Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
"ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდება, თუ..." - ილჰამ ალიევისა და ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დეტალები: რა დაასახელა ალიევმა ცეცხლის შეწყვეტის პირობად
"ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდება, თუ..." - ილჰამ ალიევისა და ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დეტალები: რა დაასახელა ალიევმა ცეცხლის შეწყვეტის პირობად

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­ნი­ხი­ლეს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი­ევ­მა ბლინ­კენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ნაღ­მავ­დნენ, რის შე­დე­გა­დაც და­ი­ღუპ­ნენ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ასე­ვე ისი­ნი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღი­დან ცე­ცხლს უხ­სნიდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის ნა­წი­ლებს.

ამას­თან, მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ილ­ჰამ ალი­ევ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ქმე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის ე.წ. „საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის“ ჩა­ტა­რე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში არის სომ­ხე­თის და მის მიერ შექ­მნი­ლი და მხარ­და­ჭე­რი­ლი ე.წ. სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი სტრუქ­ტუ­რის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ და მსგავ­სი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის აღ­საკ­ვე­თად, აზერ­ბა­ი­ჯანს რე­გი­ონ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­წყე­ბა მო­უ­წია.

  • ალი­ე­ვის მტკი­ცე­ბით, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი არ იბომ­ბე­ბა და მხო­ლოდ ლე­გი­ტი­მუ­რი სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ამას­თან, ილ­ჰამ ალი­ევ­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენს გა­ნუ­ცხა­და, რომ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ რამ­დენ­ჯერ­მე მი­იწ­ვია დი­ა­ლოგ­ზე ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მაგ­რამ მათ ამა­ზე უარი თქვეს, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს ისი­ნი კი­დევ ერთხელ მი­იწ­ვი­ეს დი­ა­ლოგ­ზე.

  • აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თუ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბე­ბი ია­რაღს დაყ­რი­ან და ჩა­ბარ­დე­ბი­ან, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­ჩერ­დე­ბა.

თა­ვის მხრივ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, მხა­რე­ებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერს პირ­და­პირ დი­ა­ლოგს ბა­ქო­სა და ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი სომ­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გ.ვ.ბ.
0

,,ჩემდა თავად უკან დახევის,, ფოტო სურათის ,,დედა-აზრი,,

izi
1

ასე მგონია ამ შევშფოთდის უკან იგულისხმება-კაი, ჩემი ძამიე, შენ არ ინერვუილო და რაღაცას მოვიფიქრებთ.

ავტორი:

"ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდება, თუ..." - ილჰამ ალიევისა და ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დეტალები: რა დაასახელა ალიევმა ცეცხლის შეწყვეტის პირობად

"ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდება, თუ..." - ილჰამ ალიევისა და ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დეტალები: რა დაასახელა ალიევმა ცეცხლის შეწყვეტის პირობად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ბლინკენთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის ნაღმავდნენ, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელები, ასევე ისინი სხვადასხვა იარაღიდან ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედებები, მათ შორის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარება აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არის სომხეთის და მის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი ე.წ. სეპარატისტული სტრუქტურის მიზანმიმართული პროვოკაციების გაგრძელება აზერბაიჯანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ და მსგავსი პროვოკაციული ქმედებების აღსაკვეთად, აზერბაიჯანს რეგიონში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყება მოუწია.

  • ალიევის მტკიცებით, ანტიტერორისტული ღონისძიებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები არ იბომბება და მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა ხორციელდება.

ამასთან, ილჰამ ალიევმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ რეინტეგრაციის საკითხების განსახილველად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიიწვია დიალოგზე ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები, მაგრამ მათ ამაზე უარი თქვეს, თუმცა ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების დროს ისინი კიდევ ერთხელ მიიწვიეს დიალოგზე.

  • აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან, ანტიტერორისტული ღონისძიებები შეჩერდება.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოხატა არსებული სიტუაციის გამო, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს ბაქოსა და ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხების წარმომადგენლებს შორის.