პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ანაკლიის პროექტით დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები: ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან " - ლევან დავითაშვილი
"ანაკლიის პროექტით დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები: ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან " - ლევან დავითაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის ჩი­ნე­თი­და­ნაც.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, შე­საძ­ლოა, სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში პირ­ვე­ლი ეტა­პის შე­ფა­სე­ბა დას­რულ­დეს, შემ­დეგ კი მოხ­დე­ბა ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბა პრე­ტენ­დენ­ტებ­თან.

"ანაკ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტია. ანაკ­ლია ცალ­სა­ხად არის კო­მერ­ცი­უ­ლი პორ­ტი, რო­მელ­მაც მეტი ტვირთბ­რუნ­ვა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ქარ­თვე­ლო­სა და "შუა დე­რე­ფან­ში“. ის არის ჩვე­ნი ლო­გის­ტი­კის და ტრან­სპორ­ტის სტრა­ტე­გი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი. ამ კუ­თხით გან­ვი­ხი­ლავთ ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს კონ­ტექ­სტია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, როცა პარტნი­ორს შე­ვარ­ჩევთ. იცით, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ვართ. ანაკ­ლი­ის პორ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი რგო­ლია, აღ­მო­სავ­ლე­თის, აზი­ის ქვეყ­ნე­ბის და ევ­რო­პის, კერ­ძოდ, და­სავ­ლე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ან და­ინ­ტე­რე­სე­ბას, ხე­დავთ, რომ ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი საკ­მა­ოდ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ გარ­კვე­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. გი­დას­ტუ­რებთ, რომ არ­სე­ბობს ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­და­ნაც ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე {ინ­ტე­რე­სი}, თუმ­ცა არამ­ხო­ლოდ ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან არ­სე­ბობს ინ­ტე­რე­სი. ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით, რომ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ბევ­რი სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­მოც­დი­ლი კომ­პა­ნია. რო­დე­საც ვთქვით, რომ ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბას ვი­წყებთ ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მით, ეს ოპო­ნენ­ტებ­მა შე­ა­ფა­სეს, რო­გორც უტო­პია, შე­უძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა, დღეს ცალ­სა­ხად ჩანს ინ­ტე­რე­სი. ამ პრო­ცეს­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. ევ­რო­პუ­ლი, აზი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, ახლო სა­მე­ზობ­ლო­და­ნაც არი­ან.

შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად მიმ­დი­ნა­რე­ობს. სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში გვექ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ეტა­პის შე­ფა­სე­ბის დას­რუ­ლე­ბა. ალ­ბათ, შე­მოდ­გო­მით მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­და­ვალთ, რო­დე­საც მოხ­დე­ბა ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბა პრე­ტენ­დენ­ტებ­თან. ის კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მო­თხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, პრე­ტენ­დენ­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ვის­თა­ნაც და­ვი­წყებთ უშუ­ა­ლო კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის შე­თან­ხმე­ბას“,- აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ანაკლიის პროექტის დასაბუთების პოსტულატები ეკუთვნის სავარაუდოდ საკომპიუტერო გრაფიკის სპეციალსტ, ვინმე ეკა აბაშიძეს, საგაზეთო სტატიის სტილშია შესრულებული , ვციტირებ, "შავ ზღვაში დატვირთული გემების 65 % აქ ვერ შემოდის"-ო , "პანამაქსი და პოსტმანამაქსი შემოვა ანაკლიაში, თუ 16 მეტრი ექნა სიღრმე "-ო, ამ საქმეში რაღაც გამეგება , მასწავლეს დარგის კორიფეებმა , ცხადია მათ შორის ეკა არ ყოფილა, და ეს წინადადება ვერ გავიგე, ზოგადად რასაც პროექტს ეძახიან, სწორედ მოსაზრებაა, არც იდეაა , კერძო მოსაზრებაა და თან მცდარი ! 

ანაკლია
1

ანაკლია ქართული აქციებით ავაშენოთ,,ყველა მოსახლეზე იყოს თითო აქცია და მერე ვისაც უნდა გაყიდის!!!

ავტორი:

"ანაკლიის პროექტით დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები: ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან " - ლევან დავითაშვილი

"ანაკლიის პროექტით დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები: ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან " - ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულია ბევრი საერთაშორისო კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდანაც.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაძლოა, სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში პირველი ეტაპის შეფასება დასრულდეს, შემდეგ კი მოხდება ტექნიკური პირობების დაზუსტება პრეტენდენტებთან.

"ანაკლია საქართველოსთვის, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია. ანაკლია ცალსახად არის კომერციული პორტი, რომელმაც მეტი ტვირთბრუნვა უნდა უზრუნველყოს საქართველოსა და "შუა დერეფანში“. ის არის ჩვენი ლოგისტიკის და ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ კუთხით განვიხილავთ ანაკლიის განვითარებას. ეს კონტექსტია გასათვალისწინებელი, როცა პარტნიორს შევარჩევთ. იცით, რომ სამხრეთ კავკასიაში ვართ. ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლია, აღმოსავლეთის, აზიის ქვეყნების და ევროპის, კერძოდ, დასავლეთის დამაკავშირებელია.

რაც შეეხება ჩინური კომპანიების შესაძლო მონაწილეობას, ან დაინტერესებას, ხედავთ, რომ ჩინური კომპანიები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ჩინური კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში. გიდასტურებთ, რომ არსებობს ჩინური კომპანიების მხრიდანაც ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე {ინტერესი}, თუმცა არამხოლოდ ჩინური კომპანიების მხრიდან არსებობს ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია ბევრი სხვა საერთაშორისო, კვალიფიციური გამოცდილი კომპანია. როდესაც ვთქვით, რომ ანაკლიის განვითარებას ვიწყებთ ახლებური მიდგომით, ეს ოპონენტებმა შეაფასეს, როგორც უტოპია, შეუძლებელი, თუმცა, დღეს ცალსახად ჩანს ინტერესი. ამ პროცესში დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან. ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან.

შერჩევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში გვექნება პირველი ეტაპის შეფასების დასრულება. ალბათ, შემოდგომით მეორე ეტაპზე გადავალთ, როდესაც მოხდება ტექნიკური პირობების დაზუსტება პრეტენდენტებთან. ის კომპანიები, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, პრეტენდენტები იქნებიან, ვისთანაც დავიწყებთ უშუალო კონკრეტული ტექნიკური პირობების შეთანხმებას“,- აღნიშნა მინისტრმა.