მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყელის ტკივილის მოსარჩენი უებარი მეთოდი
ყელის ტკივილის მოსარჩენი უებარი მეთოდი

თუ ბავ­შვს უცებ და­ე­წყო ყე­ლის ტკი­ვი­ლი, სიმ­შრა­ლე ან ხვე­ლა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­უ­ტა­რეთ ეს პრო­ცე­დუ­რა.

დაგ­ჭირ­დე­ბათ ქაც­ვის ზეთი (იყი­დე­ბა აფ­თი­ა­ქებ­ში). მო­ა­თავ­სეთ ეს ზეთი საწ­ვე­თურ­ში (ე.წ. პი­პეტ­კა) და ცხვირ­ში ჩა­აწ­ვე­თეთ. დიახ, ცხვირ­ში, ვი­ნა­ი­დან პრობ­ლე­მა უმ­თავ­რე­სად ყე­ლის ზედა ნა­წილ­ში იწყე­ბა, რო­მელ­საც ყელ­ში სავ­ლე­ბე­ბით ვერ მის­წვდე­ბით. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სხვა სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, რო­მელ­საც ბავ­შვი პი­რი­დან იღებს.

ზე­თის ცხვი­რი­დან ჩაწ­ვე­თე­ბა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა ყე­ლის სიმ­შრა­ლის, ტკი­ვი­ლი­სა და ხვე­ლის დროს, რომ­ლე­ბიც ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბით, ლა­რინ­გი­ტით ან ფა­რინ­გო-ლა­რინ­გი­ტით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ქაც­ვი - შე­სა­ნიშ­ნა­ვად მოქ­მე­დებს ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ზეთი კი არ­ბი­ლებს ყელს და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის მგრძნო­ბე­ლო­ბას ამ­ცი­რებს. შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლად გან­კურ­ნოს ან­თე­ბის და­წყე­ბით ეტაპ­ზე.

სხვა­თა შო­რის, ქაც­ვის ზეთი და ქაც­ვის სან­თლე­ბი ასე­ვე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ყაბ­ზო­ბის­გან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სწო­რი ნაწ­ლა­ვის, მცი­რე ჰე­მო­რო­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.

ქაც­ვის ნა­ყე­ნი, ქაც­ვის წვე­ნი, (რუ­სუ­ლად "აბ­ლე­პი­ხა" ჰქვია და ბევ­რი ასე იც­ნობს) ახალ­მო­ხარ­შუ­ლი კომ­პო­ტი ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა პა­ტა­რე­ბი­სა და დი­დე­ბის­თვის. კარ­გია ხვე­ლე­ბის დროს, ასე­ვე სა­სარ­გებ­ლოა იმუ­ნი­ტე­ტის­თვის. მას ხში­რად ოქ­როს კენკრა­საც უწო­დე­ბენ. ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში ქაც­ვის ნა­ყოფს იყე­ნე­ბენ რო­გორც ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელ, კუ­ჭის სამ­კურ­ნა­ლო და სუ­რა­ვან­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბას.

ავტორი:

ყელის ტკივილის მოსარჩენი უებარი მეთოდი

ყელის ტკივილის მოსარჩენი უებარი მეთოდი

თუ ბავშვს უცებ დაეწყო ყელის ტკივილი, სიმშრალე ან ხველა, დაუყოვნებლივ ჩაუტარეთ ეს პროცედურა.

დაგჭირდებათ ქაცვის ზეთი (იყიდება აფთიაქებში). მოათავსეთ ეს ზეთი საწვეთურში (ე.წ. პიპეტკა) და ცხვირში ჩააწვეთეთ. დიახ, ცხვირში, ვინაიდან პრობლემა უმთავრესად ყელის ზედა ნაწილში იწყება, რომელსაც ყელში სავლებებით ვერ მისწვდებით. იგივე შეიძლება ითქვას სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომელსაც ბავშვი პირიდან იღებს.

ზეთის ცხვირიდან ჩაწვეთება ყველაზე ეფექტური საშუალებაა ყელის სიმშრალის, ტკივილისა და ხველის დროს, რომლებიც ანთებითი პროცესებით, ლარინგიტით ან ფარინგო-ლარინგიტით არის გამოწვეული.

ქაცვი - შესანიშნავად მოქმედებს ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. ზეთი კი არბილებს ყელს და გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის მგრძნობელობას ამცირებს. შეიძლება სრულად განკურნოს ანთების დაწყებით ეტაპზე.

სხვათა შორის, ქაცვის ზეთი და ქაცვის სანთლები ასევე საუკეთესო საშუალებაა ყაბზობისგან გაღიზიანებული სწორი ნაწლავის, მცირე ჰემოროების სამკურნალოდ.

ქაცვის ნაყენი, ქაცვის წვენი, (რუსულად "აბლეპიხა" ჰქვია და ბევრი ასე იცნობს) ახალმოხარშული კომპოტი ასევე ძალიან სასარგებლოა პატარებისა და დიდებისთვის. კარგია ხველების დროს, ასევე სასარგებლოა იმუნიტეტისთვის. მას ხშირად ოქროს კენკრასაც უწოდებენ. ხალხურ მედიცინაში ქაცვის ნაყოფს იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ, კუჭის სამკურნალო და სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებას.