ავტორი:

"ოქროს თაობის" სუპერმოდელის შეცვლილი გარეგნობა - კეიტ მოსის პაპარაცული ფოტოები, სადაც გულშემატკივრებმა ვერ იცნეს

"ოქროს თაობის" სუპერმოდელის შეცვლილი გარეგნობა - კეიტ მოსის პაპარაცული ფოტოები, სადაც გულშემატკივრებმა ვერ იცნეს

90-იანი წლების ლეგენდარული სუპერმოდელი, "ოქროს თაობის“ წარმომადგენელი, კეიტ მოსი პაპარაცებმა ლონდონში, ერთ-ერთ რესტორანთან შენიშნეს. 49 წლის მოსი ძმასთან და მამასთან ერთად იყო.

პოდიუმის დედოფალი არ გამოიყურებოდა ისე, როგორც მისი ფანები შეჩვეულები არიან. ბევრმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ცნობა გაუჭირდათ კიდეც.

ცნობილია, რომ მოდელი რამდენიმე წელი ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა და საბოლოოდ დაამარცხა.

ასევე, ის წინააღმდეგია პლასტიკური ქირურგიის და დაბერების პროცესის ხელოვნურად შეჩერების. ის ყოველთვის აღნიშნავს, რომ ბუნებრიობა მისთვის პრიორიტეტულია და მოსწონს ხაზები სახეზე.

გარდა ამისა, სუპერმოდელი ამბობს, რომ მისთვის მთავარი ვარჯიში, ცეკვა და ფიზიკური აქტივობაა. განსაკუთრებით იოგას მნიშვნელობას უსვამს ხოლმე ხაზს და აღნიშნავს, რომ იოგა სიცოცხლის წყურვილს და ხალისს უმძაფრებს.