როსტოვის მკვიდრი ანტონ ელიზაროვი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ ახალი ლიდერის პოზიციაზე მთავარი კანდიდატია. მეტიც, ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, ის უკვე მთავარ მეთაურად დაინიშნა. ინფორმაციას "ვაგნერთან“ დაახლოებული ტელეგრამ-არხებიც ავრცელებენ.
ანტონ ელიზაროვი, რომლის საძახისი "ლოტოსია“, "ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ახლო წრის წარმომადგენელია და ის "გამორჩეულ ხელმძღვანელად" მიიჩნევა.
2014 წელს სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა და თღლითობის ბარლდებით გაასამართლეს. საბოლოოდ, 3-წლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმის სახით 100 000 რუბლის გადახდა დაეკისრა. ამის შემდეგ მისი კარიერა რუსეთის არმიაში დასრულდა.
თუმცა ალტერნატივა მალევე იპოვა და კერძო სამხედრო ორგანიზაცია "ვაგნერს“ შეუერთდა. ის მონაწილეობდა სირიის ოპერაციაში. 2016 წლიდან 2019 წლამდე, მუშაობდა სამხედრო ინსტრუქტორად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აქტიურად იბრძოდა უკრაინაში. ელიზაროვი სოლედარის შტურმს ხელმძღვანელობდა.
"აი, ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა სოლედარის აღებას. აიღო ყოველგვარი წუწუნის გარეშე ორ კვირაში. სოლედარი ალყაში მოვაქციეთ, შემდეგ რამდენიმე ნაწილად გავყავით. როგორც ამბობენ, სპილოს მთლიანად ვერ შეჭამ, ნაწილ-ნაწილ უნდა ჭამო“ - აღნიშნავდა ევგენი პრიგოჟინი ერთ-ერთ ვიდეოში, გვერით კი ელიზაროვი ედგა.
"ლოტოსი“ ასევე მონაწილეობდა პრიგოჟინის სამხედრო ამბოხში, რომელიც 24 ივნისს მოხდა. ტიმოფეი ემრაკოვთან ინტერვიუში ის საუბრობდა, რომ მომხდარის შემდეგ, პრიგოჟინმა "ვაგნერის“ ძირითადი ნაწილი დასასვენებლად გაუშვა.
ამ ეტაპზე "ვაგნერში“ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. თუმცა აღნიშნავენ, რომ საბრძოლო და სამწვრთნელო საქმეს "ლოტოსი“ ხელმძღვანელობს. მისი თანამდებობა ამჟამად ორგანიზაციაში ყველაზე მაღალია.
ცნობისთვის "ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი და მეთაური დმიტრი უტკინი 23 აგვისტოს ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.
აქედანაც ბევრი წავიდა ვაგნერში. პოპულარულია კლასიკური მუსიკა. ამიტო იკლო პრო რუსულმა კომენტარებმა
ნასამართლეობა ვაგნერში გაწევრიანების მთავარი კრიტერიუმია?