვკლელო მანიაკო! მოღალატე, გამყიდველო!

ალექს
1

პუტინის შესტიორკაა, პრიმაკოვის და ივანოვის დასმულია, ამერიკა იყენებს ამის მსუნაგობას და ზნედაცემულობას, თორემ მშვენივრად იცის რომ ჩეკას აღზრდილია და და კგბ დისშვილი, კვიცი კი გვარზე ხტის და იხტუნავებს ყოველთვის! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ სუსტად ვარ, ჩემს სულს ვერავინ გატეხს" - მიხეილ სააკაშვილი

"მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ სუსტად ვარ, ჩემს სულს ვერავინ გატეხს" - მიხეილ სააკაშვილი

მინდა იცოდეთ, რომ ვერავინ გამტეხს ვერც მე და ვერც ქართველ ხალხს - ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, მას სულიერად საბრძოლო განწყობა აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ სუსტად ვარ, ჩემს სულს ვერავინ გატეხს, რადგან ის ქართველ ხალხს ეკუთვნის“,- განაცხადა სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება. გასული სასამართლო პროცესი, რომელიც აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, ვინაიდან მან პროცესზე დასწრება დისტანციურადაც ვერ შეძლო. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები სავარაუდოდ, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას შუამდგომლობას დააყენებენ, ვიანიდან მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი საქმის განხილვაში ახალი ჩართულია.

პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.