საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ფერისცვალებას ცოტნეს ვენახი უკვე კარგა ხნის გაკაფული და ცეცხლში დამწვარი იყო. იქვე, სავარძელზე მჯდომი ცოტნე გულსაკლავად ასლუკუნდა..." რას წერს ანა ჯაბაური
"იმ ფერისცვალებას ცოტნეს ვენახი უკვე კარგა ხნის გაკაფული და ცეცხლში დამწვარი იყო. იქვე, სავარძელზე მჯდომი ცოტნე გულსაკლავად ასლუკუნდა..." რას წერს ანა ჯაბაური

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვა­ჟის, ცონ­ტე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ჯა­ბა­უ­რი ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით იხ­სე­ნებს თუ რო­გო­რი გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ცონ­ტე გამ­სა­ხურ­დია ვა­ზის კულ­ტუ­რი­თა და ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბით, იმმ ინ­ცინ­დენ­ტამ­დე, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ის მძი­მედ და­ა­ვად­მყოფ­და.

"ფე­რის­ცვა­ლე­ბა ბე­რე­ბის­გან ყუ­რძნის კურ­თხე­ვის დღე­აო, გა­მი­გო­ნია. ჩემი დამ­ხმა­რე, რომ­ლის ოჯახ­საც მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და კულ­ტუ­რა აქვს, მიხ­სნის, რომ ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღი­დან ყუ­რძე­ნი იწყებს დამ­წი­ფე­ბას, ხოლო მარ­ცვა­ლი - ფე­რის ცვლი­ლე­ბას, მწვა­ნე­დან ქარ­ვის­ფერ­ში გა­და­დის და ვე­ნა­ხი გა­სა­ოც­რად მშვენ­დე­ბაო...

2019 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე დიდი ფუს­ფუ­სი და ხა­ლი­სი გვქონ­და კოლ­ხურ კოშკში. ცოტ­ნემ ვა­ზის გა­შე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა ეზოს ყვე­ლა­ზე ფარ­თო ნა­წილ­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩვენ­მა ახ­ლო­ბელ­მა, ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი-მა, სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბი­დან 14 "კა­მა­ზი" გა­ნოყი­ე­რე­ბუ­ლი მიწა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც კოშ­კის ეზოს მი­წას ზე­მო­დან და­ა­ყა­რეს, გა­და­ას­წო­რეს და ვა­ზის გა­სა­შე­ნე­ბელ ნი­ა­და­გად მო­ამ­ზა­დეს. საკ­მა­ოდ დიდი დრო ცოტ­ნემ მთე­ლი ამ ტე­რი­ტო­რი­ის სან­ტი­მეტრ-სან­ტი­მეტრ შე­მოვ­ლა­სა და სა­კუ­თა­რი ხე­ლით შუ­შის ნამ­ტვრე­ვე­ბი­სა თუ ქვე­ბის­გან გა­სუფ­თა­ვე­ბას მო­ან­დო­მა.

ამის შემ­დეგ, სა­უ­კე­თე­სო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბიც შე­მო­ი­ა­რა ერ­თწ­ლი­ა­ნი, გა­მოყ­ვა­ნი­ლი ვა­ზის ნერ­გე­ბის შე­სა­ძე­ნად. ნა­წი­ლი იტა­ლი­ი­და­ნაც კი ჩა­მო­ა­ტა­ნი­ნა. ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა, ტა­რი­ელ გა­ბა­ძემ, ტორ­ფი მოგ­ვი­ტა­ნა, რო­მე­ლიც ნი­ა­დაგ­ში ჰა­ე­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის დიდ­ხანს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და ვა­ზის გამ­ძლე­ო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, წი­ნას­წარ რუ­დუ­ნე­ბით გამ­ზა­დე­ბულ ნი­ა­დაგს შე­უ­რი­ეს და შე­უდ­გნენ დიდი ორ­მო­ე­ბის თხრას. ეზოს ღორ­ღი­ა­ნი ნა­წი­ლის გა­სა­თხრე­ლად პერ­ფო­რა­ტო­რიც კი მო­ი­ტა­ნა ცოტ­ნემ, რათა ორ­მო­ე­ბი დიდი გა­მო­სუ­ლი­ყო, რაც ნი­ა­დაგ­ში ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა და ჟანგბა­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გზით, ვა­ზის გამ­ძლე­ო­ბის ორ­მა­გი დაც­ვა იქ­ნე­ბო­და ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ტორფთან ერ­თად. ორ­მო­ში სა­თი­თა­ოდ არ­ჩე­უ­ლი, გა­მოყ­ვა­ნი­ლი და და­ფეს­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რქა­წი­თე­ლის, აგ­რეთ­ვე, მა­ნა­ვის მწვა­ნე­სა და გო­რუ­ლი მწვა­ნეს სა­ჯი­შე, ერ­თწ­ლი­ა­ნი ნერ­გე­ბი ჩარ­გო, 180 ძირი. ზე­მო­დან კი ფხვი­ე­რი მიწა ე.წ. კო­კო­ლე­ბად და­ა­ყა­რა.

საქ­მეს იმ ავადსასხსე­ნე­ბელ 19 დე­კემ­ბრამ­დე ცოტა ხნით ადრე მორ­ჩნენ. დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე უვ­ლი­და გარს ახ­ლად­შო­ბილ ვაზს და შვი­ლი­ვით ეფე­რე­ბო­და...თუმ­ცა, ეს პრო­ცე­სი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რით ადრე და­ი­წყო, მა­შინ, რო­დე­საც მეღ­ვი­ნე­ო­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ფა­კულ­ტე­ტი აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა და მეღ­ვი­ნე­ო­ბა მე­ო­რე პრო­ფე­სი­ად აირ­ჩია (წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ქი­მი­ის პრო­ფე­სორ­თა­ნაც კი და­ი­წყო კერ­ძოდ მზა­დე­ბა ვა­ზის შე­სა­ხებ ღრმა ცოდ­ნის უკეთ სა­ზი­ა­რებ­ლად).

ხოლო ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა­ში (ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ კი მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­შიც), ტა­რი­ელ­თან და სხვა მე­გობ­რებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად გვეხ­მა­რე­ბო­და ცოტ­ნეს პე­და­გო­გი და მე­გო­ბა­რი, ცნო­ბი­ლი მეღ­ვი­ნე და პრო­ფე­სო­რი და­ვით ჩა­ჩუა. დღეს ცოტ­ნეს მე­გობ­რებ­მა ფე­რის­ცვა­ლე­ბა მოგ­ვი­ლო­ცეს და ცოტ­ნეს ნათ­ქვა­მი გა­იხ­სე­ნეს: ფე­რის­ცვა­ლე­ბას ნა­ხეთ ჩემი ვე­ნა­ხი რო­გო­რი იქ­ნე­ბაო... სამ­წუ­ხა­როდ, იმ ფე­რის­ცვა­ლე­ბას ცოტ­ნეს ვე­ნა­ხი უკვე კარ­გა ხნის გა­კა­ფუ­ლი და ცე­ცხლში დამ­წვა­რი იყო. ვნა­ნობ, არ გავფრ­თხილ­დით სა­უბ­რი­სას, იქვე, სა­ვარ­ძელ­ზე მჯდო­მი ცოტ­ნე გულ­საკ­ლა­ვად ას­ლუ­კუნ­და... ცოტ­ნეს მე­გო­ბარ­მა, ტა­რი­ელ გა­ბა­ძემ მოგ­ვწე­რა: მე რო­დე­საც მი­ვე­დი მანდ ვა­ზე­ბის სა­ნა­ხა­ვად კა­რე­ბი დამ­ხვდა და­კე­ტი­ლი და სა­ხე­ლოს­ნო­ში მი­ვე­დი იმ ბი­ჭთან ვინც დაგ­ვეხ­მა­რა ვა­ზე­ბის ჩარ­გვა­ში, სა­ხე­ლი არ მახ­სოვს, მან მი­თხრა, რომ მა­ნა­ნა და თა­ვი­სი ხალ­ხი იყო მო­სუ­ლი ბენ­ზო ცე­ლით მო­თი­ბე­სო ყვე­ლა­ფე­რი და დაწ­ვე­სო"... (გზავ­ნი­ლის ორი­გი­ნა­ლი იხი­ლეთ კო­მენ­ტა­რებ­ში).

გა­დამ­წვა­რი ვა­ზის შე­სა­ხებ, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდ­ხანს აღ­შფო­თე­ბულ­ნი გვწერ­დნენ ცოტ­ნეს და­ზაფ­რუ­ლი მე­ზობ­ლე­ბიც... ფე­რის­ცვა­ლე­ბას გი­ლო­ცავთ მე და ცოტ­ნე. ჯერ ისევ წე­როვ­ნი­დან." - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი "ფე­ის­ბუქ­ში".

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
u
18

და რატო ჩაარტყეს რა დააშავა ტყვილა არავინ არავის ურტყავს, მაგრად გაამწარა ალბათ 

ნატა
10

საბედისწერო არჩვაძის ქალი, რამ მოაყვანინა იმ ცხონებულს. ამ ქალის დამსახურებაა მეტწილად, ზვიადის რომ ხალხი არ დაუდგა გვერდით გადამწყვეტ მომენტში... ახლა მაინც წაიყვანონ ფსიქიატრიულში, ვენახი რამ გაანადგურე ინა იმ აშარ ქალს😥

ავტორი:

"იმ ფერისცვალებას ცოტნეს ვენახი უკვე კარგა ხნის გაკაფული და ცეცხლში დამწვარი იყო. იქვე, სავარძელზე მჯდომი ცოტნე გულსაკლავად ასლუკუნდა..." რას წერს ანა ჯაბაური

"იმ ფერისცვალებას ცოტნეს ვენახი უკვე კარგა ხნის გაკაფული და ცეცხლში დამწვარი იყო. იქვე, სავარძელზე მჯდომი ცოტნე გულსაკლავად ასლუკუნდა..." რას წერს ანა ჯაბაური

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცონტე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ჯაბაური ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით იხსენებს თუ როგორი გატაცებული იყო ცონტე გამსახურდია ვაზის კულტურითა და ვენახის გაშენებით, იმმ ინცინდენტამდე, რომლის შედეგადაც ის მძიმედ დაავადმყოფდა.

"ფერისცვალება ბერებისგან ყურძნის კურთხევის დღეაო, გამიგონია. ჩემი დამხმარე, რომლის ოჯახსაც მევენახეობის დიდი გამოცდილება და კულტურა აქვს, მიხსნის, რომ ფერისცვალების დღიდან ყურძენი იწყებს დამწიფებას, ხოლო მარცვალი - ფერის ცვლილებას, მწვანედან ქარვისფერში გადადის და ვენახი გასაოცრად მშვენდებაო...

2019 წლის შემოდგომაზე დიდი ფუსფუსი და ხალისი გვქონდა კოლხურ კოშკში. ცოტნემ ვაზის გაშენება გადაწყვიტა ეზოს ყველაზე ფართო ნაწილში. თავდაპირველად, ჩვენმა ახლობელმა, ბიძინა გიორგობიანი-მა, სასათბურე მეურნეობიდან 14 "კამაზი" განოყიერებული მიწა გამოგვიგზავნა, რომელიც კოშკის ეზოს მიწას ზემოდან დააყარეს, გადაასწორეს და ვაზის გასაშენებელ ნიადაგად მოამზადეს. საკმაოდ დიდი დრო ცოტნემ მთელი ამ ტერიტორიის სანტიმეტრ-სანტიმეტრ შემოვლასა და საკუთარი ხელით შუშის ნამტვრევებისა თუ ქვებისგან გასუფთავებას მოანდომა.

ამის შემდეგ, საუკეთესო მეურნეობებიც შემოიარა ერთწლიანი, გამოყვანილი ვაზის ნერგების შესაძენად. ნაწილი იტალიიდანაც კი ჩამოატანინა. ჩვენმა მეგობარმა, ტარიელ გაბაძემ, ტორფი მოგვიტანა, რომელიც ნიადაგში ჰაერისა და ტენიანობის დიდხანს შენარჩუნებისა და ვაზის გამძლეობის გაზრდის მიზნით, წინასწარ რუდუნებით გამზადებულ ნიადაგს შეურიეს და შეუდგნენ დიდი ორმოების თხრას. ეზოს ღორღიანი ნაწილის გასათხრელად პერფორატორიც კი მოიტანა ცოტნემ, რათა ორმოები დიდი გამოსულიყო, რაც ნიადაგში ტენიანობისა და ჟანგბადის შენარჩუნების გზით, ვაზის გამძლეობის ორმაგი დაცვა იქნებოდა ზემოთ ხსენებულ ტორფთან ერთად. ორმოში სათითაოდ არჩეული, გამოყვანილი და დაფესვიანებული რქაწითელის, აგრეთვე, მანავის მწვანესა და გორული მწვანეს საჯიშე, ერთწლიანი ნერგები ჩარგო, 180 ძირი. ზემოდან კი ფხვიერი მიწა ე.წ. კოკოლებად დააყარა.

საქმეს იმ ავადსასხსენებელ 19 დეკემბრამდე ცოტა ხნით ადრე მორჩნენ. დღეში რამდენჯერმე უვლიდა გარს ახლადშობილ ვაზს და შვილივით ეფერებოდა...თუმცა, ეს პროცესი წელიწადნახევრით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც მეღვინეობის დაჩქარებული ფაკულტეტი აგრარულ უნივერსიტეტში წარმატებით დაამთავრა და მეღვინეობა მეორე პროფესიად აირჩია (წარმოიდგინეთ, ქიმიის პროფესორთანაც კი დაიწყო კერძოდ მზადება ვაზის შესახებ ღრმა ცოდნის უკეთ საზიარებლად).

ხოლო ვენახის გაშენებაში (ინციდენტის შემდეგ კი მის მეთვალყურეობაშიც), ტარიელთან და სხვა მეგობრებთან ერთად, აქტიურად გვეხმარებოდა ცოტნეს პედაგოგი და მეგობარი, ცნობილი მეღვინე და პროფესორი დავით ჩაჩუა. დღეს ცოტნეს მეგობრებმა ფერისცვალება მოგვილოცეს და ცოტნეს ნათქვამი გაიხსენეს: ფერისცვალებას ნახეთ ჩემი ვენახი როგორი იქნებაო... სამწუხაროდ, იმ ფერისცვალებას ცოტნეს ვენახი უკვე კარგა ხნის გაკაფული და ცეცხლში დამწვარი იყო. ვნანობ, არ გავფრთხილდით საუბრისას, იქვე, სავარძელზე მჯდომი ცოტნე გულსაკლავად ასლუკუნდა... ცოტნეს მეგობარმა, ტარიელ გაბაძემ მოგვწერა: მე როდესაც მივედი მანდ ვაზების სანახავად კარები დამხვდა დაკეტილი და სახელოსნოში მივედი იმ ბიჭთან ვინც დაგვეხმარა ვაზების ჩარგვაში, სახელი არ მახსოვს, მან მითხრა, რომ მანანა და თავისი ხალხი იყო მოსული ბენზო ცელით მოთიბესო ყველაფერი და დაწვესო"... (გზავნილის ორიგინალი იხილეთ კომენტარებში).

გადამწვარი ვაზის შესახებ, ძალიან, ძალიან დიდხანს აღშფოთებულნი გვწერდნენ ცოტნეს დაზაფრული მეზობლებიც... ფერისცვალებას გილოცავთ მე და ცოტნე. ჯერ ისევ წეროვნიდან." - წერს ანა ჯაბაური "ფეისბუქში".

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"