პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიღებული იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება" - გზების დეპარტამენტი გზის ნაწილის ჩამოშლაზე
"მიღებული იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება" - გზების დეპარტამენტი გზის ნაწილის ჩამოშლაზე

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სი(ჭომა)-ალ­პა­ნა-მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 107-ე კმ-სა და სა­ჩხე­რე-რა­ჭის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მი­ერ­თე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 26 აგ­ვის­ტოს, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე, ჩა­მო­ი­შა­ლა მი­წის მცი­რე მასა. რის შემ­დე­გაც, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ნი­ტო­რინ­გი, ხოლო ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მხო­ლოდ ერთ ზოლ­ში.

"დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დგომ გა­მო­იკ­ვე­თა, რომ გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე არ­სე­ბულ­მა ბზა­რებ­მა მო­ი­მა­ტა, შე­სა­ბა­მი­სად მი­ღე­ბუ­ლი იქნა გზის დაბ­ზა­რუ­ლი ნა­წი­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­მოშ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ყო­ფი­ლი­ყო ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის უსაფრ­თხო გან­ვლა­დო­ბა.

"ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, დღეს დი­ლი­დან, სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბამ­დე გა­ავ­რცე­ლა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს შემ­თხვე­ვა მოხ­და სა­ჩხე­რე-რა­ჭის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ახალ გზა­ზე, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გზის ნა­წი­ლის ჩა­მოშ­ლა მოხ­და ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სი(ჭომა)-ალ­პა­ნა-მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხი­ლის არ­სე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 107-ე კმ-ზე. ეს მო­ნაკ­ვე­თი ისე­დაც ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და სწო­რედ ამი­ტომ და­ი­გეგ­მა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სი(ჭომა)-ალ­პა­ნა-მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 107-ე კმ-ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, გა­და­ად­გი­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის­თვის. ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნა დღის ბო­ლოს­თვის იგეგ­მე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
susi
0

ის თავგასიებული ხიდეშელი რო დაგრიალობს შავი კრუზაკით მთელი ონი რო შეტლაპეს მაგან და მაგის ამფსონებმა ტენდერი არა რო ორივე მხარე ნაცები თუ ქოცები ერთად ისქელებენ ჯიბებებს მერე ხალხის დასანახად აგინებენ ერთმანეთს. მოეთრეს ეხლა და ითაოს მეკურტნეობა გადაზიდოს ხალხი ზურგით. დილით ხო გამომზევრეს სურათები როგორ გამოცხადდენ ადგილზე და ზურავენ ხალხზე ვითომ. გასხენით დროზე გზა თორე თუ გავბრაზდით რაჭველები გვიან იქნება მერე ისედაც გვიან ვბრაზდებით :) :) 

ss
0

ნუ ცრუპენტელობთ რა მანამდე მოხდა თავისით ჩამოშლა. სამითვეა ეგ გზა ჩამოშლილია ნახევრად დაბმა მხარეს გზის გაყვანის გამოც. მთელი ზაფხული ნახევარი გზით სარგებლობა შეიძლებოდა მარტო ამ დორის მანძილზე ხო შეიძლებოდა ეს დე მლი სარეზეზრვო გზის გაწმენდა მითიმეტეს არსებობს სოფელ კომანდელთან ასავლელი გრუნტიანი გზა და ასეთ ამბავში არ იქნებოდა ხალხი მარა რაა ზეზემკვდრები ყავს ონს ამ საქმეში კაცი არა პატრონი რო ადგილზე მიიღოს გადაწყვეტილება. რავი მეხინკლის მძღოლის და მოჭიდავეს გაკეთებული გზა მე არ მგონია ივარგოს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მიღებული იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება" - გზების დეპარტამენტი გზის ნაწილის ჩამოშლაზე

"მიღებული იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება" - გზების დეპარტამენტი გზის ნაწილის ჩამოშლაზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აღნიშნულ მონაკვეთზე, ჩამოიშალა მიწის მცირე მასა. რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში.

"დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად მიღებული იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო განვლადობა.

"ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია, დღეს დილიდან, სამუშაოების დაწყებამდე გაავრცელა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა მოხდა საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, გზის ნაწილის ჩამოშლა მოხდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის არსებული საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე. ეს მონაკვეთი ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო და სწორედ ამიტომ დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გადაადგილება დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დღის ბოლოსთვის იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.