პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში ნოდარ დუმბაძის შესახებ წერს:
"ნოდარ დუმბაძე ჩემთვის, როგორც ასეთი, გენიოსი არ არის. მაგრამ მას იმდენჯერ გადაუარ-გადმოუარეს (ძირითადად პოლიტიკური მიზეზების გამო რომლებთანაც ის არაფერ შუაშია), რომ მომინდა მის შემოქმედებაში საინტერესო რამეები ვიპოვო.
მისი წიგნიდან "მე ვხედავ მზეს" ჩვენ ჯერ კიდევ საბჭოთა დროში შევიტყეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ჩვეულებრივი შიმშილობა და რომ საბჭოთა ჯარს დეზერტირები ჰყავდა. მე მგონი, სხვას ამ თემაზე არც არაფერი დაუწერია.
დუმბაძე არის ჩვენი რბილი ძალა, რადგან ჩემი გამოცდილებით ის პრაქტიკულად ერთადერთი მწერალია, რომელიც წაკითხული აქვთ აფხაზებსა და ოსებს (და ძალიან უყვართ).
ეს გარემოება კი იმის დამსახურებაა, რომ მის შემოქმედებაში ქართველები და არაქართველები ჩვეულებრივად მეგობრობენ. გარდა ამისა, ის ძალიან ადამიანურიცაა, ზოგჯერ ძალიან სევდიანი, ზოგჯერ კი ძალიან სასაცილო. ეს კი ყველას მოსწონს.(ნუ, ჩვენში ყველას არა, თუმცა ალბათ ისევ და ისევ პოლიტიკის გამო)", - წერს თორნიკე შარაშნიძე. წყარო
მე არ ვთვლი რომ დათა თუთაშხია ამირეჯიბმა დაწერა, რადგან ეს წიგნი ერთმა ჩემმა ახლობელმა ადამიანმა ციხეში წაიკითხა უფრო ადრე ვიდრე გამოვიდოდა.არ ვთვლი რომ ცუდი წიგნია,მაგრამ ავტორი სხვაა...
თურმე ასეც ყოფილა, ვინაც რა უნდა თქვას ყველა შეგვიძლია გავლანძღოთ, დავამციროთ, მასწავლებელივით დაუთათხანოთ. ძალა თუ გვაქვს ალბათ არც ცემის უფლება გვაქვს აკრძალული.ეს უფლება ღმერთს არ აუკრძალია ჩვენთვის,მაგრამ ხალხს დაუშვია, მაგალითად კარგ მკითხველს, ან კარგ გამგონეს, , ყველას, ყველას ყველას. წიგნს თავისი ეშხი და სილამაზე აქვს, არა უშავს თუ აღარავინ კითხულობს, ოჯახებს ნახავ ერთი წიგნი არ აქვთ სახლში, ნეტავი თქვენ რომ მაგაში ფულს აძლევთო, გვითხრეს. მაშინაც ესე გვეუბნებოდნენ როცა პურის ფულს ძლივს ვშოულობდით და წიგნს მაინც ვყიდულობდით, წიგნის წამკითხველი სხვა ცდუნების ადამიანია, ზოგი მართლა ადამიანი, ზოგი წიგნით გამრთობი, ზოგი მართლა მოყვარული, ჩემი ქალიშვილი ამას წინათ დოსტოევსკის კითხულობდა, თვალებით გამოვხატე მარტო .რომ დავინახე და თვალებითვე მიპასუხა, მომინდა და ვკითხულობო.ხო, ან მე რა უფლება მაქვს ან სხვას ავუკრძაკოთ, თუნდაც აზრი გამოვთქვათ გენიოსია თუ არა ესა თუ ის მწერალი, აა! ჩვენთან აქვთ, გაგლანძღავენ კი არა ძელზე გაგსვამენ უფლება რომ ჰქონდეთ, ამ დროს აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. არის წიგნები და არიან მწერლები რომელებიც არასდროს არ მყვარებია, მაგრამ არის წიგნები რომელიც არავის არ ყვარებია არასდროს მაგრამ მე მყვარებია. ახლა მაგალითად ისეთ ასაკში ვარ ძალიან მინდა ნოდარ დუმბაძე წავიკითხო, ჩემს ბიჭს მისი კითხვით შევაყვარე ლიტერატურა, ჩ ემმა ქალიშვილმა კი პირველ კლასში წაიკითხა სამი წლიდან კითხულობდა და მესამე კლასში მაინრიდი წაიკითხა.მე მისთვის ძალიან ცოტა დრო მქონდა,მაგრამ მაინც ვნახულობდი და ვუკითხავდი აკრძალულ წიგნებსაც, მერე თავად არჩევდა რა იყო კარგი და რა ცუდი. გარშემო მხოლოდ ერთი ბიჭი კითხულობდა მის დარად. ძალიან ბევრი ბავშვები იყვნენ და მარტო ეს ორი კითხულობდა წიგნებს, ეს არ შეგიმჩნევიათ, მეზობლის ბავშვმა მითხრა ამასწინათ წიგნს არ ვკითხულობო და ხო, საიდან გაიგოს ვინ არის გენიოსი და ვინ არა. ვაჟა არ გიყვარმეთქი და მხრები აიწურა. თავი გააქნია, აბა ახლა იმან რა იცის რას ნიშნავს გენიოსი. თავის დროზე ძალიან მომეწონა ჭილაძე,, ახლაც მინდა წავიკითხო მაგრამ ახლა ძალიან ცუდად ვარ და ისე აღარ მომეწონება, იქ ძალიან კარგი აზრები იყო, მე ახლა აღარ მომეწონება,ახლა ნოდარ დუმბაძეა ჩემთვის საინტერესო,სოფელი გამახსენდება, მეზობები, ძალიან საყვარელი და ტკბილი მეზობლები, ჩემი პირველი სიყვარული, ბებია და ბაბუა, დქვრილებული ქალები, შიმშილი, ბებიების მოქსოვილ შალებში გახვეული ბავშვები, ახლა ჩემს გონებაში ვეღარც დოსტოევსკი იმოძრავებს და ვეღარც, დრაიზერი, აღარ შეუძლია ტვინს ამდენის გადახარშვა, ხოლო ვისი ტვინი კიდევ ხარშავს დაანებეთ მათ თავი, მიეცით სიტყვის ამოთქმის საშუალება.... სამყარო ხომ არსებობს და მიეცით ადამიანებს ამ საყაროში აზრის გამოთქმის საშუალება.რა საჭიროა ლანძღვა,რატომ ვილანძღებით,,,,