რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილი, მარია ვორონცოვა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, აშშ-სა და შვეიცარიაში, სამეცნიერო გამოცემებში პუბლიკაციებს აქვეყნებს. ამის შესახებ ტელეგრამ არხი "Можем объяснить". იტყობინება.
ვორონცოვა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეცნიერებთან ერთად წერს სტატიებს, ის არის სტატიების თანაავტორი. ცნობისთვის, ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილის პოსტს იკავებს 2022 წლიდან.
"ტელეგრამ" არხის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ პუტინის ქალიშვილის სამი პუბლიკაცია გამოქვეყნდა ავტორიტეტულ ამერიკულ ჟურნალში - The Endocrine Society, ასევე შვეიცარიის სამეცნიერო გამოცემაში MDPI Publishing.
აღსანიშნავია, რომ მარია ვორონცოვა, ენდოკრინოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია. 2022 წლის აპრილიდან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების საქნციების ქვეშაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფორმალურად დაწესებული შეზღუდვები არ უკრძალავს მას ამ ქვეყნების სამეცნიერო გამოცემებში პუბლიკაციების გამოქვეყნებას.
ნახეთ ასევე: